3D დიზაინი და ბეჭდვა: Tinkercad-იდან Fusion 360-მდე

ფიზიკურიკურსის ენა: ქართული / English
ასაკი13–17 წელი
ხანგრძლივობა7 თვე · 3 ფაზა · 48 შეხვედრა
დატვირთვა72 სთ
დაწყება24 ნოე
მოსწავლე 3D პრინტერზე დაბეჭდილი ჩაფხუტით13–17 წელიიდეიდან ხელშესახებ ნივთამდე
3D ნაბეჭდი ჩაფხუტი და ფიგურები
3D ნაბეჭდები მაგიდაზე
დრონები, ნაბეჭდები და ამოჭრილი დეტალები
მოსწავლე თავის პროექტებთან

3D ბეჭდვისა და მოდელირების კურსი განკუთვნილია 13–17 წლის მოზარდებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ თანამედროვე ტექნოლოგიები, ინჟინერია, პროდუქტის დიზაინი და ციფრული წარმოება. კურსი აერთიანებს 3D მოდელირების საფუძვლებს, საინჟინრო დიზაინსა და 3D ბეჭდვის პრაქტიკულ სწავლებას. კურსი მოსწავლეებს მოდელირებისა და ბეჭდვის სრულ ციკლს აცნობს: იდეის განვითარებას, , პროგრამის სწავლებას, ზუსტი 3D მოდელის შექმნას Fusion 360-ში, მოდელის დასაბეჭდად მომზადებას, 3D პრინტერის მართვას, დეტალების აწყობას, ტესტირებასა და გაუმჯობესებას. სწავლება დაყოფილია სამ ფაზად და მოსწავლეები ეტაპობრივად ეუფლებიან Tinkercad-სა და Fusion 360-ში მოდელირებას — მარტივი გეომეტრიული ფორმებიდან ზუსტი ზომების მქონე საინჟინრო დეტალებისა და ფუნქციური კონსტრუქციების შექმნამდე. ისინი შეისწავლიან 3D პრინტერისა და ლაზერული დანადგარის მუშაობის პრინციპებს, უსაფრთხოების წესებს, ფაილების მომზადებას, მასალების შერჩევასა და დამუშავების ტექნიკებს. კურსის განმავლობაში მოსწავლეები იმუშავებენ პრაქტიკულ დავალებებსა და ინდივიდუალურ პროექტებზე, შექმნიან სხვადასხვა დანიშნულების ნივთებს, პროტოტიპებსა და კონსტრუქციებს. თითოეული ფაზა სრულდება საკუთარი პროექტით, რომელიც აერთიანებს მიღებულ ცოდნას და მოსწავლეს საშუალებას აძლევს საკუთარი იდეა ციფრული მოდელიდან რეალურ პროდუქტად აქციოს

ფასში შედის

კურსის საფასურში შედის 3D მოდელირებისა და ბეჭდვის პრაქტიკული სწავლება, 3D პრინტერებითა და ლაზერული დანადგარით სარგებლობა, ყველა საჭირო სასწავლო მასალა და ფინალური პროექტების დამზადება. კურსის ფარგლებში შექმნილი ნივთები და პროტოტიპები მოსწავლეს რჩება.

  • პრინტერის დრო და ფილამენტი ყველა პროექტზე
  • ლაზერული ჭრა კომბინირებულ პროექტებზე
  • ინდივიდუალური პროექტებისა და პროტოტიპების დამზადება
  • კურსის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები მოსწავლეს რჩება
  • ყველა დამატებით საჭიროებას, რაც სწავლის ხარისხისთვის დაგვჭირდება, სკოლა უზრუნველყოფს
  • დამატებით არაფრის ყიდვა არ მოგიწევთ
01

ვისთვისაა კურსი

01პირველად იწყებსწინა გამოცდილება არ სჭირდება: Tinkercad-ით ვიწყებთ და Fusion 360-მდე ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ.
02უყვარს ხელით კეთებავისაც უნდა, რომ იდეა ეკრანზე კი არ დარჩეს, არამედ ხელში დაიჭიროს, გამოსცადოს და გამოიყენოს.
03ინჟინერიასა და დიზაინზე ფიქრობსვისაც პროდუქტის დიზაინი, ინჟინერია ან არქიტექტურა აინტერესებს და სერიოზული პორტფოლიო სურს.
02

რას ისწავლი

  • შტანგენფარგლით ზომავს და აპროექტებს ნაწილებს, რომლებიც 0.2 მმ სიზუსტით ერგება ერთმანეთს
  • Tinkercad-სა და Fusion 360-ში აგებს ესკიზს შეზღუდვებით, პარამეტრულ მოდელს, კომპონენტებს და სახსრებს
  • დამოუკიდებლად აწყობს სლაისერს: ფენა, შევსება, საყრდენები, ორიენტაცია და მასალა (PLA, PETG, TPU)
  • ქმნის მოძრავ მექანიზმებს: ანჯამა, კბილანური გადაცემა, ხრახნი, მუშტა, ბერკეტი
  • ამზადებს ლაზერული ჭრის ფაილს (SVG, DXF) და ერთ ნივთში აერთიანებს ბეჭდვას და ლაზერს
  • გადის დიზაინის აზროვნების ციკლს რეალურ მომხმარებელთან: ინტერვიუ, პროტოტიპი, ტესტი, გაუმჯობესება
  • ამუშავებს ნაბეჭდს: ქვიშა, გრუნტი, საღებავი, ჩასადნობი ქანჩები და მაგნიტები
  • ამზადებს რენდერს, ტექნიკურ ნახაზს, პოსტერს და სამი ფაზის პორტფოლიოს
03

ინსტრუმენტები და აღჭურვილობა

TinkercadFusion 360Bambu StudioPrusaSlicerFDM 3D პრინტერიCO2 ლაზერული საჭრელიციფრული შტანგენფარგალი3D სკანირება ტელეფონით
04

ფაზები

3 ფაზა · 48 შეხვედრა
  1. ფაზა 1მიმდინარეობსTinkercad და პირველი ნაბეჭდები20 ნოე – 31 იან
  2. ფაზა 2Fusion 360: საინჟინრო დიზაინი1 თებ – 4 აპრ
  3. ფაზა 3პროდუქტის დიზაინი და დიდი პროექტი5 აპრ – 13 ივნ
ფაზა 1 · 20 ნოე – 31 იან · 16 შეხვედრა · ფაზის ფასი 925₾

Tinkercad და პირველი ნაბეჭდები

პირველივე დღიდან ბეჭდავს და ისწავლის პრინტერის და სლაისერის ენას, ზომვას, დაშვებებს და ჩამკეტებს. ფაზის ბოლოს საკუთარი მაგიდისთვის, ზომაზე შექმნილ სამაგიდო სისტემას აწყობს.

დასრულებული პროექტები
  • ჩემი სამაგიდო სისტემა მოდულური ორგანაიზერი 42 მმ-იან ბადეზე, საკუთარ ნივთებზე გაზომილი და მაგნიტებით აწყობილი.
  • LED სანათი დაბეჭდილი ძირი, ლაზერით ნაჭრი პანელები და USB LED, რომელსაც მოსწავლე თავად არჩილავს.
  • ნაბეჭდების კოლექცია ბრელოკი, ტელეფონის სადგამი, ჩამკეტიანი ყუთი, სომას კუბი და ადგილზე დაბეჭდილი მოძრავი დრაკონი.
Tinkercadსლაისერი: ფენა, შევსება, საყრდენებიშტანგენფარგალი და დაშვებებილაზერული ჭრა SVG-დანპირველი დარჩილვა

რჩება ბავშვს: ყველა ნაბეჭდი (15-ზე მეტი ნივთი), LED სანათი, სამაგიდო სისტემა, ფაზის პორტფოლიო

3D-პრინტერზე დაბეჭდილი ფიგურები და ლაზერით მოჭრილი პატარა ხის რობოტები მაგიდაზე
ფაზა 2 · 1 თებ – 4 აპრ · 16 შეხვედრა · ფაზის ფასი 925₾

Fusion 360: საინჟინრო დიზაინი

პროფესიულ პროგრამაში აგებს პარამეტრულ მოდელებს, სახსრებს, კბილანებს და ხრახნებს და ამზადებს ფაილებს ლაზერისთვის. ყველაფერი მოძრავ მექანიზმებად იქცევა, რომლებიც ფაზის ბოლოს შეჯიბრში ასპარეზობენ.

დასრულებული პროექტები
  • ყუთი ანჯამით და კბილანური გადაცემა პარამეტრული ყუთი, რომლის ზომა ერთი ციფრით იცვლება, და 9:1 გადაცემა მბრუნავი დისკით.
  • რეზინის ძრავიანი მანქანა ლაზერით ნაჭრი შასი, დაბეჭდილი ბორბლები TPU საბურავებით და კლასის რბოლა.
  • ტრებუშეტი და ავტომატონი საპირწონიანი ტრებუშეტი შორი და ზუსტი სროლისთვის და მუშტებიანი სათამაშო, რომლის ფიგურა სახელურით მოძრაობს.
ესკიზი და შეზღუდვებიპარამეტრები და კომპონენტებისახსრები და მოძრაობაკბილანები და ხრახნებიDXF ლაზერისთვის

რჩება ბავშვს: ყუთი ანჯამით, კბილანური გადაცემა, რეზინის მანქანა, ტრებუშეტი და ავტომატონი, ბზრიალა, კაფსულა და სხვა ნაბეჭდები

3D-პრინტერზე დაბეჭდილი თეთრი ჩაფხუტი წითელი დეტალებით და ყვითელი ფიგურა
ფაზა 3 · 5 აპრ – 13 ივნ · 16 შეხვედრა · ფაზის ფასი 915₾

პროდუქტის დიზაინი და დიდი პროექტი

მოსწავლე ირჩევს რეალურ ადამიანს და მის პრობლემას, ესაუბრება, ქმნის პროტოტიპს, ტესტავს და ორჯერ აუმჯობესებს. ბოლოს ამზადებს რენდერს, ნახაზს და პოსტერს და პროდუქტს TDS Design Expo-ზე წარადგენს.

დასრულებული პროექტები
  • საკუთარი პროდუქტი მრავალნაწილიანი, დამუშავებული ნივთი რეალური მომხმარებლისთვის, ვერსიებით v1-დან ფინალამდე.
  • პროდუქტის წარდგენა რენდერები, A3 ტექნიკური ნახაზი, პოსტერი და 2-წუთიანი პრეზენტაცია.
  • TDS Design Expo გამოფენა მშობლებისა და თავად მომხმარებლებისთვის, სამი ფაზის პორტფოლიოთი.
ინტერვიუ და მოთხოვნებიპროტოტიპი და ტესტინაბეჭდის დამუშავებარენდერი და ტექნიკური ნახაზი3D სკანირება ტელეფონით

რჩება ბავშვს: ფინალური პროდუქტი, პროტოტიპი v1 და ტესტ-კუპონები, პოსტერი და ნახაზის ფირფიტა, სამი ფაზის პორტფოლიო

მოსწავლეს 3D-პრინტერზე დაბეჭდილი თეთრი ჩაფხუტი ახურავს, უკან თაროებზე ნაბეჭდი ნივთებია

ყოველი ფაზა ახალი თემით იწყება და დასრულებული პროექტით მთავრდება, ამიტომ კურსს ნებისმიერი ფაზის დასაწყისიდანაც შეუერთდებით.

რა რჩება ბავშვს
  • კურსის განმავლობაში 3D დაბეჭდილი და ლაზერულად დამზადებული დეტალები, ნივთები და პროტოტიპები.
  • მოსწავლის მიერ დაპროექტებული, დამზადებული და გაუმჯობესებული ინდივიდუალური პროდუქტი.
  • საკუთარი დიზაინის მექანიზმები, შეერთებები და ფუნქციური კომპონენტები.
  • სამი ფაზის პორტფოლიო და ყველა ციფრული ფაილი
05

ჯგუფები და დრო

არ მოგერგო დრო? შეგვატყობინე და შემდეგი ჯგუფის გახსნისას ელფოსტით შეგატყობინებთ.

06

სწავლის ეტაპები

  1. დღე 0განაცხადი

    უფასო კონსულტაცია

  2. დღე 1–3ჯგუფის შერჩევა

    ასაკისა და დონის მიხედვით

  3. დაწყებამდეჯგუფი და გადახდა

    ყოველთვიურად

  4. 7 თვე · 3 ფაზასწავლა ლაბში

    48 შეხვედრა

  5. ყოველი თვეღია გაკვეთილი

    მშობლების თანდასწრებით

  6. ბოლოსსერტიფიკატი

    და გამოფენა

07

სილაბუსი

15 მოდული · 48 თემა · 48 შეხვედრა · 72 საათი

ფაზა 1: Tinkercad და პირველი ნაბეჭდები

01პირველი ნაბეჭდები და სლაისერი4 შეხვედრა · 4 თემა
  1. 1.1სახელიანი ბრელოკი და პირველი ნაბეჭდიპრაქტიკა
  2. 1.2სლაისერის საიდუმლოებები და ტელეფონის სადგამითეორია
  3. 1.3შტანგენფარგალი, დაშვებები და კაბელის სამაგრებიპრაქტიკა
  4. 1.4PLA თუ PETG? ფორმიანი საჭრელიპრაქტიკა

შედეგიბრელოკი, შევსების მედალიონი, ტელეფონის სადგამი, დაშვებების სავარცხელი, კაბელის სამაგრები და ფორმიანი საჭრელი

02ზუსტი და მოძრავი ნაწილები4 შეხვედრა · 4 თემა
  1. 2.1ჩამკეტი (snap-fit) ყუთიპრაქტიკა
  2. 2.2ზუსტი ნაწილები: სომას კუბიპრაქტიკა
  3. 2.3ადგილზე დაბეჭდილი სახსრები: მოძრავი დრაკონიპრაქტიკა
  4. 2.4საყრდენები და ნაბეჭდის ექიმი: საახალწლო სათამაშოთეორია

შედეგიჩამკეტიანი ყუთი, სომას კუბის თავსატეხი, მოძრავი დრაკონი და საახალწლო სათამაშო

03ლაზერი და ბეჭდვა: LED სანათი2 შეხვედრა · 2 თემა
  1. 3.1ლაზერი და ბეჭდვა ერთად: სანათის დიზაინიპროექტი
  2. 3.2სანათის აწყობა და პირველი დარჩილვაპროექტი

შედეგიმომუშავე LED სანათი ლაზერით ნაჭრი პანელებით და ლაზერული სახელის ფირფიტა

04ჩემი სამაგიდო სისტემა4 შეხვედრა · 4 თემა
  1. 4.1გაზომვა და მოდულური ბადეპროექტი
  2. 4.2მოდულები ზომაზეპროექტი
  3. 4.3ტესტი და v2პროექტი
  4. 4.4სისტემის აწყობა და პროდუქტის ფოტოპროექტი

შედეგიბაზისი და 4–6 მოდული მაგნიტებით, საკუთარ ნივთებზე გაზომილი და ორჯერ გამოცდილი

05პორტფოლიო და დემო დღე2 შეხვედრა · 2 თემა
  1. 5.1პორტფოლიო და 30-წუთიანი გამოწვევაჯიბრი
  2. 5.2დემო დღე „ჩემი სამაგიდო სისტემა“პრეზენტაცია

შედეგიფაზის პორტფოლიო და გამოფენა მშობლებისთვის

ფაზა 2: Fusion 360: საინჟინრო დიზაინი

06Fusion 360-ის საფუძვლები და ყუთი ანჯამით4 შეხვედრა · 4 თემა
  1. 6.1პირველი ესკიზი: სახაზავი-სანიშნეთეორია
  2. 6.2ბრუნვით შექმნა: ბზრიალაპრაქტიკა
  3. 6.3პარამეტრები: ყუთი, რომელიც ზომას თავად იცვლისპრაქტიკა
  4. 6.4კომპონენტები და სახსრები: ანჯამაპროექტი

შედეგისახაზავი, ბზრიალა და პარამეტრული ყუთი ანჯამიანი სახურავით

07კბილანები და ხრახნები3 შეხვედრა · 3 თემა
  1. 7.1კბილანები: მოდული და ფარდობათეორია
  2. 7.2კბილანური გადაცემა 9:1პროექტი
  3. 7.3ხრახნები: ჭანჭიკი, ქანჩი და კაფსულაპრაქტიკა

შედეგიაწყობილი კბილანური გადაცემა, დაბეჭდილი ჭანჭიკი და ქანჩი, ხრახნიანი კაფსულა

08რეზინის ძრავიანი მანქანა3 შეხვედრა · 3 თემა
  1. 8.1DXF ლაზერისთვის: თითისებრი სახსრები და შასიპრაქტიკა
  2. 8.2ბორბლები, ღერძები და მინი-მანქანაპროექტი
  3. 8.3აწყობა, ტესტი და TDS-ის გრან-პრიჯიბრი

შედეგიმომუშავე რეზინის მანქანა, ლაზერული კუბი და ადგილზე დაბეჭდილი მინი-მანქანა

09ტრებუშეტი3 შეხვედრა · 3 თემა
  1. 9.1ბერკეტები და დრეკადი მექანიზმები: მინი-კატაპულტათეორია
  2. 9.2ტრებუშეტის აწყობა და კუთხის საზომიპროექტი
  3. 9.3ზუსტი სროლა: რეგულირება და მინი-ტრებუშეტიპრაქტიკა

შედეგიდარეგულირებული ტრებუშეტი, მინი-კატაპულტა, კუთხის საზომი და მინი-ტრებუშეტი

10ავტომატონი და მექანიზმების შეჯიბრი3 შეხვედრა · 3 თემა
  1. 10.1მუშტა და მიმყოლიპროექტი
  2. 10.2ავტომატონის აწყობა და გამართვაპროექტი
  3. 10.3დემო დღე: მექანიზმების შეჯიბრიჯიბრი

შედეგიმომუშავე ავტომატონი და შეჯიბრი მშობლების წინაშე

ფაზა 3: პროდუქტის დიზაინი და დიდი პროექტი

11პრობლემიდან იდეამდე4 შეხვედრა · 4 თემა
  1. 11.1სწრაფი გადაწყვეტა და დიზაინის აზროვნებაპრაქტიკა
  2. 11.2მომხმარებლის ინტერვიუთეორია
  3. 11.3პრობლემის განსაზღვრა და იდეებიპრაქტიკა
  4. 11.4სწრაფი მაკეტიპროექტი

შედეგიარჩეული მომხმარებელი და პრობლემა, მოთხოვნების სია, საზომი შაბლონი და მაკეტი

12პირველი პროტოტიპი და ტესტი3 შეხვედრა · 3 თემა
  1. 12.1CAD v1: მრავალნაწილიანი დიზაინიპროექტი
  2. 12.23D სკანირება ტელეფონითპრაქტიკა
  3. 12.3v1-ის ტესტიპრაქტიკა

შედეგიგამოცდილი პროტოტიპი v1 და მომხმარებლის ტესტის ნაკრები

13v2 და დამუშავება3 შეხვედრა · 3 თემა
  1. 13.1უკუკავშირი და v2პროექტი
  2. 13.2ჩასადნობი ქანჩები და მაგნიტებიპრაქტიკა
  3. 13.3დამუშავება: ქვიშა, გრუნტი, საღებავიპრაქტიკა

შედეგიაწყობილი v2 ფინალურ მასალაში და დამუშავებული ნაწილები

14პროდუქტის წარდგენა3 შეხვედრა · 3 თემა
  1. 14.1რენდერი და ლოგოპრაქტიკა
  2. 14.2ტექნიკური ნახაზიპრაქტიკა
  3. 14.3პროდუქტის გვერდი და პოსტერიპროექტი

შედეგირენდერები, ლოგოს ფირფიტა, A3 ნახაზი და პოსტერი

15ფინალი: TDS Design Expo3 შეხვედრა · 3 თემა
  1. 15.1საბოლოო აწყობა და QR-ბრელოკიპროექტი
  2. 15.2პორტფოლიო და 2-წუთიანი პიჩიპრეზენტაცია
  3. 15.3TDS Design Expoპრეზენტაცია

შედეგიფინალური პროდუქტი, სამი ფაზის პორტფოლიო და წარდგენა Expo-ზე

08

ხშირად დასმული კითხვები

შეიძლება თუ არა შუა წელს შემოსვლა?

დიახ, ყოველი ფაზის დასაწყისში: თებერვლის დასაწყისში და აპრილის დასაწყისში. ფაზის პირველი შეხვედრა საფუძვლებს იმეორებს, ახალ მოსწავლეს კი მენტორად ძველი მოსწავლე ეწყვილება. ფაზა 3-ში ახალი მოსწავლის პროექტი მარტივი დიზაინით იწყება.

რა ხდება, თუ მოსწავლე შეხვედრას გააცდენს?

გაცდენილი შეხვედრის ინდივიდუალურად ანაზღაურება და საფასურის დაბრუნება გათვალისწინებული არ არის. საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეს შეუძლია ტრენერთან გადაამოწმოს გაცდენილი გაკვეთილის თემა და სასწავლო დავალებები.

რა რჩება ბავშვს?

მოსწავლეს რჩება მის მიერ შექმნილი 3D დაბეჭდილი და ლაზერულად დამზადებული ნივთები, პროტოტიპები და შესაბამისი ფაზების ფარგლებში შესრულებული ინდივიდუალური პროექტები. ასევე შეეძლება საკუთარი ციფრული მოდელებისა და პროექტის ფაილების შენახვა.

ლეპტოპი ან 3D პრინტერი სახლში სჭირდება?

საკუთარი 3D პრინტერი საჭირო არ არის: ლაბში ყველა საჭირო აღჭურვილობას დაგახვედრებთ. თუ ბავშვს ლეპტოპი აქვს, უმჯობესია კურსზე მოიტანოს: საჭირო პროგრამებს დავუყენებთ და სახლშიც შეძლებს ვარჯიშს. ამას რეგისტრაციის შემდეგ ერთად დავაზუსტებთ.

სჭირდება თუ არა მოსწავლეს წინასწარი გამოცდილება?

არა. პირველი ფაზა განკუთვნილია დამწყებთათვის და სწავლება იწყება 3D მოდელირების საფუძვლებიდან. მომდევნო ფაზებში ცოდნა ეტაპობრივად ღრმავდება.

შეიძლება და-ძმის ერთად ჩარიცხვა?

დიახ, მეორე ბავშვზე −15% ფასდაკლებით შეძლებთ სარგებლობას. ამისთვის წინასწარ უნდა დაგვიკავშირდეთ

შეიძლება და-ძმის ერთად ჩარიცხვა?

დიახ, მეორე ბავშვზე −15% ფასდაკლება გათვალისწინებულია. ამისათვის უნდა დაუკავშირდეთ მენეჯერს.

გაცდენილ გაკვეთილს რა ხდება?

გაკვეთილის გაცდენის შემთხვევაში გადახდილი თანხა არ ანაზღაურდება. თუმცა, ტრენერი მოსწავლეს დაეხმარება გამოტოვებული მასალის გაცნობასა და ათვისებაში, რათა შეძლოს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად გაგრძელება.

09

ასევე მოგეწონებათ

10

სტატიები ამ თემაზე

კითხვები გაქვთ?

356₾ / თვესულ 2,489₾
მოთხოვნა