გადახდის საშუალებები
- ბარათით: Visa და Mastercard, ბანკის დაცულ გადახდის გვერდზე.
- Apple Pay და Google Pay: იმავე გვერდზე, თუ თქვენი მოწყობილობა მათ მხარს უჭერს.
- განვადებით: საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილით (4 თვე, 0%), როცა ეს ვარიანტი კურსის გვერდზე ჩანს. განვადება ბანკის გვერდზე ფორმდება.
ბარათის მონაცემებს ბანკის გვერდზე შეიყვანთ. ჩვენ ბარათის ნომერს არ ვხედავთ და არ ვინახავთ.
გადახდის გეგმები
| გეგმა | როგორ მუშაობს | სად ვრცელდება |
|---|---|---|
| ერთიანი გადახდა | მთლიანი საფასური ერთ გადახდად, ფასდაკლებით (ჩვეულებრივ 10%) | ყველა კურსი |
| განვადება: ნაწილ-ნაწილ (საქართველოს ბანკი) | სრული ფასი 4 თვეზე, მყიდველისთვის 0%; ერთიანი გადახდის ფასდაკლება არ მოქმედებს | კურსები, სადაც ეს ვარიანტი ჩანს |
მაგალითად, 1 000₾-იანი კურსის საფასური ერთიანად 900₾-ია, ნაწილ-ნაწილით კი 4 × 250₾. ზუსტ თანხას ყოველი კურსის გვერდზე და გადახდის ფორმაში ნახავთ: ფასი ყოველთვის სერვერზე ითვლება.
ერთიანი გადახდა ყველაზე მომგებიანია. თუ თანხის გადანაწილება გირჩევნიათ, აირჩიეთ ნაწილ-ნაწილი: 4 თვე, დამატებითი პროცენტის გარეშე. პირველი შეხვედრის შემდეგ, თუ კურსი არ მოგერგოთ, თანხა ორივე შემთხვევაში სრულად ბრუნდება.
პრომოკოდები და სასაჩუქრე ვაუჩერები
- პრომოკოდი გადახდის ფორმაში შეიყვანეთ. ერთ შეკვეთაზე ერთი კოდი მოქმედებს.
- პრომოკოდის ფასდაკლება ითვლება არჩეული გეგმის ფასდაკლების შემდეგ. მაგალითად, ერთიანი გადახდის 10%-ის შემდეგ.
- ყოველ კოდს შეიძლება ჰქონდეს მოქმედების ვადა, გამოყენების ლიმიტი ან კონკრეტული კურსის შეზღუდვა.
- სასაჩუქრე ვაუჩერი ფიქსირებულ თანხაზეა და ნებისმიერ კურსზე, ბანაკზე ან მასტერკლასზე გამოიყენება. თუ საფასური ვაუჩერის ნომინალზე ნაკლებია, სხვაობა ფულად არ ბრუნდება.
- ვაუჩერის საჩუქრად შესაძენად დაგვიკავშირდით.
თანხის დაბრუნება
- პირველი შეხვედრის შემდეგ, თუ კურსი არ მოგერგოთ, თანხა სრულად ბრუნდება. მოთხოვნა შეხვედრის დასრულებიდან 24 საათში გამოგვიგზავნეთ.
- ამის შემდეგ კურსის საფასური აღარ ბრუნდება.
- თანხა იმავე საშუალებით ბრუნდება, რომლითაც გადაიხადეთ, მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
სრული წესები, მათ შორის ბანაკებისა და მასტერკლასებისთვის, იხილეთ მომსახურების პირობებში და გადახდის პოლიტიკაში.
ხშირი კითხვები
შემიძლია თვეებზე გადანაწილება? დიახ, საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილით, სადაც კურსის გვერდზე „განვადება“ ჩანს: სრული ფასი 4 თვეზე ნაწილდება, 0%-ით, და ბანკის გვერდზე ფორმდება.
და-ძმისთვის ფასდაკლება გაქვთ? და-ძმის ერთად რეგისტრაციისას მეორე ბავშვს 15% ფასდაკლება აქვს, კურსებზეც და ბანაკებზეც. ფასდაკლებისთვის გადახდამდე დაგვიკავშირდით.
სად ვნახო ჩემი გადახდები? ყოველი გადახდის შემდეგ ქვითარი ელფოსტით მოდის. ისტორიის ასლი თუ გჭირდებათ, მოგვწერეთ: info@tbilisidigitalschool.ge.

