დრონების კურსი: Tello, ArduPilot და FPV
13–17 წელიფრენიდან პროგრამირებამდე — შექმენი და მართე საკუთარი საფრენი მოწყობილობა



დრონების კურსი 13–17 წლის მოზარდებს აცნობს უპილოტო საფრენი სისტემების სამყაროს და აერთიანებს ავიაციის ტექნოლოგიებს, ინჟინერიას, პროგრამირებასა და პრაქტიკულ ფრენას. მოსწავლეები შეისწავლიან დრონების აგებულებას, მუშაობის პრინციპებს, ფრენის ფიზიკას, უსაფრთხოების წესებსა და სხვადასხვა ტიპის საფრენი მოწყობილობის გამოყენების შესაძლებლობებს. სწავლება დაყოფილია სამ ფაზად თვეების განმავლობაში და მოიცავს DJI Tello დრონების მართვასა და პროგრამირებას, F450 პლატფორმისა და ArduPilot-ის გამოყენებით ავტონომიური სისტემების შესწავლას, ასევე FPV ტექნოლოგიასა და Tiny Whoop ტიპის დრონებით ფრენას. კურსის განმავლობაში მოსწავლეები იმუშავებენ ფრენის სიმულატორებთან, ელექტრონულ კომპონენტებთან და რეალურ საფრენ მოწყობილობებთან, ისწავლიან პროტოტიპების შექმნას, აწყობას, გამართვასა და ტესტირებას. პროგრამა ეფუძნება პრაქტიკულ დავალებებს, საინჟინრო პროექტებსა და ფრენის გამოწვევებს. მოსწავლეები ეტაპობრივად გაივლიან სრულ პროცესს — იდეისა და კონსტრუქციის დაგეგმვიდან, პროგრამირებისა და აწყობიდან, რეალური საფრენი მოწყობილობის გამოცდამდე.
კურსის საფასურში შედის პრაქტიკული სწავლებისთვის საჭირო ყველა მასალა, კომპონენტი და ლაბორატორიული აღჭურვილობით სარგებლობა. კურსის ფარგლებში მოსწავლის მიერ შექმნილი პროტოტიპები და შესაბამისი Fixed-Wing საფრენი მოწყობილობა მას კურსის დასრულების შემდეგ რჩება.
- DJI Tello, F450 ArduPilot-ით, FPV სათვალეები და პულტების გამოყენება ლაბში
- ბატარეები, პროპელერები, სათადარიგო ნაწილები და სარჩილავი მასალა
- დაბეჭდილი და ამოჭრილი ნაწილები: კარიბჭეები, დამცავები, სამაგრები
- კურსის განმავლობაში შექმნილი პროტოტიპები და მოსწავლისთვის განკუთვნილი ნაკრები
- ყველა დამატებით საჭიროებას, რაც სწავლის ხარისხისთვის დაგვჭირდება, სკოლა უზრუნველყოფს
- დამატებით არაფრის ყიდვა არ მოგიწევთ
ვისთვისაა კურსი
რას ისწავლი
- DJI Tello-ს ხელით მართვა და პროგრამირება ბლოკებითა და Python-ით
- ფრენის ფიზიკა: ბიძგი, მომენტი, roll, pitch, yaw და PID
- დარჩილვა, LiPo ბატარეები და დრონის ელექტრონიკა: ძრავა, ESC, ფრენის კონტროლერი, GPS
- F450-ის აწყობა და ArduPilot-ის გამართვა Mission Planner-ში, ავტონომიური მისია
- საკუთარი FPV tinywhoop-ის აწყობა, Betaflight და ELRS
- FPV ფრენა სიმულატორში და სათვალით, რბოლა
- საკუთარი ნაწილების დაპროექტება Fusion 360-ში, 3D ბეჭდვა და ლაზერული ჭრა
- საქართველოს ფრენის წესები, უსაფრთხოება, დიაგნოსტიკა და შეკეთება
ინსტრუმენტები და აღჭურვილობა
ფაზები
ფაზა 1 · 20 ნოე – 31 იან · 16 შეხვედრა · ფაზის ფასი 1,100₾ფრენის საფუძვლები: DJI Tello
როგორ დაფრინავს მულტიროტორი, უსაფრთხოება და საქართველოს წესები, ხელით ფრენა და პროგრამირება ბლოკებითა და Python-ით. ფაზა მთავრდება დაბრკოლებიანი რბოლით და რამდენიმე დრონის შოუთი მშობლების წინაშე.
დასრულებული პროექტები- დაბრკოლებიანი რბოლა მოზარდების კარიბჭეებით და პლატფორმებით აწყობილ ტრასაზე რბოლა ორ კლასში: ხელით და Python-ის კოდით.
- დრონების შოუ 4–6 Tello მუსიკაზე სინქრონულად დაფრინავს მოზარდების ქორეოგრაფიით და კოდით.
რჩება ბავშვს: X-მოდელის საკიდი და ფრენისწინა ჩეკლისტის ბარათი, საკუთარი დაპროექტებული პროპელერის ხელსაწყო და ნაწილების ყუთი, სახელიანი დასაფრენი პლატფორმა და სარბოლო კარიბჭე, ფანერაზე ამოტვიფრული აეროფოტო, განათებული აკრილის ფირფიტა, მედალი, სერტიფიკატი „Tello პილოტი“

ფაზა 2 · 1 თებ – 4 აპრ · 16 შეხვედრა · ფაზის ფასი 1,100₾ჩემი პირველი დიდი დრონი: F450 და ArduPilot
3-კაციანი გუნდი ნაკრებიდან აწყობს F450 კვადროკოპტერს: დარჩილვა, LiPo, ფრენის კონტროლერი, GPS და რადიო. ArduPilot-ის გამართვის შემდეგ დრონი ინსტრუქტორის ზედამხედველობით დაფრინავს და ავტონომიურ მისიას ასრულებს.
დასრულებული პროექტები- F450 ავტონომიური მისიით გუნდის დრონი თავად გაივლის 4 წერტილს ვირტუალური ღობის შიგნით, იღებს აეროფოტოს და ბრუნდება სახლში.
- დარჩილვის პრაქტიკის დაფა LED-ების სანავიგაციო შუქები დრონის სილუეტზე: მოზარდის პირველი დარჩილული წრედი.
რჩება ბავშვს: LED-ების სარჩილავი დაფა და საკუთარი smoke stopper, საკუთარი დაპროექტებული სამაგრების, ანძის და დამცავის ასლები, პროპელერის ბალანსირი, ცნობარის ბარათი, ამოტვიფრული მისიის რუკა, სერტიფიკატი „F450 და ArduPilot ინჟინერი“ (F450 სკოლაში რჩება)

ფაზა 3 · 5 აპრ – 13 ივნ · 16 შეხვედრა · ფაზის ფასი 1,090₾FPV და tinywhoop
თითოეული მოზარდი აწყობს საკუთარ 65 მმ FPV დრონს: არჩილავს ძრავებს, აყენებს კამერას და ვიდეოგადამცემს, აკონფიგურირებს Betaflight-ს და ELRS-ს. სიმულატორში ვარჯიშის შემდეგ სათვალით დაფრინავს დარბაზის ტრასაზე და მონაწილეობს რბოლაში.
დასრულებული პროექტები- საკუთარი tinywhoop 65 მმ, 1S, დაახლოებით 30 გრამიანი FPV დრონი, ხელით აწყობილი და დაკონფიგურირებული.
- FPV რბოლა დარბაზის ტრასა მოზარდების კარიბჭეებით და რბოლა, რომელსაც მშობლები დიდ ეკრანზე უყურებენ.
- FPV ვიდეო 30–60 წამიანი კლიპი სათვალის ჩანაწერიდან, საკუთარი მონტაჟით.
რჩება ბავშვს: არხების ბარათი, ბატარეების ქეისი, მიკრო-დარჩილვის დაფა, whoop-ის ანგარი, ტრანსპორტის ყუთი, პროპელერის ხელსაწყო, საკუთარი კარიბჭე, USB LED-სანათი, მედალი, FPV ვიდეო და სერტიფიკატი „FPV პილოტი“
საკუთარი tinywhoop დრონი სახლში: დამატებითი საფასურით, დეტალებს მენეჯერი გეტყვით

ყოველი ფაზა ახალი თემით იწყება და დასრულებული პროექტით მთავრდება, ამიტომ კურსს ნებისმიერი ფაზის დასაწყისიდანაც შეუერთდებით.
- დრონების აწყობის, პროგრამირების, გამართვისა და უსაფრთხო მართვის პრაქტიკული გამოცდილება.
- კურსის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები, 3D დაბეჭდილი და ლაზერულად დამზადებული დეტალები, ასევე შესაბამისი Fixed-Wing
- პორტფოლიო: Python-ის კოდი, ArduPilot-ის და Betaflight-ის კონფიგურაციები, ფრენის ვიდეოები
- სამი სერტიფიკატი: „Tello პილოტი“, „F450 და ArduPilot ინჟინერი“, „FPV პილოტი“
- DJI Tello-ს პროგრამირების, F450/ArduPilot-ისა და FPV ფრენის მიმართულებებით შესრულებული პრაქტიკული პროექტები.
ჯგუფები და დრო
არ მოგერგო დრო? შეგვატყობინე და შემდეგი ჯგუფის გახსნისას ელფოსტით შეგატყობინებთ.
სწავლის ეტაპები
- დღე 0განაცხადი
უფასო კონსულტაცია
- დღე 1–3ჯგუფის შერჩევა
ასაკისა და დონის მიხედვით
- დაწყებამდეჯგუფი და გადახდა
ყოველთვიურად
- 7 თვე · 3 ფაზასწავლა ლაბში
48 შეხვედრა
- ყოველი თვეღია გაკვეთილი
მშობლების თანდასწრებით
- ბოლოსსერტიფიკატი
და გამოფენა
სილაბუსი
ფაზა 1: ფრენის საფუძვლები: DJI Tello
01პილოტის სტარტი: ფიზიკა, წესები, სიმულატორი4 შეხვედრა · 4 თემა
- 1.1როგორ დაფრინავს დრონითეორია
- 1.2უსაფრთხოება, კანონი და ბატარეათეორია
- 1.3სიმულატორი და Mode 2 პულტიპრაქტიკა
- 1.4ხელით ფრენა და ზუსტი დაჯდომაპრაქტიკა
შედეგიმოზარდი Tello-ს ხელით უსაფრთხოდ აფრენს და სვამს; სახლში მიაქვს საკიდი, ჩეკლისტის ბარათი, პროპელერის ხელსაწყო და დასაფრენი პლატფორმა
02კოდით ფრენა: ბლოკებიდან Python-მდე4 შეხვედრა · 4 თემა
- 2.1ბლოკებით კოდი: პირველი ავტონომიური ფრენაპრაქტიკა
- 2.2Python და djitellopyპრაქტიკა
- 2.3მრუდები, რვიანი და ფლიპებიპრაქტიკა
- 2.4ტექმომსახურება და შეკეთება: პიტ-სტოპიპრაქტიკა
შედეგიPython-ის პროგრამა, რომელიც დრონს საკუთარ კარიბჭეში ატარებს; მოზარდი თავად ცვლის პროპელერს, დამცავს და ძრავას
03ავტონომია, კამერა და ჯგუფური ფრენა4 შეხვედრა · 4 თემა
- 3.1Mission Pad-ები: დრონი კითხულობს ნიშნულსპრაქტიკა
- 3.2კამერა: ფოტო, ვიდეო და აეროფოტოპრაქტიკა
- 3.3ავტონომიური მისია: იპოვე და დაჯექიპროექტი
- 3.4ერთად ფრენა: საახალწლო მინი-შოუპროექტი
შედეგისამაშველო მისია, რომელიც ნიშნულს თავად პოულობს, და 3 დრონის პირველი შოუ
04რბოლა და დრონების შოუ4 შეხვედრა · 4 თემა
- 4.1დაბრუნება: სარბოლო ტრასაჯიბრი
- 4.2შოუს სცენარი და ქორეოგრაფიაპროექტი
- 4.3გენერალური რეპეტიციაპრაქტიკა
- 4.4დემო დღე: რბოლა და შოუპრეზენტაცია
შედეგიდაბრკოლებიანი რბოლა ხელით და კოდით და 4–6 დრონის შოუ მშობლების წინაშე
ფაზა 2: ჩემი პირველი დიდი დრონი: F450 და ArduPilot
05დრონის ელექტრონიკა და დარჩილვა3 შეხვედრა · 3 თემა
- 5.1დიდი დრონის ანატომიათეორია
- 5.2დარჩილვა: პირველი ნაკერებიპრაქტიკა
- 5.3LiPo და კვება: PDB, XT60, smoke stopperპრაქტიკა
შედეგიგუნდის დრონის კვება დარჩილულია; მოზარდს მიაქვს LED-ების დაფა და საკუთარი smoke stopper
06F450-ის აწყობა3 შეხვედრა · 3 თემა
- 6.1ჩარჩო, ძრავები და ESC-ებიპროექტი
- 6.2ფრენის კონტროლერი და გაყვანილობაპროექტი
- 6.3GPS, კომპასი და რადიოპროექტი
შედეგისრულად აწყობილი და გაყვანილი F450, რომელიც პულტს ხედავს
07ArduPilot და უსაფრთხოების ბადე3 შეხვედრა · 3 თემა
- 7.1Mission Planner: firmware და კალიბრაციაპრაქტიკა
- 7.2ESC კალიბრაცია, ძრავის ტესტი და ფრენის რეჟიმებიპრაქტიკა
- 7.3Failsafe, ვირტუალური ღობე და ბატარეის მონიტორიპრაქტიკა
შედეგიდაკალიბრებული ArduCopter ფრენის და ავარიული რეჟიმებით, ფრენისთვის მზად
08პირველი ფრენები და PID3 შეხვედრა · 3 თემა
- 8.1პირველი ჰოვერი მინდორზეპრაქტიკა
- 8.2ფრენის რეჟიმები ჰაერში და შეკეთებაპრაქტიკა
- 8.3PID: რატომ ირხევა დრონიპრაქტიკა
შედეგიმოზარდი ზედამხედველობით აფრენს F450-ს Stabilize, AltHold და Loiter რეჟიმებში და ესმის PID
09ავტონომიური მისია4 შეხვედრა · 4 თემა
- 9.1მისიის დაგეგმვა და სიმულაციაპრაქტიკა
- 9.2პირველი ავტონომიური მისიაპროექტი
- 9.3მისია კამერით და დემოს მომზადებაპროექტი
- 9.4დემო დღე: ავტონომიური მისიაპრეზენტაცია
შედეგიF450 თავად გაივლის მარშრუტს, იღებს აეროფოტოს და ბრუნდება სახლში
ფაზა 3: FPV და tinywhoop
10FPV სისტემა და სიმულატორი2 შეხვედრა · 2 თემა
- 10.1FPV სისტემა, სიხშირეები და კანონითეორია
- 10.2FPV სიმულატორი: Angle-დან Acro-მდეპრაქტიკა
შედეგიმოზარდი სიმულატორში FPV-ით დაფრინავს და იცის თავისი არხი და წესები
11tinywhoop-ის აწყობა4 შეხვედრა · 4 თემა
- 11.1whoop-ის ანატომია და მიკრო-დარჩილვაპროექტი
- 11.2ძრავები AIO-ზე: 12 ნაკერიპროექტი
- 11.3Betaflight და ELRSპროექტი
- 11.4კამერა, VTX, OSD და პირველი ჰოვერიპროექტი
შედეგისაკუთარი tinywhoop, რომელიც პულტს ემორჩილება, სურათს გადასცემს და პირველ ჰოვერს აკეთებს
12FPV ფრენა და დარეგულირება2 შეხვედრა · 2 თემა
- 12.1პირველი FPV ფრენებიპრაქტიკა
- 12.2Rates, PID და ფილტრებიპრაქტიკა
შედეგისათვალით ფრენა დამკვირვებელთან და საკუთარ ხელზე მორგებული დრონი
13ტრასა, სიჩქარე და შეკეთება3 შეხვედრა · 3 თემა
- 13.1ტრასა: კარიბჭეები და დროშებიპროექტი
- 13.2Horizon, Acro და სარბოლო ხაზიპრაქტიკა
- 13.3დიაგნოსტიკა და შეკეთებაპრაქტიკა
შედეგიდარბაზის ტრასა მოზარდების კარიბჭეებით; მოზარდი პოულობს და ასწორებს whoop-ის ტიპურ გაუმართაობებს
14რბოლა, ვიდეო და დემო დღეფინალი5 შეხვედრა · 5 თემა
- 14.1რბოლის წესები და პირველი შიდა რბოლაჯიბრი
- 14.2DVR და FPV ვიდეოპროექტი
- 14.3ჩემი გაუმჯობესებაპროექტი
- 14.4გენერალური რეპეტიციაპრაქტიკა
- 14.5დემო დღე: FPV რბოლაპრეზენტაცია
შედეგიFPV რბოლა მშობლების წინაშე და საკუთარი 30–60 წამიანი FPV კლიპი
ხშირად დასმული კითხვები
შეიძლება კურსზე წლის შუაში შემოსვლა?
დიახ, კურსი დაყოფილია სამ დამოუკიდებელ ფაზად. შესაძლებელია როგორც სრული პროგრამის, ისე ცალკეული ფაზის არჩევა. მეორე და მესამე ფაზებში ჩართვისთვის აუცილებელია შესაბამისი წინაპირობების დაკმაყოფილება.
რა ხდება, თუ მოსწავლე შეხვედრას გააცდენს?
გაცდენილი შეხვედრის ინდივიდუალურად ანაზღაურება და საფასურის დაბრუნება გათვალისწინებული არ არის. საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეს შეუძლია ტრენერთან გადაამოწმოს გაცდენილი გაკვეთილის თემა და სასწავლო დავალებები.
რა შედის კურსის საფასურში?
კურსის საფასურში შედის პრაქტიკული სწავლებისთვის საჭირო მასალები, კომპონენტები და ლაბორატორიული აღჭურვილობით სარგებლობა. მოსწავლეები იმუშავებენ DJI Tello, F450 და FPV დრონებთან, ფრენის სიმულატორებთან, ელექტრონულ კომპონენტებთან და შესაბამის საინჟინრო ინსტრუმენტებთან.
რჩება თუ არა მოსწავლეს კურსის განმავლობაში გამოყენებული დრონები და აღჭურვილობა?
სასწავლო დრონები, მართვის პულტები, ბატარეები და ლაბორატორიის საერთო აღჭურვილობა გამოიყენება პრაქტიკული სწავლებისთვის და მოსწავლეს საკუთრებაში არ გადაეცემა. სრული კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეს რჩება მის მიერ შექმნილი პროტოტიპები, 3D დაბეჭდილი და ლაზერულად დამზადებული დეტალები, ასევე პროგრამით გათვალისწინებული Fixed-Wing საფრენი მოწყობილობის ნაკრები.
როგორ არის უზრუნველყოფილი უსაფრთხოება პრაქტიკული ფრენების დროს?
მოსწავლეები ეცნობიან ფრენის უსაფრთხოების წესებს და დრონებთან მუშაობენ ტრენერის ზედამხედველობით. პრაქტიკული ფრენები ტარდება შესაბამის სასწავლო გარემოში, უსაფრთხოების პირობებისა და ამინდის გათვალისწინებით.
წინასწარი ცოდნა სჭირდება?
არა, ვიწყებთ ნულიდან. საკმარისია ცნობისმოყვარეობა, კომპიუტერის საბაზისო ცოდნა და სკოლის მათემატიკა. ტექნიკურ ტერმინებს ქართულად და ინგლისურად ვხსნით, კოდი ბლოკებით იწყება და Python-ზე ნაბიჯ-ნაბიჯ გადადის.
სჭირდება თუ არა მოსწავლეს საკუთარი ლეპტოპი ან სხვა აღჭურვილობა?
არა. სწავლებისთვის საჭირო კომპიუტერები, დრონები, პულტები, ინსტრუმენტები და სხვა ტექნიკური აღჭურვილობა უზრუნველყოფილია სასწავლო სივრცეში. დამატებითი პირადი აღჭურვილობის შეძენა სავალდებულო არ არის.
შეიძლება და-ძმის ერთად ჩარიცხვა?
დიახ, მეორე ბავშვზე −15% ფასდაკლებით შეძლებთ სარგებლობას. ამისთვის წინასწარ უნდა დაგვიკავშირდეთ
შეიძლება და-ძმის ერთად ჩარიცხვა?
დიახ, მეორე ბავშვზე −15% ფასდაკლება გათვალისწინებულია. ამისათვის უნდა დაუკავშირდეთ მენეჯერს.
გაცდენილ გაკვეთილს რა ხდება?
გაკვეთილის გაცდენის შემთხვევაში გადახდილი თანხა არ ანაზღაურდება. თუმცა, ტრენერი მოსწავლეს დაეხმარება გამოტოვებული მასალის გაცნობასა და ათვისებაში, რათა შეძლოს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად გაგრძელება.
13–17 წელი · 2 კვირადაწყება: 12 დეკრობოტიკისა და ელექტრონიკის ექსპრესკურსი - 13-17 წელი250₾სრული კურსი
7–9 წელი · 7 თვე · 3 ფაზადაწყება: 21 ნოერობოტიკა და ელექტრონიკა 7–9: mBot-იდან საკუთარ Otto რობოტამდე355₾თვეში · ნაკრები ფასშია
10–12 წელი · 2 კვირადაწყება: 11 დეკრობოტიკის ექსპრესკურსი - შექმენი შენი პირველი რობოტი (10–12 წელი)200₾სრული კურსი · ნაკრები ფასშია

