რობოტიკა და ელექტრონიკა 7–9: mBot-იდან საკუთარ Otto რობოტამდე

ფიზიკურიკურსის ენა: ქართული / English
ასაკი7–9 წელი
ხანგრძლივობა7 თვე · 3 ფაზა · 48 შეხვედრა
დატვირთვა72 სთ
დაწყება21 ნოე
ბავშვი რობოტებს ათვალიერებს7–9 წელიკოდი, რომელიც რობოტს ამოძრავებს
mBot და ლაზერით ამოჭრილი დეტალები
მოსწავლეები რობოტების მაგიდასთან
4WD რობოტი
რობოტების შეჯიბრება

რობოტიკისა და ელექტრონიკის კურსი განკუთვნილია 7–9 წლის ბავშვებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ტექნოლოგიები, რობოტების მუშაობა და საკუთარი მოწყობილობების შექმნა. პროგრამა აერთიანებს რობოტიკას, ელექტრონიკის საფუძვლებს, ბლოკურ პროგრამირებასა და საინჟინრო კონსტრუირებას. მოსწავლეები თამაშით, ექსპერიმენტებითა და პრაქტიკული დავალებებით გაეცნობიან რობოტების აგებულებას, ელექტრონულ კომპონენტებს, სენსორებსა და მათი მართვის პრინციპებს. სწავლება დაყოფილია სამ ფაზად და აგებულია მარტივიდან რთულისკენ. პირველ ეტაპზე ბავშვები mBot რობოტის დახმარებით შეისწავლიან ბლოკური პროგრამირების საფუძვლებს, მოძრაობისა და სენსორების მართვას. მომდევნო ეტაპზე გაეცნობიან ელექტრონულ სქემებს, Arduino-ს საფუძვლებს და შექმნიან ხმაზე, სინათლესა და მოძრაობაზე რეაგირებად მოწყობილობებს. დასკვნით ფაზაში კი მიღებულ ცოდნას გააერთიანებენ საკუთარი Otto რობოტის აწყობით, პროგრამირებითა და ტესტირებით. კურსის განმავლობაში ბავშვები განივითარებენ ლოგიკურ და ალგორითმულ აზროვნებას, პრობლემების გადაჭრის, გუნდური მუშაობისა და შემოქმედებითი მიდგომის უნარებს. თითოეული ფაზა მოიცავს პრაქტიკულ პროექტებს, ხოლო სრული პროგრამის დასრულებისას მოსწავლეს ექნება საკუთარი ხელით შექმნილი და დაპროგრამებული Otto რობოტი.

ფასში შედის

რობოტიკისა და ელექტრონიკის პრაქტიკული სწავლება, ყველა საჭირო სასწავლო რესურსი და საკუთარი OttoBot რობოტის შექმნა

  • mBot რობოტებითა და Arduino-ს სასწავლო ნაკრებებით სარგებლობა
  • ლაზერით ამოჭრილი და 3D-ზე დაბეჭდილი დეტალები
  • პრაქტიკული დავალებებისთვის საჭირო მასალები
  • შეჯიბრებები, მედლები და სერტიფიკატი
  • ყველა დამატებით საჭიროებას, რაც სწავლის ხარისხისთვის დაგვჭირდება, სკოლა უზრუნველყოფს
  • დამატებით არაფრის ყიდვა არ მოგიწევთ
01

ვისთვისაა კურსი

01პატარა მკვლევრები7–9 წლის ბავშვები, რომლებსაც უყვართ აწყობა, ღილაკებზე დაჭერა და იმის გარკვევა, როგორ მუშაობს სათამაშო შიგნიდან.
02ვისაც კითხვა ჯერ უჭირსბლოკებს ფერითა და სურათით ვცნობთ, ინსტრუქციები სურათიანია, ამიტომ კითხვის ცოდნა აუცილებელი არ არის.
03შეჯიბრის და გუნდური თამაშის მოყვარულებიწყვილებში მუშაობა, სუმოს ტურნირი, ხაზის რბოლა და რობოტ-ფეხბურთი გუნდურობას და სამართლიან თამაშს ასწავლის.
02

რას ისწავლი

  • მარტივი ელექტრული წრედის აწყობა ბატარეით, შუქდიოდით, ჩამრთველით და ძრავით
  • რობოტის აწყობა ხრახნსახრახნით სურათიანი ინსტრუქციის მიხედვით
  • ბლოკებით პროგრამირება: თანმიმდევრობა, მარყუჟი, მოვლენა, პირობა და მარტივი ცვლადი
  • სენსორების გამოყენება: მანძილის, ხაზის, სინათლის სენსორი და ღილაკი
  • ხაზზე მავალი და სუმო რობოტის დაპროგრამება შეჯიბრისთვის
  • მანქანის მართვა ტელეფონით Bluetooth-ის საშუალებით
  • სერვოძრავების კალიბრაცია და მოსიარულე რობოტის აწყობა
  • საკუთარი რობოტის წარდგენა მშობლებისა და მეგობრების წინაშე
03

ინსტრუმენტები და აღჭურვილობა

mBotmBlock 5Arduino UnoArduino NanoOtto DIYOtto BlocklyHC-SR04TCRT5000SG90HC-05ლაზერული საჭრელი3D პრინტერი
04

ფაზები

3 ფაზა · 48 შეხვედრა
  1. ფაზა 1მიმდინარეობსmBot-ის სამყარო: ჩემი პირველი რობოტი20 ნოე – 31 იან
  2. ფაზა 2შეჯიბრებები: სუმო და ხაზის რბოლა1 თებ – 4 აპრ
  3. ფაზა 3Otto: ჩემი მოსიარულე რობოტი5 აპრ – 13 ივნ
ფაზა 1 · 20 ნოე – 31 იან · 16 შეხვედრა · ფაზის ფასი 830₾

mBot-ის სამყარო: ჩემი პირველი რობოტი

ქაღალდის ელექტრული წრედით ვიწყებთ და mBot რობოტს ვაწყობთ. ბლოკებით ვასწავლით მოძრაობას, ხატვას, ცეკვას, დაბრკოლების დანახვას და ხაზზე სიარულს.

დასრულებული პროექტები
  • რობოტი-მხატვარი mBot ფლომასტრით ხატავს კვადრატს, ვარსკვლავს და ყვავილს მარყუჟების დახმარებით.
  • დისკოთეკის რობოტი ბავშვის მოხატულ კოსტიუმში რობოტი ერთდროულად ცეკვავს, ანათებს და მღერის.
  • ლაბირინთიდან გაქცევა რობოტი ულტრაბგერითი სენსორით კედლებს ხედავს და გასასვლელს თავად პოულობს.
  • mBot ფესტივალი მინი-ოლიმპიადა მშობლებისთვის, სადაც ბავშვები თავად უძღვებიან სადგურებს.
ელექტრული წრედი და შუქდიოდითანმიმდევრობა და მარყუჟიპირობა „თუ ... მაშინ“მანძილის, ხაზისა და სინათლის სენსორები

რჩება ბავშვს: მანათობელი ბარათი და მინი შუქნიშანი, სახელიანი ბრელოკი, სახაზავი და ისრების ჟეტონები, ბურთულიანი ლაბირინთი, ბზრიალა და მართვის მოწმობა, მოხატული კოსტიუმი, ბულდოზერის ფარი და მედალი

პატარა ბიჭი და მოზარდი ხალხმრავალ მაგიდასთან რობოტ-მანქანას ერთად იჭერენ
ფაზა 2 · 1 თებ – 4 აპრ · 16 შეხვედრა · ფაზის ფასი 830₾

შეჯიბრებები: სუმო და ხაზის რბოლა

წყვილები ხრახნსახრახნითა და შემაერთებელი სადენებით Arduino მანქანას აწყობენ და ბლოკებით აპროგრამებენ. ფაზა TDS Junior Sumo Cup-ით სრულდება, სადაც მშობლებიც თამაშობენ.

დასრულებული პროექტები
  • ხაზზე მავალი მანქანა ორი ინფრაწითელი სენსორი შავ ხაზს ხედავს და მანქანას ტრასაზე ატარებს.
  • მანქანა ტელეფონით Bluetooth მოდული ტელეფონის ბრძანებებს იღებს, და მანქანა ფეხბურთს თამაშობს.
  • სუმო რობოტი მანქანა მოწინააღმდეგეს თავად ეძებს, რინგიდან აძევებს და რინგის კიდეს ერიდება.
ძრავა, ჩამრთველი და ძრავის დრაივერიინფრაწითელი ხაზის სენსორიBluetooth მართვა და ცვლადისუმოს სტრატეგია და გუნდური თამაში

რჩება ბავშვს: ხელის ვენტილატორი და კარის ზარი, კბილანების სათამაშო, ნომრის ბრელოკი, ფინიშის დროშა, სასტვენი, მინი კონუსი და სუმოს მაგიდის თამაში, საკუთარი სუმოს ფარი, ბორბლის თავსახური და თასის ჯილდო

Arduino რობოტი-მანქანა სახლში: დამატებითი საფასურით, დეტალებს მენეჯერი გეტყვით

გოგონა და მამაკაცი ჩაცუცქულები აკვირდებიან ხაზებიან ტრასაზე მდგარ პატარა რობოტ-მანქანას
ფაზა 3 · 5 აპრ – 13 ივნ · 16 შეხვედრა · ფაზის ფასი 825₾

Otto: ჩემი მოსიარულე რობოტი

ყოველი ბავშვი საკუთარ Otto რობოტს აწყობს: 3D ბეჭდვით დამზადებული სხეული, Arduino Nano და ოთხი სერვოძრავა. ასწავლის სიარულს, ცეკვას, ემოციებს და დაბრკოლების არიდებას, ტალანტების შოუს შემდეგ კი სახლში მიაქვს.

დასრულებული პროექტები
  • ჩემი Otto აწყობილი და დაკალიბრებული მოსიარულე რობოტი ბავშვის არჩეულ ფერებში.
  • Otto-ს ცეკვა და ემოციები მოძრაობა და ხმა ერთად ქმნის ცეკვას, სიხარულს, გაკვირვებას და სევდას.
  • ტალანტების შოუ ყოველი Otto სცენაზე თავის ნომერს ასრულებს, როცა ბავშვი მის თვალებთან ხელს აიქნევს.
სერვოძრავა და კუთხეკალიბრაციასენსორზე დაფუძნებული ქცევაპერსონაჟის შექმნა და სცენაზე წარდგენა

რჩება ბავშვს: საკუთარი Otto რობოტი სადგამით და USB კაბელით, Otto-ს აქსესუარები და სტიკერები, კუთხის საზომი და ემოციების ჟეტონები, წლის მედალი, სერტიფიკატი და რობოტის პასპორტი

ოთხფეხა რობოტი 3D-პრინტერზე დაბეჭდილი ვარდისფერი და ნაცრისფერი დეტალებითა და სერვოძრავებით

ყოველი ფაზა ახალი თემით იწყება და დასრულებული პროექტით მთავრდება, ამიტომ კურსს ნებისმიერი ფაზის დასაწყისიდანაც შეუერთდებით.

რა რჩება ბავშვს
  • საკუთარი Otto რობოტი, რომელსაც ბავშვი თავად ააწყობს, დააპროგრამებს და სახლში წაიღებს
  • სასწავლო პროცესში დამზადებული ინდივიდუალური ნამუშევრები და პროტოტიპები.
  • ლაზერით ამოჭრილი აქსესუარები: mBot-ის კოსტიუმი
  • 3D ბეჭდვით დამზადებული დეტალები: Otto-ს ქუდები, ბორბლის თავსახური, სასტვენი
  • სამივე ფაზაში შესრულებული პროექტები და პროგრამით გათვალისწინებული ციფრული სერტიფიკატები.
  • mBot-თან, Arduino-სთან, ელექტრონულ სქემებსა და სენსორებთან მუშაობის უნარები.
05

ჯგუფები და დრო

არ მოგერგო დრო? შეგვატყობინე და შემდეგი ჯგუფის გახსნისას ელფოსტით შეგატყობინებთ.

06

სწავლის ეტაპები

  1. დღე 0განაცხადი

    უფასო კონსულტაცია

  2. დღე 1–3ჯგუფის შერჩევა

    ასაკისა და დონის მიხედვით

  3. დაწყებამდეჯგუფი და გადახდა

    ყოველთვიურად

  4. 7 თვე · 3 ფაზასწავლა ლაბში

    48 შეხვედრა

  5. ყოველი თვეღია გაკვეთილი

    მშობლების თანდასწრებით

  6. ბოლოსსერტიფიკატი

    და გამოფენა

07

სილაბუსი

13 მოდული · 48 თემა · 48 შეხვედრა · 72 საათი

ფაზა 1: mBot-ის სამყარო: ჩემი პირველი რობოტი

01ელექტროობა და ჩემი mBot3 შეხვედრა · 3 თემა
  1. 1.1ელექტროობის საიდუმლო: მანათობელი ბარათითეორია
  2. 1.2ჩემი პირველი რობოტი: mBot-ის აწყობაპრაქტიკა
  3. 1.3რობოტი ბრძანებებს ასრულებსპრაქტიკა

შედეგიმანათობელი ბარათი, აწყობილი mBot და პირველი პროგრამა, რომელიც რობოტს განძამდე მიიყვანს

02რობოტი-მხატვარი და მოცეკვავე3 შეხვედრა · 3 თემა
  1. 2.1რობოტი-მხატვარი: მარყუჟიპროექტი
  2. 2.2შუქი და ხმა: შუქნიშანიპრაქტიკა
  3. 2.3რობოტების დისკოთეკაპროექტი

შედეგირობოტის ნახატები, მინი შუქნიშანი და კოსტიუმიანი რობოტი, რომელიც ღილაკზე ცეკვავს

03რობოტის თვალები3 შეხვედრა · 3 თემა
  1. 3.1რობოტის თვალები: ულტრაბგერითი სენსორითეორია
  2. 3.2„ნუ შემეხები!“: დაბრკოლების არიდებაპრაქტიკა
  3. 3.3ბულდოზერი: კუბები და ფარიჯიბრი

შედეგირობოტი ზომავს მანძილს, ერიდება დაბრკოლებას და ფარით კუბებს აგროვებს

04ხაზი, შუქი და ჩრდილი3 შეხვედრა · 3 თემა
  1. 4.1შავი და თეთრი: ხაზის სენსორითეორია
  2. 4.2ხაზზე მავალი mBotჯიბრი
  3. 4.3დღე და ღამე: სინათლის სენსორიპრაქტიკა

შედეგიხაზზე მავალი mBot რვიანის ტრასაზე და რობოტი, რომელიც ჩრდილზე რეაგირებს

05ლაბირინთი, პარკინგი და ფესტივალი4 შეხვედრა · 4 თემა
  1. 5.1ლაბირინთიდან გაქცევაპროექტი
  2. 5.2პარკინგი და მართვის მოწმობაჯიბრი
  3. 5.3ფესტივალის მზადებაპროექტი
  4. 5.4mBot ფესტივალიპრეზენტაცია

შედეგილაბირინთიდან გამქცევი რობოტი, მართვის მოწმობა და mBot ფესტივალი მშობლებისთვის

ფაზა 2: შეჯიბრებები: სუმო და ხაზის რბოლა

06ჩემი Arduino მანქანა4 შეხვედრა · 4 თემა
  1. 6.1ძრავა და ჩამრთველი: ხელის ვენტილატორითეორია
  2. 6.2შასის აწყობა: ბორბლები და ძრავებიპრაქტიკა
  3. 6.3Arduino: მანქანის ტვინიპრაქტიკა
  4. 6.4პირველი მგზავრობა: სწორი ისარიპრაქტიკა

შედეგიაწყობილი და დაპროგრამებული Arduino მანქანა, რომელიც სწორად დადის და უხვევს

07სენსორები და ხაზის რბოლა4 შეხვედრა · 4 თემა
  1. 7.1ღილაკი და საყვირი: სტარტის წესიპრაქტიკა
  2. 7.2უხილავი სინათლე: TCRT5000თეორია
  3. 7.3ხაზზე მავალი მანქანაპროექტი
  4. 7.4ხაზის რბოლაჯიბრი

შედეგიხაზზე მავალი მანქანა სტარტის ღილაკით და ჯილდო ხაზის რბოლიდან

08ტელეფონით მართვა და რობოტ-ფეხბურთი3 შეხვედრა · 3 თემა
  1. 8.1მანქანა ტელეფონით: Bluetoothპრაქტიკა
  2. 8.2რობოტ-ფეხბურთიჯიბრი
  3. 8.3დაბრკოლებების ზოლიპრაქტიკა

შედეგიმანქანა, რომელსაც ტელეფონით მართავენ და რომელიც დაბრკოლებებს თავად ერიდება

09სუმო: TDS Junior Sumo Cup5 შეხვედრა · 5 თემა
  1. 9.1სუმოს სხეული: რობოტი-ფალავანიპროექტი
  2. 9.2არ გადავარდე! კიდის აღმოჩენაპრაქტიკა
  3. 9.3იპოვე და გააძევე: სუმოს სტრატეგიაპროექტი
  4. 9.4თასისთვის მზადებაჯიბრი
  5. 9.5TDS Junior Sumo Cupპრეზენტაცია

შედეგიავტონომიური სუმო რობოტი და ტურნირი მშობლების წინაშე

ფაზა 3: Otto: ჩემი მოსიარულე რობოტი

10სერვო და Otto-ს აწყობა4 შეხვედრა · 4 თემა
  1. 10.1რობოტის კუნთი: სერვოძრავათეორია
  2. 10.2Otto-ს ნაკრები და სერვოების ცენტრიპრაქტიკა
  3. 10.3ფეხები და ტერფებიპრაქტიკა
  4. 10.4ტვინი, თვალები და ხმაპრაქტიკა

შედეგისრულად აწყობილი Otto, რომელიც პირველად მოძრაობს და ხმას გამოსცემს

11Otto დადის, ცეკვავს და გრძნობს4 შეხვედრა · 4 თემა
  1. 11.1კალიბრაცია: Otto სწორად დგასპრაქტიკა
  2. 11.2პირველი ნაბიჯებიპრაქტიკა
  3. 11.3Otto ცეკვავსპროექტი
  4. 11.4ხმები და ემოციებიპრაქტიკა

შედეგიდაკალიბრებული Otto, რომელიც დადის, ცეკვავს და ემოციებს აჩვენებს

12Otto ხედავს და იცვლება4 შეხვედრა · 4 თემა
  1. 12.1ულტრაბგერითი თვალებითეორია
  2. 12.2Otto-ს ლაბირინთიპროექტი
  3. 12.3Otto-ს სტილი: აქსესუარებიპროექტი
  4. 12.4ჩემი Otto-ს ამბავიპროექტი

შედეგიOtto, რომელიც დაბრკოლებებს ერიდება, აქვს საკუთარი სტილი და ამბავი

13Otto-ს ტალანტების შოუფინალი4 შეხვედრა · 4 თემა
  1. 13.1ტალანტის ნომერიპროექტი
  2. 13.2Otto-ს ოლიმპიადაჯიბრი
  3. 13.3გენერალური რეპეტიციაპროექტი
  4. 13.4Otto-ს ტალანტების შოუ და გამოსაშვებიპრეზენტაცია

შედეგიტალანტის ნომერი სცენაზე, წლის სერტიფიკატი და Otto, რომელიც ბავშვს სახლში მიაქვს

08

ხშირად დასმული კითხვები

შეიძლება შუა წელს შემოსვლა?

დიახ, ყოველი ფაზის დასაწყისში: თებერვლის დასაწყისში და აპრილის დასაწყისში. ფაზის პირველი შეხვედრა საფუძვლებს იმეორებს, ახალ მოსწავლეს კი მენტორად ძველი მოსწავლე ეწყვილება. ფაზა 3-ში ახალი მოსწავლის პროექტი მარტივი დიზაინით იწყება.

რა ხდება, თუ ბავშვი შეხვედრას გამოტოვებს?

გაცდენილი შეხვედრის ინდივიდუალურად ანაზღაურება და საფასურის დაბრუნება გათვალისწინებული არ არის. საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეს შეუძლია ტრენერთან გადაამოწმოს გაცდენილი გაკვეთილის თემა და სასწავლო დავალებები.

რა შედის კურსის საფასურში?

კურსის საფასურში შედის პრაქტიკული სწავლება, სასწავლო რობოტებით, ელექტრონული ნაკრებებითა და ლაბორატორიული აღჭურვილობით სარგებლობა, საჭირო სასწავლო მასალები და პროგრამით გათვალისწინებული პროექტების შექმნა. mBot რობოტები, Arduino-ს სასწავლო ნაკრებები და ლაბორატორიის საერთო აღჭურვილობა განკუთვნილია სწავლებისთვის და ბავშვს საკუთრებაში არ გადაეცემა. მესამე ფაზის დასრულებისას მოსწავლეს რჩება საკუთარი ხელით აწყობილი Otto რობოტი, შესაბამისი კომპონენტებით, ასევე ინდივიდუალური ნამუშევრები და პროტოტიპები.

სჭირდება ბავშვს ლეპტოპი ან კომპიუტერი?

არა. კურსის ფარგლებში საჭირო სასწავლო კომპიუტერები, რობოტები, კომპონენტები და ინსტრუმენტები უზრუნველყოფილია სასწავლო სივრცეში.

რამდენად უსაფრთხოა?

პრაქტიკული დავალებები მორგებულია მონაწილეთა ასაკზე და მიმდინარეობს ტრენერის ზედამხედველობით. ბავშვები მუშაობის დაწყებამდე ეცნობიან უსაფრთხოების წესებს და იყენებენ შესაბამის სასწავლო კომპონენტებს.

შეიძლება და-ძმის ერთად ჩარიცხვა?

დიახ, მეორე ბავშვზე −15% ფასდაკლება გათვალისწინებულია. ამისათვის უნდა დაუკავშირდეთ მენეჯერს.

გაცდენილ გაკვეთილს რა ხდება?

გაკვეთილის გაცდენის შემთხვევაში გადახდილი თანხა არ ანაზღაურდება. თუმცა, ტრენერი მოსწავლეს დაეხმარება გამოტოვებული მასალის გაცნობასა და ათვისებაში, რათა შეძლოს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად გაგრძელება.

09

ასევე მოგეწონებათ

10

სტატიები ამ თემაზე

კითხვები გაქვთ?

320₾ / თვესულ 2,237₾
მოთხოვნა