3D დიზაინი და ბეჭდვა: 3D დიზაინის კურსი Fusion 360-ით

ჰიბრიდულიკურსის ენა: ქართული / English
ასაკი18+
ხანგრძლივობა8 კვირა · 16 შეხვედრა
დატვირთვა32 სთ
დაწყება11 დეკ
3D ნაბეჭდი ჩაფხუტი და ფიგურები18+პროტოტიპი ხელში
3D ნაბეჭდები მაგიდაზე
ნაბეჭდები და ამოჭრილი დეტალები
ნაბეჭდი ჩაფხუტი
პროექტები მაგიდაზე

3D მოდელირებისა და ბეჭდვის კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს სამგანზომილებიანი მოდელირების, ციფრული დიზაინისა და 3D ბეჭდვის ტექნოლოგიების პრაქტიკული შესწავლა. კურსის ძირითადი ნაწილი ეთმობა Autodesk Fusion 360-ში 3D მოდელირების შესწავლას- მონაწილეები საფუძვლებიდან დაეუფლებიან პროგრამის ინსტრუმენტებს, ისწავლიან სამგანზომილებიანი მოდელების, ტექნიკური დეტალებისა და ფუნქციური კონსტრუქციების შექმნას, რედაქტირებასა და წარმოებისთვის მომზადებას. მოდელირების შემდეგ მონაწილეები გაეცნობიან 3D ბეჭდვის ტექნოლოგიებს, პრინტერის მუშაობის პრინციპებს, უსაფრთხო გამოყენებასა და საბეჭდი მასალების თავისებურებებს. ისწავლიან Slicer პროგრამაში ფაილების მომზადებას, ბეჭდვის პარამეტრების გამართვასა და სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებას. კურსის ფინალური ორი შეხვედრა დაეთმობა 3D პრინტერებთან უშუალო პრაქტიკულ მუშაობას, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები დაბეჭდავენ საკუთარ მოდელებს და შეაფასებენ მიღებულ შედეგებს. სწავლება მოიცავს სრულ პროცესს - იდეიდან ციფრულ მოდელამდე და რეალურ პროდუქტამდე. 12 ლექცია- 3D მოდელირება 4 ლექცია -3D ბეჭდვა კურსისთვის საჭიროა რომ მონაწილეს ჰქონდეს საკუთარი კომპიუტერი ან ლეპტოპი.

01

ვისთვისაა კურსი

01დამწყებთათვისვისაც სურს 3D მოდელირებისა და ბეჭდვის ტექნოლოგიების საფუძვლებიდან შესწავლა, წინასწარი გამოცდილების გარეშე
02დიზაინერებისა და ინჟინრებისთვისვისაც სურს სამგანზომილებიანი მოდელების, ტექნიკური დეტალებისა და ფუნქციური პროტოტიპების შექმნა.
03მეწარმევისაც სურს საკუთარი იდეების ციფრულ მოდელებად გარდაქმნა და რეალური პროდუქტების დამზადება.
02

რას ისწავლი

  • 3D მოდელირება Fusion 360-ში - პროგრამის სრულყოფილი შესწავლა
  • პარამეტრული და ტექნიკური დიზაინი — ზუსტი ზომების, ესკიზებისა და ფუნქციური დეტალების შექმნა.
  • 3D ბეჭდვის ტექნოლოგიები — პრინტერის მუშაობის პრინციპები, აგებულება და უსაფრთხო გამოყენება.
  • ფაილების მომზადება ბეჭდვისთვის — STL/3MF ფორმატები და Slicer პროგრამაში პარამეტრების გამართვა.
  • მასალები და ბეჭდვის ტექნიკები — PLA, PETG, TPU, საყრდენები, შევსება და ფენების სიმაღლე.
  • პრაქტიკული ბეჭდვა და პროტოტიპირება — საკუთარი მოდელის დაბეჭდვა, შედეგის შეფასება და გაუმჯობესება.
03

ინსტრუმენტები და აღჭურვილობა

Fusion 360Bambu Studio3D პრინტერი
04

ჯგუფები და დრო

არ მოგერგო დრო? შეგვატყობინე და შემდეგი ჯგუფის გახსნისას ელფოსტით შეგატყობინებთ.

05

სწავლის ეტაპები

  1. დღე 0განაცხადი

    ფორმა ან ზარი

  2. დღე 0–3ჯგუფი და გადახდა

    კურსის შეძენა

  3. კვირა 1ორიენტაცია

    დაწყება

  4. 8 კვირასწავლა

    16 შეხვედრა

  5. ბოლო კვირაფინალური პროექტი
  6. შემდეგსერტიფიკატი

    QR-ვერიფიკაციით

06

სილაბუსი

5 მოდული · 16 შეხვედრა · 32 საათი
013D ტექნოლოგიების შესავალი და Fusion 360
02პარამეტრული და ფუნქციური მოდელირება
033D ბეჭდვისთვის ფაილების მომზადება
043D პრინტერის მართვა და ბეჭდვის ტექნიკები
05საკუთარი პროდუქტის დიზაინი და ფინალური ბეჭდვა

შედეგისერტიფიკატი + პროდუქტი

07

ლექტორი

ავთანდილ მღებრიშვილი
ავთანდილ მღებრიშვილი

AI-ისა და რობოტიკის მკვლევარი, ტექნოლოგიური მეწარმე

AI-ისა და რობოტიკის მკვლევარი, ტექნოლოგიური მეწარმე და მასწავლებელი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის AI-ისა და რობოტიკის კვლევითი ლაბორატორიის დამფუძნებელი და დირექტორი, ამავე უნივერსიტეტში კი ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრს ხელმძღვანელობს. AI ბოტებსა და ავტომატიზაციას თავად აწყობს და იყენებს საკუთარ სამუშაოში, სწავლებასა და კონტენტის შექმნაში. დააარსა საქართველოს რობოტიკის ასოციაცია (GRA), ტექმედია TechCrush და Tbilisi Digital School. 2017 წლიდან ათასობით ადამიანს ასწავლა პროგრამირება, რობოტიკა და AI. მოხვდა Forbes Georgia-ს სიაში „30 Under 30“.

08

ხშირად დასმული კითხვები

ლეპტოპი გვჭირდება?

დიახ, კურსის ფარგლებში უნდა გქონდეთ საკუთარი ლეპტოპი, ან კომპიუტერი

პრაქტიკული მუშაობის დროს მასალები შედის?

დიახ, კურსის განმავლობაში პრინტერთან მუშაობისას მოწოდებული იქნება მასალაც

შევძლებ თუ არა საკუთარი მოდელის დაბეჭდვას?

დიახ. კურსი ითვალისწინებს საცდელ ბეჭდვასა და ფინალური პროტოტიპის დამზადებას, განსაზღვრული სასწავლო რესურსებისა და დროის ფარგლებში.

შეიძლება თანხის დაბრუნება?

თუ პირველი შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტთ, რომ კურსს ვერ გააგრძელებთ, შეგიძლიათ მოითხოვოთ გადახდილი თანხის სრულად დაბრუნება. ამისთვის საჭიროა მოგვმართოთ პირველი შეხვედრის დასრულებიდან 24 საათის განმავლობაში, მომდევნო შეხვედრის დაწყებამდე.

09

ასევე მოგეწონებათ

10

სტატიები ამ თემაზე

კითხვები გაქვთ?

790₾ერთიანი გადახდა
შეძენა