AI ბიზნესის თანამმართველი: ასისტენტებიდან AI აგენტებამდე

ჰიბრიდულიკურსის ენა: ქართული
ასაკი18+
ხანგრძლივობა4 კვირა · 8 შეხვედრა
დატვირთვა20 სთ
დაწყება17 ნოე
მამაკაცი ხის მაგიდასთან ლეპტოპზე მუშაობს18+AI აგენტები მცირე ბიზნესისთვის
ზრდასრულები ლეპტოპებით მუშაობენ პრაქტიკულ სემინარზე
ხელები ლეპტოპის კლავიატურაზე
თანამშრომლების ტრენინგი ლეპტოპებთან
სამუშაო პროცესის რუკა სტიკერებით

რვა პრაქტიკულ შეხვედრაში შენი ბიზნესისთვის AI-ზე დაფუძნებულ სამუშაო სისტემას ააწყობ: კონტენტი და მარკეტინგი, მომხმარებლის მოთხოვნები, კომპანიის ცოდნაზე მომუშავე ასისტენტი, ავტომატიზაცია და აგენტი, რომელიც საქმეს შენი დადასტურებით აკეთებს. პროგრამირება არ გჭირდება: მიზანი მცირე რესურსით გაზომვადი შედეგია.

01

ვისთვისაა კურსი

01მეწარმე, ფრილანსერი, ონლაინმაღაზიაპირადი AI ასისტენტი, FAQ ბოტი და შეკვეთები ერთ სისტემაში
02სალონი, კაფე, სტუდია, სააგენტოჯავშნები, მიმოწერა, შეთავაზებები და follow-up
03მენეჯერი და გუნდის ლიდერიანგარიშები და პროცესები პატარა გუნდისთვის
02

რას ისწავლი

  • AI-ის რუკა: შენი ბიზნესის 3 პროცესი, რომელსაც AI დრო დაგიზოგავს
  • პრომპტების ბიბლიოთეკა და ინსტრუქციები შენი ბრენდის ტონით
  • ასისტენტი, რომელიც შენი კატალოგით, ფასებით და FAQ-ით პასუხობს
  • ავტომატიზაცია Make-ში: ფორმა → ლიდების ცხრილი → AI კატეგორია → შეტყობინება
  • AI აგენტი მკაფიო უფლებებით და ადამიანის დადასტურებით
  • კვირის მენეჯერული ანგარიში და 30-დღიანი დანერგვის გეგმა
03

ინსტრუმენტები და აღჭურვილობა

ChatGPT (Projects, Work)ClaudeGeminiGoogle Sheets და DriveMake და Make AI Agentsn8n Agents
04

ჯგუფები და დრო

არ მოგერგო დრო? შეგვატყობინე და შემდეგი ჯგუფის გახსნისას ელფოსტით შეგატყობინებთ.

05

სწავლის ეტაპები

  1. დღე 0განაცხადი

    ფორმა ან ზარი

  2. დღე 0–3ჯგუფი და გადახდა

    კურსის შეძენა

  3. კვირა 1ორიენტაცია

    დაწყება

  4. 4 კვირასწავლა

    8 შეხვედრა

  5. ბოლო კვირაფინალური პროექტი
  6. შემდეგსერტიფიკატი

    QR-ვერიფიკაციით

06

სილაბუსი

8 მოდული · 24 თემა · 8 შეხვედრა · 20 საათი
01AI, როგორც ბიზნესის ყოველდღიური თანაშემწეშეხვედრა 1 · 2.5 სთ · 3 თემა
  1. 1.1AI-ის როლები მცირე ბიზნესში: ChatGPT, Claude და Geminiთეორია
  2. 1.2პრომპტი, კონტექსტი და განმეორებადი ინსტრუქციებიპრაქტიკა
  3. 1.3შენი ბიზნესის პროცესების ინვენტარიზაციაპრაქტიკა

შედეგიAI-ის გამოყენების რუკა და 5 პრომპტის ბიბლიოთეკა

02AI მარკეტინგისთვის: იდეიდან კონტენტგეგმამდეშეხვედრა 2 · 2.5 სთ · 3 თემა
  1. 2.1სამიზნე სეგმენტები, შეთავაზება და ბრენდის ტონითეორია
  2. 2.27-დღიანი პოსტების გეგმა, რეკლამის ტექსტები და ვიზუალის ბრიფიპრაქტიკა
  3. 2.3ადაპტაცია არხებისთვის და ფაქტების გადამოწმებაპრაქტიკა

შედეგიმინი კამპანია და კონტენტის ხარისხის ჩეკლისტი

03AI გაყიდვებსა და მომხმარებელთან კომუნიკაციაშიშეხვედრა 3 · 2.5 სთ · 3 თემა
  1. 3.1მოთხოვნების მიღება, დახარისხება და პრიორიტეტიპრაქტიკა
  2. 3.2გაყიდვების სკრიპტები, შეთავაზებები და follow-upპრაქტიკა
  3. 3.3როდის უნდა ჩაერიოს ადამიანითეორია

შედეგილიდების ცხრილი და პასუხების ბიბლიოთეკა

04კომპანიის ცოდნის AI ასისტენტიშეხვედრა 4 · 2.5 სთ · 3 თემა
  1. 4.1RAG მარტივად: ასისტენტი, რომელიც შენს დოკუმენტებს ეყრდნობათეორია
  2. 4.2კატალოგი, ფასები და FAQ ერთ ცოდნის ბაზაშიპრაქტიკა
  3. 4.3ასისტენტის გამოცდა რეალური კითხვებითპრაქტიკა

შედეგიFAQ ასისტენტი და მისი ტესტის შედეგები

05პირველი ავტომატიზაცია: Make და n8nშეხვედრა 5 · 2.5 სთ · 3 თემა
  1. 5.1ტრიგერი, მოქმედება, ფილტრი: Make თუ n8nთეორია
  2. 5.2ფორმა → ლიდის ჩანაწერი → AI კატეგორია → შეტყობინება გუნდსპრაქტიკა
  3. 5.3შეცდომები, დუბლიკატები და ლოგებიპრაქტიკა

შედეგიმომუშავე ავტომატიზაცია და ტესტების ცხრილი

06AI აგენტი, რომელიც საქმეს აკეთებსშეხვედრა 6 · 2.5 სთ · 3 თემა
  1. 6.1აგენტი, ბოტი თუ ავტომატიზაცია: რა განსხვავებაათეორია
  2. 6.2Make AI Agents და n8n Agents: ინსტრუმენტები და მოქმედებებიპრაქტიკა
  3. 6.3ადამიანის დადასტურება: რა შეუძლია აგენტს და რა არაპრაქტიკა

შედეგიაგენტის პროტოტიპი და მისი უფლებების წესები

07AI ბიზნესის მართვაში: რიცხვები და გადაწყვეტილებებიშეხვედრა 7 · 2.5 სთ · 3 თემა
  1. 7.1გაყიდვების ცხრილის ანალიზი და KPI-ებიპრაქტიკა
  2. 7.2კვირის მენეჯერული ანგარიში AI-ითპრაქტიკა
  3. 7.3ROI, ხარჯის კონტროლი და უსაფრთხოებათეორია

შედეგიკვირის ანგარიში და 30-დღიანი დანერგვის გეგმა

08AI მიკროსისტემა: ფინალური პროექტი და დემოშეხვედრა 8 · 2.5 სთ · 3 თემა
  1. 8.1სრული სცენარი: მოთხოვნა → მონაცემი → AI პასუხი → შენი დადასტურება → ანგარიშიპროექტი
  2. 8.2ხარისხის ტესტი და დანერგვის შეზღუდვებიპროექტი
  3. 8.3პროექტის პრეზენტაციაპრეზენტაცია

შედეგიმომუშავე პროტოტიპი, დემო და ინსტრუქცია

07

ლექტორი

ლუკა ბაბუნაძე
ლუკა ბაბუნაძე

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, EPAM

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, მობილური აპლიკაციების დეველოპერი და ტექნოლოგიების ტრენერი. მუშაობს EPAM-ში და აქვს React.js / React Native ტექნოლოგიებით მუშაობისა და სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება. მონაწილეობდა საერთაშორისო ციფრული პროდუქტების შექმნასა და განვითარებაში. არის DanceScore-ის თანადამფუძნებელი — პლატფორმის, რომელიც სპორტული ცეკვების შეჯიბრებების მართვის პროცესების გაციფრულებას ემსახურება. აქვს ახალგაზრდების სწავლებისა და ტექნოლოგიური პროექტების მენტორობის გამოცდილება. ამჟამად ინტერესდება ხელოვნური ინტელექტის, AI აგენტებისა და ბიზნესპროცესების ავტომატიზაციის პრაქტიკული გამოყენებით.

08

ხშირად დასმული კითხვები

პროგრამირების ცოდნა მჭირდება?

არა. ყველაფერს ვიზუალურ ინსტრუმენტებში ვაწყობთ, კოდის გარეშე. საკმარისია ელფოსტის, Google Sheets-ის და სოციალური ქსელების საბაზისო ცოდნა. წამოიღე ლეპტოპი: ასისტენტს და ავტომატიზაციას შენს ანგარიშებზე ააწყობ, რომ კურსის შემდეგაც გამოიყენო.

როგორ მიმდინარეობს შეხვედრა?

შეხვედრა 2.5 საათია და ყოველთვის ერთი სქემით მიდის: მოკლე ქეისი, ცოცხალი დემონსტრაცია, მერე დაახლოებით საათ-ნახევარი პრაქტიკა შენს ამოცანაზე. ბოლოს ნამუშევარს წყვილებში ტესტავთ. ყოველი შეხვედრიდან მზა შედეგით გადიხარ.

ჩემი ბიზნესის მონაცემებით ვიმუშავებ?

შეგიძლია შენი ბიზნესის მაგალითი მოიტანო, ან სასწავლო დემობიზნესით იმუშაო: გაძლევთ პროდუქტის კატალოგს, მომხმარებლების მოთხოვნებს და გაყიდვების ცხრილს. რეალური კლიენტების ნომრებისა და შეკვეთების ნაცვლად ანონიმიზებულ ან სატესტო ჩანაწერებს ვიყენებთ.

AI აგენტი ჩემ ნაცვლად გადაწყვეტილებებს მიიღებს?

არა. აგენტს შეზღუდულ უფლებებს ვაძლევთ: ყველაფერი, რაც ფულს ეხება, მომხმარებლისთვის გაგზავნას ან მონაცემის შეცვლას, შენი დადასტურების გარეშე არ ხდება. კურსზე ვსწავლობთ, როგორ დაწერო აგენტის წესები და როგორ შეინახო მისი ქმედებების ლოგი.

რა იქნება ფინალური პროექტი?

ერთ-ერთს ირჩევ: ონლაინმაღაზიის ლიდების აგენტი (მოთხოვნა → FAQ → ლიდების ცხრილი → დასადასტურებელი პასუხი), სერვისბიზნესის კომუნიკაციის აგენტი (კითხვა → კლასიფიკაცია → შეხვედრის შეთავაზება) ან მეწარმის AI სისტემა (კონტენტგეგმა, მოთხოვნები და კვირის ანგარიში).

ფასიანი გამოწერები მჭირდება?

კურსზე ძირითადად უფასო ვერსიებით და სატესტო პერიოდებით ვმუშაობთ: Make-ის და n8n-ის უფასო გეგმა საკმარისია. კურსის ბოლოს გეტყვით, რომელი გამოწერა ღირს შენი ბიზნესისთვის და რამდენი დაჯდება თვეში.

შეიძლება თანხის დაბრუნება?

პირველი შეხვედრის შემდეგ 100%-ს გიბრუნებთ. შემდეგ დარჩენილი შეხვედრების პროპორციულად.

09

ასევე მოგეწონებათ

კითხვები გაქვთ?

702₾ერთიანი გადახდა
შეძენა