AI ბიზნესებისთვის: კორპორატიული პროგრამა
კომპანიებითქვენს კომპანიაზე მორგებული



Tbilisi Digital School-ის კორპორატიული AI პროგრამა შექმნილია კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც სურთ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენება ყოველდღიურ საქმიანობაში. პროგრამა აერთიანებს პრაქტიკულ ტრენინგებსა და სპეციალიზებულ ვორქშოფებს სხვადასხვა პროფესიული მიმართულებისთვის — მენეჯმენტი, მარკეტინგი, გაყიდვები, მომხმარებელთა მომსახურება და საოპერაციო პროცესები. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები ეცნობიან თანამედროვე AI ინსტრუმენტებს და სწავლობენ მათ გამოყენებას ინფორმაციის დამუშავების, კონტენტის შექმნის, მონაცემების ანალიზისა და სამუშაო პროცესების ავტომატიზაციისთვის. პროგრამის შინაარსი და ხანგრძლივობა განისაზღვრება კომპანიის საჭიროებებისა და მონაწილეთა გამოცდილების მიხედვით. ჯერ მოხდება წინასწარი გასაუბრება
ვისთვისაა კურსი
რას ისწავლი
- თქვენი პროცესების რუკა: სად დაიზოგება დრო
- AI ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენება ყოველდღიური სამუშაო ამოცანების შესასრულებლად.
- დოკუმენტების, ანგარიშებისა და მონაცემების დამუშავება AI ინსტრუმენტების დახმარებით.
- საპილოტე AI აგენტი კონკრეტული დეპარტამენტისთვის
- კომპანიის AI პოლიტიკის მონახაზი
- თანამშრომლები, რომლებიც ავტომატიზაციას თავად შეინარჩუნებენ
ინსტრუმენტები და აღჭურვილობა
ჯგუფები და დრო
ჯგუფს, გრაფიკს და ფორმატს თქვენს კომპანიასთან ერთად ვადგენთ. მოითხოვეთ შეთავაზება →
სილაბუსი
01საჭიროებების შესწავლაეტაპი 1 · კონსულტაცია · 2 თემა
- 1.1შეხვედრა ხელმძღვანელობასთან: მიზნები და შეზღუდვებითეორია
- 1.2კონსულტაცია და გამოკითხვა თანამშრომლებთანპრაქტიკა
შედეგიAI-ის საწყისი დონე და პრიორიტეტები
02პროგრამის მორგებაეტაპი 3 · 2 თემა
- 2.1როლების მიხედვით მიმართულებებიპრაქტიკა
- 2.2ფორმატის შეთანხმება: ოფისში, ჩვენთან ან ონლაინპრაქტიკა
შედეგითქვენზე მორგებული პროგრამა და გრაფიკი
03ტრენინგის თემატიკის შეთავაზება:ფინალი6 თემა
- 3.1AI-ის საფუძვლები ბიზნესისთვისპრაქტიკა
- 3.2 AI for Marketing — მარკეტინგი და კომუნიკაციაპრაქტიკა
- 3.3AI for Business Operations — საოპერაციო პროცესებიპრაქტიკა
- 3.4AI for Creative Teams — კრეატიული გუნდებიპრაქტიკა
- 3.5AI პროდუქტის მენეჯერებისთვისპრაქტიკა
- 3.6AI ლიდერებისთვისპრაქტიკა
შედეგიკომპანია აიჩევს მათთვის სასურველ ტრენინგის თემატიკას
ხშირად დასმული კითხვები
რა ღირს პროგრამა?
ფასი დამოკიდებულია მონაწილეების რაოდენობაზე და პროგრამის მოცულობაზე (30–50 საათი). საჭიროებების შესწავლის შემდეგ ზუსტ შეთავაზებას გიგზავნით.
რით იწყება?
კონსულტაციით: ვესაუბრებით ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს, ვსწავლობთ პროცესებს და ვარჩევთ, სად მოიტანს AI ყველაზე სწრაფ შედეგს.
სად მიმდინარეობს სწავლება?
ჰიბრიდულად, თქვენთან შეთანხმებით: თქვენს ოფისში, ჩვენთან ან ონლაინ.
ჩვენს სისტემებთან იმუშავებს?
პროგრამას იმ ინსტრუმენტებზე ვაწყობთ, რომლებსაც უკვე იყენებთ: Google Workspace, Microsoft 365, CRM. გაითვალისწინეთ, რომ Microsoft 365 Copilot ქართულ ენას ჯერ არ უჭერს მხარს. კონფიდენციალური მონაცემებით მუშაობის წესებს წინასწარ ვთანხმდებით.
შეიძლება თანხის დაბრუნება?
პირველი შეხვედრის შემდეგ 100%-ს გიბრუნებთ. შემდეგ დარჩენილი შეხვედრების პროპორციულად.





