რობოტიკა და ელექტრონიკა 10–12: Arduino, რობოტი-მანქანა და რობოტული მკლავი

ფიზიკურიკურსის ენა: ქართული
ასაკი10–12 წელი
ხანგრძლივობა7 თვე · 3 ფაზა · 48 შეხვედრა
დატვირთვა72 სთ
დაწყება24 ნოე
მოსწავლეები რობოტს ტრასაზე ცდიან10–12 წელიmBot, Ottobot, 4WD რობოტი და რობოტული მკლავი
მოსწავლეები რობოტების მაგიდასთან
4WD რობოტი
რობოტების შეჯიბრება
DJI Tello რგოლში

რობოტიკისა და ელექტრონიკის კურსი განკუთვნილია 10–12 წლის მოსწავლეებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ტექნოლოგიები, პროგრამირება და საკუთარი რობოტული მოწყობილობების შექმნა. პროგრამა აერთიანებს ელექტრონიკის საფუძვლებს, Arduino-ს გამოყენებას, პროგრამირებასა და საინჟინრო კონსტრუირებას. მოსწავლეები გაეცნობიან ელექტრონულ კომპონენტებს, სენსორებს, ძრავებსა და მათი მუშაობის პრინციპებს, ისწავლიან მარტივი ელექტრონული წრედების აწყობასა და მართვას. სწავლება დაყოფილია სამ ფაზად და აგებულია პრაქტიკულ დავალებებსა და პროექტებზე. მოსწავლეები ეტაპობრივად შეისწავლიან Arduino-ს პროგრამირებას, შექმნიან სენსორებზე დაფუძნებულ მოწყობილობებს, ააწყობენ და დააპროგრამებენ რობოტ-მანქანასა და რობოტულ მკლავს.

ფასში შედის

კურსის საფასურში შედის პრაქტიკული სწავლებისთვის საჭირო მასალები, ელექტრონული კომპონენტები და ლაბორატორიული აღჭურვილობით სარგებლობა. მოსწავლეები იმუშავებენ Arduino-ს სასწავლო ნაკრებებთან, სენსორებთან, ძრავებსა და რობოტულ კონსტრუქციებთან. კურსის ფარგლებში შექმნილი ინდივიდუალური პროტოტიპები და პროგრამით გათვალისწინებული ნამუშევრები მოსწავლეს რჩება.

  • Arduino-ს ნაკრებებით, სენსორებითა და ძრავებით სარგებლობა
  • ბავშვის მიერ Tinkercad-ში დაპროექტებული დეტალების ბეჭდვა
  • ელექტრონული კომპონენტები და პრაქტიკული დავალებების მასალები
  • ყველა სახარჯი მასალა
  • ყველა დამატებით საჭიროებას, რაც სწავლის ხარისხისთვის დაგვჭირდება, სკოლა უზრუნველყოფს
  • დამატებით არაფრის ყიდვა არ მოგიწევთ
01

ვისთვისაა კურსი

01ცნობისმოყვარე 10–12 წლის ბავშვებივისაც უყვარს აწყობა-დაშლა და უნდა გაიგოს, როგორ მუშაობს ღილაკი, სენსორი ან ძრავა. საკმარისია თავისუფლად კითხვა.
02ბლოკებიდან ნამდვილ კოდზე გადასვლისთვის მზადებიScratch-ის ან mBlock-ის გამოცდილება სასარგებლოა, მაგრამ აუცილებელი არ არის: ბლოკებით ვიწყებთ და ნაბიჯ-ნაბიჯ Arduino C++-ზე გადავდივართ.
03ვისაც შეჯიბრებები და გუნდური თამაში უყვარსხაზის რბოლა, რობო-სუმო, სამაშველო მისია და გუნდური რობოტ-ქარხანა: ბავშვი სწავლობს გამარჯვებასაც, წაგებასაც და გუნდთან ერთად პრობლემის გადაჭრას.
02

რას ისწავლი

  • ააწყობს წრედს breadboard-ზე LED-ით, ღილაკით, ზუმერით და სენსორებით და აუხსნის, რატომ სჭირდება LED-ს რეზისტორი
  • Arduino-ს პროგრამირება — ვიზუალური პროგრამირებიდან C++-ის საბაზისო ბრძანებებზე გადასვლა.
  • გამოიყენებს სენსორებს: ფოტორეზისტორს, ულტრაბგერით HC-SR04-ს, ხაზის სენსორ TCRT5000-ს და ფერის სენსორ TCS34725-ს
  • მართავს ძრავებს და სერვოებს: სიჩქარე PWM-ით, დრაივერი L298N, სერვოები SG90 და MG90S, ბიჯური ძრავა
  • Tinkercad-ში დიზაინი და სიმულაცია — ელექტრონული სქემების მოდელირება და რობოტული დეტალების დაპროექტება.
  • ააწყობს რობოტ-მანქანას, რომელიც ხაზს მიჰყვება, დაბრკოლებას უვლის და ტელეფონით იმართება
  • ააწყობს 4-სერვოიან რობოტულ მკლავს, რომელიც მოძრაობას იმახსოვრებს და კუბებს ფერის მიხედვით ახარისხებს
  • იმუშავებს გუნდში, იპოვის და გაასწორებს შეცდომას და წარადგენს პროექტს მშობლების წინაშე
03

ინსტრუმენტები და აღჭურვილობა

Arduino UnoArduino NanomBlock 5Arduino IDETinkercadTinkercad CircuitsHC-SR04TCRT5000L298NSG90 / MG90STCS34725HM-10 + Dabble3D პრინტერილაზერული საჭრელი
04

ფაზები

3 ფაზა · 48 შეხვედრა
  1. ფაზა 1მიმდინარეობსელექტრონიკა და პირველი გამოგონებები20 ნოე – 31 იან
  2. ფაზა 2რობოტი-მანქანა და შეჯიბრებები1 თებ – 4 აპრ
  3. ფაზა 3რობოტული მკლავი და რობოტ-ქარხანა5 აპრ – 13 ივნ
ფაზა 1 · 20 ნოე – 31 იან · 16 შეხვედრა · ფაზის ფასი 890₾

ელექტრონიკა და პირველი გამოგონებები

Arduino, breadboard, LED-ები, ღილაკები, ხმა, ფერი, სენსორები და სერვო: ყოველ შეხვედრაზე ერთი პატარა გაჯეტი საკუთარ კორპუსში. ფაზა მთავრდება მაგიდის გაჯეტით, რომელშიც 3 ან მეტი მოდული ერთად მუშაობს.

დასრულებული პროექტები
  • 11 პატარა გაჯეტი შუქნიშანი, განათებადი ფირფიტა, ფარანი, მინი პიანინო, RGB ლამპა, ღამის სანათი, სინათლის მეტრი, რეაქციის თამაში, საიდუმლო ყუთი და ტაიმერი.
  • „ჩემი ჭკვიანი მაგიდა“ მაგიდის გაჯეტი ლამპით, ტაიმერით, დაცვით ან თამაშით, ლაზერულ ყუთში, რომლის პანელს ბავშვი თავად აპროექტებს.
ელექტრული წრედი და ომის კანონიბლოკები და Arduino C++ კოდის კითხვასენსორები, სერვო და დისპლეიპირველი დეტალები Tinkercad-ში

რჩება ბავშვს: გაჯეტების კორპუსები და Tinkercad-ის ნაბეჭდები, განათებადი ფირფიტა სახელით, „ჭკვიანი მაგიდის“ კორპუსი და ფაზის ბეჯი

Arduino Nano და კომპონენტები სახლში: დამატებითი საფასურით, დეტალებს მენეჯერი გეტყვით

მოსწავლეს ხელში უჭირავს ლაზერით მოჭრილი ხის ყუთი, რომელსაც USB კაბელი აქვს მიერთებული
ფაზა 2 · 1 თებ – 4 აპრ · 16 შეხვედრა · ფაზის ფასი 890₾

რობოტი-მანქანა და შეჯიბრებები

ბავშვი საკუთარ რობოტ-მანქანას ააწყობს და ასწავლის დაბრკოლების არიდებას, ხაზის მიყოლას, ტელეფონით მართვას და სუმოს ბრძოლას. ფაზის ცენტრში შეჯიბრებებია, ბოლოს კი მშობლების თვალწინ „TDS Robo Race“.

დასრულებული პროექტები
  • საკუთარი რობოტ-მანქანა 2WD მანქანა სენსორებით, Bluetooth მართვით და Tinkercad-ში თავად დაპროექტებული ძარით.
  • სამი შეჯიბრება და TDS Robo Race ხაზის რბოლა, რობო-სუმო და გუნდური სამაშველო მისია, ფინალი კი მშობლების თანდასწრებით.
ძრავები, დრაივერი და სიჩქარე PWM-ითულტრაბგერითი და ინფრაწითელი სენსორებიფუნქციები, პირობები და ალგორითმებიBluetooth მართვა ტელეფონითგუნდური სტრატეგია შეჯიბრებაში

რჩება ბავშვს: სპინ-არტის და მანქანის ნახატები, საკუთარი 3D ძარა, სუმოს ფარი და ნომრის ფირფიტა, მართვის მოწმობა და შეჯიბრების მედლები

რობოტი-მანქანის ელექტრონიკა სახლში: დამატებითი საფასურით, დეტალებს მენეჯერი გეტყვით

ოთხბორბლიანი რობოტ-მანქანის ახლო ხედი ფერადი სადენებითა და ბატარეებით
ფაზა 3 · 5 აპრ – 13 ივნ · 16 შეხვედრა · ფაზის ფასი 880₾

რობოტული მკლავი და რობოტ-ქარხანა

ლაზერით ამოჭრილი 4-სერვოიანი მკლავი ჯოისტიკით, მოძრაობის ჩაწერით და გამეორებით, ფერის სენსორით და მბრუნავი კარუსელით. ბოლოს სამკაციანი გუნდები აწყობენ ქარხანას, სადაც მანქანა, მკლავი და სენსორები ერთად მუშაობენ.

დასრულებული პროექტები
  • რობოტული მკლავი 4-სერვოიანი მკლავი ორი ჯოისტიკით, რომელიც მოძრაობას იმახსოვრებს და იმეორებს.
  • ფერების დამხარისხებელი და კარუსელი ფერის სენსორი ცნობს კუბს, მკლავი კი მას საკუთარ დაბეჭდილ ყუთში დებს.
  • გუნდური „რობოტ-ქარხანა“ მანქანა კუბს მოაქვს, მკლავი იღებს, სკანერი ფერს ცნობს და კუბი თავის ყუთში ხვდება.
სერვოები, ბერკეტი და თავისუფლების ხარისხებისაკუთარი Arduino-ს პროგრამები: მასივები და ფუნქციებიფერის სენსორი და ბიჯური ძრავაგუნდური პროექტი და წარდგენა

რჩება ბავშვს: მკლავის ჩარჩო და ანიმატრონული სახე, სკანერის და კარუსელის კორპუსები, საკუთარი ფერის ყუთები, ინჟინრის პასპორტი და სერტიფიკატი

მკლავის ელექტრონიკა სახლში: დამატებითი საფასურით, დეტალებს მენეჯერი გეტყვით

მოზარდი ბიჭი დახრილი ათვალიერებს პატარა რობოტულ მკლავს დრონის გვერდით

ყოველი ფაზა ახალი თემით იწყება და დასრულებული პროექტით მთავრდება, ამიტომ კურსს ნებისმიერი ფაზის დასაწყისიდანაც შეუერთდებით.

რა რჩება ბავშვს
  • კურსის განმავლობაში შექმნილი ინდივიდუალური ელექტრონული მოწყობილობები და ნამუშევრები.
  • Tinkercad-ში თავად დაპროექტებული და დაბეჭდილი დეტალები
  • სენსორების, ძრავების, ელექტრონული წრედებისა და მიკროკონტროლერების გამოყენების გამოცდილება.
  • კურსის ფარგლებში შემუშავებული პროტოტიპები კურსის დასრულების შემდეგ შესაბამის ნაკრებთა და რობოტთან ერთად მოსწავლეს რჩება
05

ჯგუფები და დრო

არ მოგერგო დრო? შეგვატყობინე და შემდეგი ჯგუფის გახსნისას ელფოსტით შეგატყობინებთ.

06

სწავლის ეტაპები

  1. დღე 0განაცხადი

    უფასო კონსულტაცია

  2. დღე 1–3ჯგუფის შერჩევა

    ასაკისა და დონის მიხედვით

  3. დაწყებამდეჯგუფი და გადახდა

    ყოველთვიურად

  4. 7 თვე · 3 ფაზასწავლა ლაბში

    48 შეხვედრა

  5. ყოველი თვეღია გაკვეთილი

    მშობლების თანდასწრებით

  6. ბოლოსსერტიფიკატი

    და გამოფენა

07

სილაბუსი

15 მოდული · 48 თემა · 48 შეხვედრა · 72 საათი

ფაზა 1: ელექტრონიკა და პირველი გამოგონებები

01პირველი წრედები: სინათლე და ღილაკი3 შეხვედრა · 3 თემა
  1. 1.1გამარჯობა, Arduino: ლაზერული შუქნიშანიპრაქტიკა
  2. 1.2ომის კანონი: განათებადი ფირფიტა სახელითთეორია
  3. 1.3ღილაკი მართავს: ჭკვიანი ფარანიპრაქტიკა

შედეგიშუქნიშანი, სახლში მომუშავე განათებადი ფირფიტა და ფარანი საკუთარ კორპუსებში

02ხმა, ფერი და პირველი 3D დიზაინი3 შეხვედრა · 3 თემა
  1. 2.1ხმა და ნოტები: მინი პიანინო და სახელის ბირკა Tinkercad-შიპრაქტიკა
  2. 2.2ფერების შერევა: RGB განწყობის ლამპაპრაქტიკა
  3. 2.3პოტენციომეტრი და სერიული მონიტორი: ლამპის რეგულატორიპრაქტიკა

შედეგიმინი პიანინო და RGB ლამპა საკუთარი დაბეჭდილი სახელურით

03სენსორები და მოძრაობა2 შეხვედრა · 2 თემა
  1. 3.1როცა ბნელდება: ღამის სანათი საკუთარი აბაჟურითპრაქტიკა
  2. 3.2სერვო აჩვენებს: ისრიანი სინათლის მეტრიპრაქტიკა

შედეგიღამის სანათი და სერვოიანი სინათლის მეტრი საკუთარი ისრით

04თამაშები, დაცვა და დრო3 შეხვედრა · 3 თემა
  1. 4.1ვინ უფრო სწრაფია: რეაქციის თამაშის ტურნირიჯიბრი
  2. 4.2საიდუმლო ყუთი: სიგნალიზაცია კოდითპრაქტიკა
  3. 4.3საშინაო დავალების ტაიმერი: millis() და ფუნქციებიპრაქტიკა

შედეგირეაქციის თამაში დისპლეით, საიდუმლო ყუთი და ტაიმერი

05ფინალური პროექტი: ჩემი ჭკვიანი მაგიდა5 შეხვედრა · 5 თემა
  1. 5.1იდეა, ესკიზი და პანელის დიზაინიპროექტი
  2. 5.2Arduino Nano და აწყობა კორპუსშიპროექტი
  3. 5.3კოდის გაერთიანება ერთ პროგრამადპროექტი
  4. 5.4ტესტი, გაფორმება და რეპეტიციაპროექტი
  5. 5.5დემო დღე: პირველი გამოგონებების გამოფენაპრეზენტაცია

შედეგიმაგიდის გაჯეტი 3 ან მეტი მოდულით, მშობლებისთვის წარდგენილი

ფაზა 2: რობოტი-მანქანა და შეჯიბრებები

06ძრავები და პირველი მანქანა3 შეხვედრა · 3 თემა
  1. 6.1ძრავა და დრაივერი: სპინ-არტის მანქანაპრაქტიკა
  2. 6.2ბორბლებზე: შასის აწყობა და პირველი სვლაპრაქტიკა
  3. 6.3ზუსტი მოძრაობა: მხატვარი მანქანა და ძარის დიზაინიპრაქტიკა

შედეგიმოძრავი 2WD მანქანა კალიბრებული ძრავებით და სპინ-არტის ნახატები

07ულტრაბგერითი თვალი და დაბრკოლებები2 შეხვედრა · 2 თემა
  1. 7.1პარკინგის სენსორი და ავტომატური მუხრუჭიპრაქტიკა
  2. 7.2დაბრკოლებას ავუვლი: მბრუნავი „თავი“პრაქტიკა

შედეგიმანქანა, რომელიც დაბრკოლებას თავად ხედავს და უვლის

08ხაზის მიმყოლი და პირველი რბოლა3 შეხვედრა · 3 თემა
  1. 8.1შავი ხაზი: ინფრაწითელი სენსორებიპრაქტიკა
  2. 8.2ხაზზე სწრაფად: საკუთარი ძარა და რეგულირებაპრაქტიკა
  3. 8.3ხაზის რბოლაჯიბრი

შედეგიხაზის მიმყოლი მანქანა საკუთარი დაბეჭდილი ძარით

09ტელეფონით მართვა და რობო-სუმო4 შეხვედრა · 4 თემა
  1. 9.1ტელეფონი პულტად: Bluetooth მართვაპრაქტიკა
  2. 9.2რობო-ფეხბურთი: გუნდური თამაშიჯიბრი
  3. 9.3სუმოს მომზადება: კიდის სენსორი და ალგორითმიპრაქტიკა
  4. 9.4რობო-სუმოს ტურნირიჯიბრი

შედეგიBluetooth მანქანა და ავტონომიური სუმო-რობოტი საკუთარი ფარით

10ლაბირინთი, სამაშველო მისია და TDS Robo Race4 შეხვედრა · 4 თემა
  1. 10.1ლაბირინთი: მარჯვენა ხელის წესიპრაქტიკა
  2. 10.2სამაშველო მისია: გუნდური ესტაფეტაჯიბრი
  3. 10.3TDS Robo Race-ის მზადებაპროექტი
  4. 10.4დემო დღე: TDS Robo Raceპრეზენტაცია

შედეგიერთი პროგრამა რამდენიმე რეჟიმით და მშობლების თანდასწრებით გამართული რბოლა

ფაზა 3: რობოტული მკლავი და რობოტ-ქარხანა

11სერვოები და მკლავის აწყობა4 შეხვედრა · 4 თემა
  1. 11.1სერვოს ანატომია: ანიმატრონული თავიპრაქტიკა
  2. 11.2თავისუფლების ხარისხები: სერვო-ტესტერი და ფუძეთეორია
  3. 11.3მხარი და იდაყვი: ბერკეტი და ძალაპრაქტიკა
  4. 11.4მჭერი და ორი ჯოისტიკი: სრული მართვაპრაქტიკა

შედეგი4-სერვოიანი რობოტული მკლავი, რომელიც ორი ჯოისტიკით იმართება

12მკლავის პროგრამირება: პოზები, ჩაწერა და გამეორება2 შეხვედრა · 2 თემა
  1. 12.1პოზების ენა: ფუნქციები და რბილი მოძრაობაპრაქტიკა
  2. 12.2ჩაწერე და გაიმეორეპრაქტიკა

შედეგიმკლავი, რომელიც ავტომატურად იღებს და დებს და ჩაწერილ მოძრაობას იმეორებს

13ფერის სენსორი, დახარისხება და კარუსელი3 შეხვედრა · 3 თემა
  1. 13.1ფერის თვალი: ფერის სკანერიპრაქტიკა
  2. 13.2ფერების დამხარისხებელი და ფერის ყუთები Tinkercad-შიპრაქტიკა
  3. 13.3მბრუნავი კარუსელი: ბიჯური ძრავაპრაქტიკა

შედეგიმკლავი, სკანერი და კარუსელი, რომლებიც კუბებს ფერის მიხედვით ახარისხებენ

14გუნდური პროექტი: რობოტ-ქარხანა4 შეხვედრა · 4 თემა
  1. 14.1გუნდი, როლები და ქარხნის გეგმაპროექტი
  2. 14.2ქარხანა 1: მიწოდება და ჩატვირთვაპროექტი
  3. 14.3ქარხანა 2: სრული ჯაჭვიპროექტი
  4. 14.4ქარხნის ცვლა: ტესტი და გაუმჯობესებაპროექტი

შედეგიმოქმედი გუნდური ქარხანა: მანქანა, მკლავი, სკანერი და კარუსელი ერთ ჯაჭვში

15ქარხნების ჩემპიონატი და ფინალური დემო დღე3 შეხვედრა · 3 თემა
  1. 15.1ქარხნების ჩემპიონატიჯიბრი
  2. 15.2ფინალისთვის მზადება: პლაკატი და წარდგენაპროექტი
  3. 15.3ფინალური დემო დღე: რობოტ-ქარხნის გახსნა და სერტიფიკატებიპრეზენტაცია

შედეგიმშობლებისთვის წარდგენილი ქარხანა, წლის პასპორტი და სერტიფიკატი

08

ხშირად დასმული კითხვები

შეიძლება შუა წელს შემოსვლა?

დიახ, ნებისმიერი ფაზის დასაწყისში: ნოემბერში, თებერვალში ან აპრილში. ყოველი ფაზა ახალი თემით იწყება, პირველი შეხვედრა კი ახალ ბავშვებს Arduino-ს საფუძვლებს უმეორებს. ახალ ბავშვს პირველ კვირებში „მენტორი“ ეხმარება ძველი მოსწავლეებიდან.

რა ხდება, თუ ბავშვმა შეხვედრა გააცდინა?

ყოველი შეხვედრა თავის მოწყობილობას ასრულებს, ამიტომ მომდევნოზე ბავშვი ახალ თემას ჩვეულებრივად იწყებს. გაცდენილს ასისტენტთან ერთად ეწევა მოკლე ვიდეოთი და მზა ნაწილებით, ფაზის ბოლოს კი მოქნილ შეხვედრებზე (ღია ლაბი) სრულად ასრულებს.

რა რჩება ბავშვს სახლში?

ყველა ლაზერით ამოჭრილი და 3D-ში დაბეჭდილი დეტალი: გაჯეტების კორპუსები, Tinkercad-ში თავად დაპროექტებული ნაწილები, მანქანის ძარა და სუმოს ფარი, მკლავის ჩარჩო, ასევე განათებადი ფირფიტა, ნახატები, მედლები, ინჟინრის პასპორტი და სერტიფიკატი. ფაზის განმავლობაში ნამუშევრები ბავშვის ყუთში ინახება და დემო დღის შემდეგ მიდის სახლში. ელექტრონიკაზე (Arduino, ძრავები, სენსორები) წესს ჩარიცხვისას ზუსტად გეტყვით.

საჭიროა საკუთარი ლეპტოპი ან რამის ყიდვა?

არა. ლაბში ყველაფერი გვაქვს: ლეპტოპები, Arduino-ს ნაკრებები, სენსორები, 3D პრინტერები და ლაზერი, Bluetooth-ისთვის კი ლაბის ტელეფონები. სახლში კომპიუტერი მხოლოდ მაშინ გამოგადგებათ, თუ ბავშვს Tinkercad-ში ვარჯიში ან თავისი დიზაინების ჩვენება უნდა.

რამდენად უსაფრთხოა?

ბავშვი მუშაობს მხოლოდ დაბალ ძაბვაზე: USB, AA ელემენტები ან დაცული ბატარეები, რომლებსაც მასწავლებელი დებს და ტენის. ლაზერს და 3D პრინტერებს მასწავლებელი მართავს, ბავშვი უყურებს და დიზაინს ამზადებს. ჯგუფში მასწავლებელს ასისტენტი ეხმარება, ხელსაწყოები და წებოს პისტოლეტი მხოლოდ ზედამხედველობით გამოიყენება.

საჭიროა წინასწარი ცოდნა?

არა. საკმარისია, რომ ბავშვი თავისუფლად კითხულობს და ცნობისმოყვარეა. Scratch-ის ან mBlock-ის გამოცდილება დაეხმარება, მაგრამ ბლოკებით ვიწყებთ და ნამდვილ კოდზე ნაბიჯ-ნაბიჯ გადავდივართ, თითოეული თავისი ტემპით. 9 წლის ძლიერი ბავშვის მიღება შესაძლებელია მოკლე გასაუბრების შემდეგ.

შეიძლება და-ძმის ერთად ჩარიცხვა?

დიახ, მეორე ბავშვზე −15% ფასდაკლება გათვალისწინებულია. ამისათვის უნდა დაუკავშირდეთ მენეჯერს.

გაცდენილ გაკვეთილს რა ხდება?

გაკვეთილის გაცდენის შემთხვევაში გადახდილი თანხა არ ანაზღაურდება. თუმცა, ტრენერი მოსწავლეს დაეხმარება გამოტოვებული მასალის გაცნობასა და ათვისებაში, რათა შეძლოს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად გაგრძელება.

09

ასევე მოგეწონებათ

10

სტატიები ამ თემაზე

კითხვები გაქვთ?

342₾ / თვესულ 2,394₾
მოთხოვნა