ლაზერული ჭრა და გრავირება
18+ყუთები, სუვენირები, აბრები



ლაზერული ჭრისა და გრავირების კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ციფრული დიზაინისა და ლაზერული ტექნოლოგიების პრაქტიკული შესწავლა. მონაწილეები გაეცნობიან ლაზერული ჭრისა და გრავირების ტექნოლოგიებს, მათ შესაძლებლობებსა და გამოყენების სფეროებს. ისწავლიან CorelDRAW-სა და სხვა შესაბამის 2D დიზაინის პროგრამებში ვექტორული ნახაზების შექმნას, დამუშავებასა და ლაზერული დანადგარის მოთხოვნებთან მორგებას. ასევე შეისწავლიან სხვადასხვა მასალის მახასიათებლებს, ლაზერული დანადგარის მუშაობის პრინციპებს, უსაფრთხო გამოყენებასა და ჭრისა და გრავირების პარამეტრების გამართვას. კურსის განმავლობაში მონაწილეები პრაქტიკულად იმუშავებენ ლაზერულ დანადგართან, გაეცნობიან სხვადასხვა მასალის დამუშავების ტექნიკას და ისწავლიან ლაზერული ტექნოლოგიების გამოყენებას როგორც დეკორატიული, ისე ფუნქციური პროდუქტების შესაქმნელად. პრაქტიკული დავალებების ფარგლებში დაამზადებენ სუვენირებს, დეკორატიულ ნივთებს და სხვა კონსტრუქციებს. სწავლება მოიცავს პროდუქტის შექმნის სრულ პროცესს - იდეისა და 2D დიზაინის მომზადებიდან, მასალის შერჩევისა და დანადგარის გამართვიდან, საბოლოო პროდუქტის დამზადებასა და აწყობამდე. კურსი ტარდება ჰიბრიდულ ფორმატში და აერთიანებს კომპიუტერთან ინდივიდუალურ მუშაობასა და ლაზერულ დანადგართან პრაქტიკულ სწავლებას. მონაწილეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი ლეპტოპი, რომელზეც შესაძლებელი იქნება კურსის ფარგლებში გამოყენებული დიზაინის პროგრამების ინსტალაცია და მუშაობა.
ფასში შედის პრაქტიკული სწავლება, ლაზერულ დანადგართან მუშაობა და ყველა საჭირო სასწავლო მასალაზე წვდომა.
- CorelDRAW-ში 2D დიზაინის პრაქტიკული სწავლება
- ლაზერულ დანადგართან მუშაობა ინსტრუქტორის ზედამხედველობით
- პრაქტიკული დავალებებისთვის საჭირო მასალები
- ფინალური პროექტი და ციფრული სერტიფიკატი
ვისთვისაა კურსი
რას ისწავლი
- 2D დიზაინი და ვექტორული მოდელირება — CorelDRAW-ში ნახაზების შექმნა, რედაქტირება და ლაზერული დამუშავებისთვის მომზადება.
- ლაზერული ჭრისა და გრავირების ტექნოლოგიები — მუშაობის პრინციპები, გამოყენების სფეროები და უსაფრთხოების წესები.
- მასალების შერჩევა და დამუშავება — ფანერა, MDF, აკრილი და სხვა თავსებადი მასალები.
- ლაზერული დანადგარის მართვა — ფოკუსირება, სამუშაო კოორდინატები, ჭრისა და გრავირების პარამეტრების გამართვა.
- ზუსტი კონსტრუქციების და გრავირების შექმნა — დეტალების შეერთება, ზომების გათვალისწინება, ტექსტისა და ფოტოს გრავირება.
- საკუთარი პროდუქტის დამზადება — დიზაინის შექმნიდან მასალის დამუშავებამდე, დეტალების აწყობასა და საბოლოო პროდუქტის წარდგენამდე.
ინსტრუმენტები და აღჭურვილობა
ჯგუფები და დრო
არ მოგერგო დრო? შეგვატყობინე და შემდეგი ჯგუფის გახსნისას ელფოსტით შეგატყობინებთ.
სწავლის ეტაპები
- დღე 0განაცხადი
ფორმა ან ზარი
- დღე 0–3ჯგუფი და გადახდა
კურსის შეძენა
- კვირა 1ორიენტაცია
დაწყება
- 5 კვირასწავლა
10 შეხვედრა
- ბოლო კვირაფინალური პროექტი
- შემდეგსერტიფიკატი
QR-ვერიფიკაციით
სილაბუსი
01ლაზერული ტექნოლოგიების შესავალი და უსაფრთხოებაკვირა 1 · 4 თემა
- 1.1ლაზერული დანადგარის აგებულება და მუშაობის პრინციპებითეორია
- 1.2ლაზერული ჭრისა და გრავირების ტექნოლოგიები და მათი გამოყენებათეორია
- 1.3უსაფრთხოების წესები და სამუშაო გარემოს მომზადებათეორია
- 1.4პირველი მარტივი ლაზერული ნამუშევრის შექმნაპრაქტიკა
02CorelDRAW - 2D დიზაინი ლაზერული ჭრისთვისკვირა 1-2 · 4 თემა
- 2.1CorelDRAW-ის სამუშაო გარემო და ვექტორული დიზაინის საფუძვლებიპრაქტიკა
- 2.2გეომეტრიული ფორმები, ტექსტი და ობიექტების რედაქტირებაპრაქტიკა
- 2.3ჭრისა და გრავირებისთვის ფაილების მომზადებაპრაქტიკა
- 2.4ზომები, ხაზები, ფენები და ექსპორტის ფორმატებიპრაქტიკა
შედეგიპერსონალიზებული სუვენირის ან აბრის დიზაინი
03მასალები და ჭრის პარამეტრები3 თემა
- 3.1ფანერის, MDF-ის, აკრილისა და სხვა თავსებადი მასალების გაცნობათეორია
- 3.2ტესტ-მატრიცა 10–90% × 5–400 მმ/წმპრაქტიკა
- 3.3მასალების საცდელი ტესტირება და ხარისხის შეფასებაპრაქტიკა
შედეგიერთმანეთთან თავსებადი დეტალების შექმნა
04ლაზერული დანადგარის მართვა და პრაქტიკული ჭრა3 თემა
- 4.1LightBurn: ფაილის იმპორტი, სამუშაო ფენები და ჭრის თანმიმდევრობაპრაქტიკა
- 4.2ფოკუსირება, კოორდინატები და სამუშაო არეალის გამართვაპრაქტიკა
- 4.3Air Assist და უსაფრთხოების შემოწმებაპრაქტიკა
05გრავირების ტექნიკები3 თემა
- 5.1გრაფიკული გამოსახულების დამუშავება და გრავირებისთვის მომზადებაპრაქტიკა
- 5.2ტექსტის, ლოგოსა და ფოტოს გრავირებათეორია
- 5.3გრავირების პარამეტრების შერჩევა და ხარისხის კონტროლიპრაქტიკა
შედეგიპერსონალიზებული გრავირებული პროდუქტის შექმნა
06ფინალური პროექტიკვირა 5 · 2 თემა
- 6.1საკუთარი პროდუქტიპროექტი
- 6.2პრეზენტაციაპრეზენტაცია
შედეგისერტიფიკატი + პროდუქტი
ხშირად დასმული კითხვები
მასალები შედის ფასში?
დიახ: კურსის ფარგლებში პრაქტიკული სამუშაოებია გათვალისწინებული, რომელთა ფარგლებშიც შევა სამუშაო მასალები.
საჭიროა თუ არა საკუთარი კომპიუტერის ქონა?
დიახ. კურსი აერთიანებს კომპიუტერთან მუშაობასა და ლაზერულ დანადგარზე პრაქტიკულ სწავლებას, ამიტომ მონაწილეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი ლეპტოპი, რომელზეც შესაძლებელი იქნება სასწავლო პროგრამების გამოყენება.
შეიძლება თანხის დაბრუნება?
თუ პირველი შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტთ, რომ კურსს ვერ გააგრძელებთ, შეგიძლიათ მოითხოვოთ გადახდილი თანხის სრულად დაბრუნება. ამისთვის საჭიროა მოგვმართოთ პირველი შეხვედრის დასრულებიდან 24 საათის განმავლობაში, მომდევნო შეხვედრის დაწყებამდე.







