AI მოუშენ დიზაინერებისთვის: ვიდეო, ანიმაცია და ხმა
18+ვიდეო, ანიმაცია და ხმა



კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით ვიდეოკონტენტის, ანიმაციისა და ვიზუალური ეფექტების შექმნა. მონაწილეები გაეცნობიან AI ვიდეოგენერაციის შესაძლებლობებს, ისწავლიან ტექსტური აღწერებისა და გამოსახულებების ვიდეოდ გარდაქმნას, სცენების დაგეგმვას, ვიზუალური სტილის შერჩევასა კურსის განმავლობაში მონაწილეები პრაქტიკულად იმუშავებენ AI ვიდეოგენერაციის, ანიმაციისა და ხმის შექმნის ინსტრუმენტებთან, ისწავლიან კადრების თანმიმდევრულობის შენარჩუნებას, სცენების გაერთიანებას, გახმოვანებასა და ვიდეოს საბოლოო დამუშავებას. პრაქტიკული დავალებების ფარგლებში შექმნიან მოკლე ანიმაციებს, სარეკლამო და სოციალური მედიის ვიდეოებს. სწავლება მოიცავს ვიდეოს შექმნის სრულ პროცესს - იდეისა და სცენარის მომზადებიდან, ვიზუალური მასალის გენერირებიდან, მონტაჟსა და საბოლოო ვიდეოს ექსპორტამდე
ვისთვისაა კურსი
რას ისწავლი
- AI ვიდეოგენერაცია — ტექსტისა და გამოსახულებების საფუძველზე ვიდეოსცენების შექმნა.
- სცენარისა და ვიზუალური სტილის დაგეგმვა - კადრების თანმიმდევრულობა, კომპოზიცია და სტილის შენარჩუნება.
- AI ვიზუალური ეფექტები — არსებული კადრების გარდაქმნა, ახალი ელემენტებისა და ეფექტების დამატება.
- ტელეფონით გადაღებული კადრის ვიზუალური ეფექტები AI-ით
- ხმა და გახმოვანება - AI ხმის გენერაცია, მუსიკა და აუდიოს ვიდეოსთან სინქრონიზაცია.
- ვიდეოს მონტაჟი და ექსპორტი — კადრების გაერთიანება, საბოლოო დამუშავება და სხვადასხვა ფორმატისთვის მომზადება.
ინსტრუმენტები და აღჭურვილობა
ჯგუფები და დრო
ახალ თარიღებს მალე გამოვაცხადებთ. დაგვიტოვე კონტაქტი და პირველს შეგატყობინებთ.
სწავლის ეტაპები
- დღე 0განაცხადი
ფორმა ან ზარი
- დღე 0–3ჯგუფი და გადახდა
კურსის შეძენა
- კვირა 1ორიენტაცია
დაწყება
- 3 კვირასწავლა
6 შეხვედრა
- ბოლო კვირაფინალური პროექტი
- შემდეგსერტიფიკატი
QR-ვერიფიკაციით
სილაბუსი
01AI-ზე აწყობილი პროცესი და კონცეფცია3 თემა
- 1.1ვიდეო-მოდელების რუკა: ვინ რაში ჯობია, კრედიტები და ლიცენზიათეორია
- 1.2იდეიდან სცენარამდე და კადრების სიამდე Gemini-ით, ChatGPT-ით და Claude-ითპრაქტიკა
- 1.3მუდბორდი Google Flow-ში Nano Banana-თიპრაქტიკა
შედეგივიდეოს კონცეფცია და Storyboard
02ვიზუალური სტილი, პერსონაჟები და კადრების შექმნა3 თემა
- 2.1სტილის რეფერენსები: Nano Banana, Magnific, Krea რეალურ დროშიპრაქტიკა
- 2.2პერსონაჟის და პროდუქტის ფურცელი ყველა ხედითპრაქტიკა
- 2.3საწყისი და ბოლო კადრი, ანიმატიკა Runway-შიპრაქტიკა
შედეგივიზუალურად თანმიმდევრული სცენები
03სურათიდან ვიდეო და კამერის ენა3 თემა
- 3.1Google Flow: Veo და Gemini Omni სურათიდან ვიდეოსთვისპრაქტიკა
- 3.2Higgsfield Cinema Studio: კამერა, ობიექტივი, ტემპი, ეპოქაპრაქტიკა
- 3.3Kling: საწყისი და ბოლო კადრი, ლუპებიპრაქტიკა
04პერსონაჟი და პროდუქტი ყველა კადრში3 თემა
- 4.1Seedance: რამდენიმე რეფერენსი და 30-წამიანი სცენა ერთი გენერაციითპრაქტიკა
- 4.2Higgsfield Soul ID და Kling Omni: სახის და პროდუქტის შენარჩუნებაპრაქტიკა
- 4.3Runway References: ერთი სამყარო ყველა კადრშიპრაქტიკა
შედეგი15–30-წამიანი სცენა ერთი პერსონაჟით ან პროდუქტით
05ვიდეოდან ვიდეო და ვიზუალური ეფექტები AI-ში3 თემა
- 5.1Runway Aleph: ამინდი, ფონი, საგნის შეცვლა და სტილიზაციაპრაქტიკა
- 5.2Gemini Omni: ვიდეოს რედაქტირება საუბრით, რამდენიმე ნაბიჯადპრაქტიკა
- 5.3Kling და Luma: ვიდეოდან ვიდეო და მოძრაობის გადატანაპრაქტიკა
06მოუშენ გრაფიკა, ტიპოგრაფია და ლოგოს ანიმაცია AI-ით
შედეგი5-წამიანი ლოგოს ანიმაცია, 10-წამიანი ლუპი და 3 ვარიაცია
07AI ხმა, მუსიკა, გახმოვანება და მონტაჟი3 თემა
- 7.1ElevenLabs: ქართული ვოისოვერი და ხმის ეფექტებიპრაქტიკა
- 7.2მოლაპარაკე პერსონაჟი: Runway Act-Two, Higgsfield Speak, Klingპრაქტიკა
- 7.3Suno: მუსიკა რგოლისთვის; Veo-ს, Omni-ს და Seedance-ის ხმაპრაქტიკა
08ფინალური ვიდეოს დამუშავება და ექსპორტი2 თემა
- 8.1იმპორტი და აწყობა უფასო DaVinci Resolve-ში ან CapCut-შიპრაქტიკა
- 8.2ექსპორტი სოციალური ქსელისთვის და AI-ის მითითება; პრეზენტაციაპრეზენტაცია
შედეგიდასრულებული მოკლე AI ვიდეო
ლექტორი

AI-ისა და რობოტიკის მკვლევარი, ტექნოლოგიური მეწარმე
AI-ისა და რობოტიკის მკვლევარი, ტექნოლოგიური მეწარმე და მასწავლებელი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის AI-ისა და რობოტიკის კვლევითი ლაბორატორიის დამფუძნებელი და დირექტორი, ამავე უნივერსიტეტში კი ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრს ხელმძღვანელობს. AI ბოტებსა და ავტომატიზაციას თავად აწყობს და იყენებს საკუთარ სამუშაოში, სწავლებასა და კონტენტის შექმნაში. დააარსა საქართველოს რობოტიკის ასოციაცია (GRA), ტექმედია TechCrush და Tbilisi Digital School. 2017 წლიდან ათასობით ადამიანს ასწავლა პროგრამირება, რობოტიკა და AI. მოხვდა Forbes Georgia-ს სიაში „30 Under 30“.
ხშირად დასმული კითხვები
After Effects-ის ან მონტაჟის ცოდნა მჭირდება?
არა. კურსის თითქმის მთელი ნაწილი AI ინსტრუმენტებში მიმდინარეობს. ბოლო შეხვედრაზე კადრებს უფასო DaVinci Resolve-ში ან CapCut-ში ავაწყობთ და საჭირო საფუძვლებსაც იქვე ვასწავლით.
რა დამიჯდება ინსტრუმენტები?
Google Flow ყოველდღე 50 უფასო კრედიტს იძლევა, Runway-ს, ElevenLabs-ს და Krea-ს კი უფასო ვერსიები აქვთ. სრული რგოლისთვის საკმარისია ერთი ფასიანი სერვისი, თვეში დაახლოებით $15–30 (მაგ. Magnific ან Runway). კურსის დაწყებამდე გეტყვით, რომელი აირჩიო.
ვიდეოში ქართული ტექსტი იწერება?
ქართულ ასოებს AI ჯერ არასანდოდ წერს, ამიტომ კადრებს ტექსტის გარეშე ვაგენერირებთ და ქართულ წარწერებს მონტაჟში ვამატებთ. ქართული ხმა ElevenLabs-ში კარგად მუშაობს.
ძლიერი კომპიუტერი მჭირდება?
არა. ვიდეოს გენერაცია ბრაუზერში ხდება, მონტაჟისთვის კი ჩვეულებრივი ლეპტოპი საკმარისია.
შეიძლება თანხის დაბრუნება?
პირველი შეხვედრის შემდეგ 100%-ს გიბრუნებთ. შემდეგ დარჩენილი შეხვედრების პროპორციულად.






