რობოტიკა, ელექტრონიკა და ჭკვიანი სისტემები: სმარტ ქალაქიდან ავტონომიურ რობოტებამდე

ფიზიკურიკურსის ენა: ქართული / English
ასაკი13–17 წელი
ხანგრძლივობა7 თვე · 3 ფაზა · 48 შეხვედრა
დატვირთვა72 სთ
დაწყება20 ნოე
სერვოებიანი რობოტი ულტრაბგერითი სენსორით13–17 წელისერვოები, სენსორები და Arduino C++
4WD რობოტი
რობოტული მკლავი
ჰუმანოიდი რობოტი და მაყურებლები
რობოტების შეჯიბრება

რობოტიკისა და ჭკვიანი სისტემების კურსი განკუთვნილია 13–17 წლის მოზარდებისთვის, რომლებსაც სურთ ელექტრონიკის, პროგრამირების, რობოტიკისა და ავტომატიზაციის ტექნოლოგიების პრაქტიკული შესწავლა. მოსწავლეები გაეცნობიან Arduino-სა და ESP32 მიკროკონტროლერებს, შეისწავლიან C++ პროგრამირების საფუძვლებს, ელექტრონული წრედების აწყობას, სენსორებისა და ძრავების მართვას, ასევე ინტერნეტთან დაკავშირებული ჭკვიანი მოწყობილობების მუშაობის პრინციპებს. სწავლება დაყოფილია სამ ფაზად და აერთიანებს პროგრამირებას, ელექტრონიკას, 3D მოდელირებასა და საინჟინრო კონსტრუირებას. სამ ფაზაში აწყობენ სმარტ ქალაქს, მოსიარულე ობობა-რობოტს და რობოტულ მკლავს, ბოლოს კი ავტონომიურ მანქანას შეჯიბრებებისთვის.

ფასში შედის

კურსის საფასურში შედის პრაქტიკული სწავლება, სასწავლო ლაბორატორიითა და ტექნიკური აღჭურვილობით სარგებლობა; პროგრამით გათვალისწინებული პროექტების შესაქმნელად საჭირო მასალები.

  • Arduino-სა და ESP32-ის სასწავლო ნაკრებებით, სენსორებითა და ძრავებით სარგებლობა;
  • 3D ბეჭდვისა და ლაზერული ჭრის ტექნოლოგიების გამოყენება პრაქტიკული პროექტებისთვის;
  • ლაბორატორიული ინსტრუმენტები და სასწავლო პროცესისთვის საჭირო მასალები;
  • ინდივიდუალური და გუნდური პროექტების შექმნა, აწყობა და ტესტირება.
  • ყველა დამატებით საჭიროებას, რაც სწავლის ხარისხისთვის დაგვჭირდება, სკოლა უზრუნველყოფს
  • დამატებით არაფრის ყიდვა არ მოგიწევთ
01

ვისთვისაა კურსი

01უყვარს აწყობა და დაშლაყოველ შეხვედრაზე რეალურ მოწყობილობას აწყობს, ამზადებს და აპროგრამებს.
02კოდი რეალურ სამყაროში უნდაპროგრამა ეკრანიდან გამოდის: ანათებს, ზომავს, მოძრაობს და ტელეფონიდან იმართება.
03ინჟინერიაზე ან IT-ზე ფიქრობსწლის ბოლოს აქვს პორტფოლიო: პროექტები, კოდი, CAD ფაილები, ვიდეოები და საჯიბრო შედეგები.
02

რას ისწავლი

  • Arduino C++ ნულიდან: ცვლადები, პირობები, ციკლები, ფუნქციები, მასივები, millis() და მდგომარეობების მანქანა
  • 20-ზე მეტი სენსორი და ამძრავი: HC-SR04, DHT11, MQ-2, RFID RC522, VL53L0X, სერვოები, ძრავები ენკოდერებით
  • ESP32 და IoT: Wi-Fi, ტელეფონის მართვის პანელი, MQTT და ქალაქის საერთო დაფა
  • საკუთარი დეტალების დაპროექტება Tinkercad-ში და Fusion 360-ში
  • ლაზერული ჭრა, 3D ბეჭდვა და დარჩილვა ლაბის ოპერატორის მოწმობებით
  • რობოტიკა: სვლები, შებრუნებული კინემატიკა, „ასწავლე და გაიმეორე“, PID, ლაბირინთის ალგორითმი
  • საინჟინრო პროცესი: დიზაინ-დოკუმენტი, ტესტირება, დებაგინგი, პრეზენტაცია და პორტფოლიო
03

ინსტრუმენტები და აღჭურვილობა

Arduino Uno და NanoESP32Arduino IDETinkercadFusion 360InkscapeLightBurnBambu StudioCO2 ლაზერული საჭრელი3D პრინტერისარჩილავი სადგური
04

ფაზები

3 ფაზა · 48 შეხვედრა
  1. ფაზა 1მიმდინარეობსსმარტ ქალაქი20 ნოე – 31 იან
  2. ფაზა 2მოსიარულე რობოტი და რობოტული მკლავი1 თებ – 4 აპრ
  3. ფაზა 3ავტონომიური რობოტები და შეჯიბრება5 აპრ – 13 ივნ
ფაზა 1 · 20 ნოე – 31 იან · 16 შეხვედრა · ფაზის ფასი 980₾

სმარტ ქალაქი

პირველი LED-იდან მომუშავე ქალაქამდე: ყოველი შეხვედრა ქალაქის ახალი მოდულია, რომელსაც მოზარდი თავად აპროექტებს, ამზადებს და აპროგრამებს. ფაზის ბოლოს 15 კვარტალი ერთ სმარტ ქალაქად ერთდება, რომელიც ტელეფონიდან იმართება.

დასრულებული პროექტები
  • ჩემი კვარტალი შუქნიშანი, ხმოვანი გადასასვლელი, შლაგბაუმი, ავტომატური განათება და პარკინგის ტაბლო საკუთარი ხელით დარჩილულ Arduino Nano-ს დაფაზე.
  • სმარტ სახლი RFID კარი, კლიმატ-კონტროლი, სახანძრო სიგნალიზაცია, წვიმის ფანჯარა და ავტომატური ბაღი ESP32-ზე, ტელეფონის პანელით.
  • სმარტ ქალაქი 15 კვარტალი ერთ ქალაქად, საერთო IoT დაფით, ღამის რეჟიმით და ევაკუაციის წვრთნით.
Arduino C++ თავიდან ბოლომდესენსორები, სერვოები, I2C და SPIESP32, Wi-Fi და MQTTTinkercad, ლაზერული ჭრა და 3D ბეჭდვადარჩილვა

რჩება ბავშვს: სმარტ სახლის მოდული, კვარტალის ფილა მოდულების კორპუსებით, დარჩილული ქუჩის ნათურები და ქუჩის დაფა, RFID ბრელოკი და ქოთანი წიწმატით

ჭკვიანი სახლის ელექტრონიკა სახლში: დამატებითი საფასურით, დეტალებს მენეჯერი გეტყვით

სასწავლო რობოტ-მანქანები, რობოტული მკლავი და ლაზერით მოჭრილი ხის ყუთები მაგიდაზე
ფაზა 2 · 1 თებ – 4 აპრ · 16 შეხვედრა · ფაზის ფასი 980₾

მოსიარულე რობოტი და რობოტული მკლავი

ელექტრონიკა მოძრაობას იწყებს: ობობა-რობოტი 8 სერვოზე დადის, ცეკვავს და ტელეფონით იმართება, მკლავი კი მოძრაობას სწავლობს და იმეორებს. ფაზაში იწყება Fusion 360 და გასართობი პროექტები: პლოტერი ან სახის მიმდევარი კამერა.

დასრულებული პროექტები
  • ობობა-რობოტი ოთხფეხა რობოტი 8 სერვოზე: სვლები, ტელეფონით მართვა, ავტონომიური რეჟიმი და ცეკვა.
  • რობოტული მკლავი 4 DOF მკლავი მჭერით, ჯოისტიკით, „ასწავლე და გაიმეორე“ რეჟიმით და ფერების დახარისხებით.
  • გასართობი პროექტი მხატვარი-პლოტერი, რომელიც სახელს ქართულად წერს, ან კამერა, რომელიც სახეს მიჰყვება.
სერვოები, PWM და PCA9685სვლები და შებრუნებული კინემატიკაFusion 360-ის საფუძვლებიWi-Fi მართვა, EEPROM და ფერის სენსორიLi-ion კვების უსაფრთხოება

რჩება ბავშვს: ობობის საკუთარი დიზაინის კორპუსი და სენსორის თავი, მკლავის ამოჭრილი ნაწილები და მჭერი, ჯოისტიკის პულტის კორპუსი, პლოტერის ნახატები

ობობა-რობოტის ელექტრონიკა სახლში: დამატებითი საფასურით, დეტალებს მენეჯერი გეტყვით

მწვანე, 3D-პრინტერზე დაბეჭდილი ოთხფეხა რობოტი სერვოძრავებითა და ულტრაბგერითი სენსორით
ფაზა 3 · 5 აპრ – 13 ივნ · 16 შეხვედრა · ფაზის ფასი 980₾

ავტონომიური რობოტები და შეჯიბრება

საკუთარი დიზაინის ავტონომიური მანქანა ოთხ შეჯიბრებაში: ხაზის რბოლა PID-ით, ლაბირინთი, სუმო და WRO-ს სტილის მისიები. წელი მთავრდება გრანდ-პროექტით, რომელსაც მოზარდი თავად იგონებს და დემო დღეზე წარადგენს.

დასრულებული პროექტები
  • ავტონომიური მანქანა ენკოდერებით, ხაზის და მანძილის სენსორებით: ხაზის მიმყოლი, ლაბირინთი, სუმო და მისიები ერთ რობოტში.
  • გრანდ-პროექტი საკუთარი იდეა დიზაინ-დოკუმენტიდან მომუშავე მოწყობილობამდე.
  • წლის პორტფოლიო სამი ფაზის პროექტები ფოტოებით, ვიდეოებით, კოდით და CAD ფაილებით.
ძრავები, ენკოდერები და PIDლაბირინთის და სუმოს ალგორითმებიამოცანის დაშლა და მისიების სტრატეგიადიზაინ-დოკუმენტი და პრეზენტაცია

რჩება ბავშვს: მანქანის შასი, სუმოს ფარი და მისიის მოწყობილობა, გრანდ-პროექტის კორპუსი, მედლები და წლის სერტიფიკატი, ციფრული პორტფოლიო

ავტონომიური მანქანა სახლში: დამატებითი საფასურით, დეტალებს მენეჯერი გეტყვით

მოზარდები დახრილები ათვალიერებენ მაგიდაზე დალაგებულ პატარა რობოტებსა და სავარჯიშო ტრასას

ყოველი ფაზა ახალი თემით იწყება და დასრულებული პროექტით მთავრდება, ამიტომ კურსს ნებისმიერი ფაზის დასაწყისიდანაც შეუერთდებით.

რა რჩება ბავშვს
  • საკუთარი ჭკვიანი სახლის მოდელი და პროგრამული პროექტი
  • ყველა დეტალი, რომელიც თავად დააპროექტა, ლაზერით ამოჭრა და დაბეჭდა
  • რობოტული მკლავის, მოძრავი პლატფორმისა და ავტომატური მართვის სისტემების აწყობისა და პროგრამირების პრაქტიკული გამოცდილება.
  • ციფრული პორტფოლიო
  • ელექტრონიკის, C++ პროგრამირების, სენსორების, IoT ტექნოლოგიებისა და რობოტული სისტემების პრაქტიკული ცოდნა.
  • სამივე ფაზაში განხორციელებული პროექტების შედეგები და შესაბამისი ფაზების დასრულების დამადასტურებელი ციფრული სერტიფიკატები.
05

ჯგუფები და დრო

არ მოგერგო დრო? შეგვატყობინე და შემდეგი ჯგუფის გახსნისას ელფოსტით შეგატყობინებთ.

06

სწავლის ეტაპები

  1. დღე 0განაცხადი

    უფასო კონსულტაცია

  2. დღე 1–3ჯგუფის შერჩევა

    ასაკისა და დონის მიხედვით

  3. დაწყებამდეჯგუფი და გადახდა

    ყოველთვიურად

  4. 7 თვე · 3 ფაზასწავლა ლაბში

    48 შეხვედრა

  5. ყოველი თვეღია გაკვეთილი

    მშობლების თანდასწრებით

  6. ბოლოსსერტიფიკატი

    და გამოფენა

07

სილაბუსი

12 მოდული · 48 თემა · 48 შეხვედრა · 72 საათი

ფაზა 1: სმარტ ქალაქი

01ქუჩა: შუქნიშნიდან ქუჩის განათებამდე4 შეხვედრა · 4 თემა
  1. 1.1პირველი ნათება: შუქნიშანიპრაქტიკა
  2. 1.2ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი: ღილაკი და millis()პრაქტიკა
  3. 1.3ავტოსადგომის შლაგბაუმი: სერვო და ულტრაბგერაპრაქტიკა
  4. 1.4ქუჩის განათება: ფოტორეზისტორი და დარჩილვაპრაქტიკა

შედეგიკვარტალზე მუშაობს შუქნიშანი, ხმოვანი გადასასვლელი, შლაგბაუმი და ქუჩის ავტომატური განათება.

02სმარტ სახლი: კორპუსი, კარი, კლიმატი, სიგნალიზაცია4 შეხვედრა · 4 თემა
  1. 2.1სმარტ სახლის კორპუსი და RGB განათებაპროექტი
  2. 2.2ჭკვიანი კარი: RFID საკეტიპრაქტიკა
  3. 2.3კლიმატ-კონტროლი: DHT11 და ვენტილატორიპრაქტიკა
  4. 2.4სახანძრო სიგნალიზაცია: MQ-2 და სირენაპრაქტიკა

შედეგისაკუთარი დიზაინის სახლი RFID კარით, კლიმატ-კონტროლით და სახანძრო სიგნალიზაციით.

03ქალაქის სერვისები: პარკინგი, ფანჯარა, ბაღი3 შეხვედრა · 3 თემა
  1. 3.1პარკინგის ტაბლო: I2C ეკრანიპრაქტიკა
  2. 3.2წვიმის სენსორი და ავტომატური ფანჯარაპრაქტიკა
  3. 3.3ავტომატური ბაღი: ნიადაგის სენსორი და ტუმბოპრაქტიკა

შედეგიპარკინგის ტაბლო, წვიმაზე დახურვადი ფანჯარა და ბაღი, რომელიც თავად ირწყვება.

04IoT ქალაქი და გამოფენა5 შეხვედრა · 5 თემა
  1. 4.1ESP32: სახლი ტელეფონშიპრაქტიკა
  2. 4.2ქალაქის IoT დაფა: MQTTპროექტი
  3. 4.3ქუჩის კონტროლერი: დარჩილული დაფაპროექტი
  4. 4.4ქალაქის ერთი დღე: ინტეგრაცია და დებაგინგიპროექტი
  5. 4.5სმარტ ქალაქის გამოფენაპრეზენტაცია

შედეგი15 კვარტალი ერთ სმარტ ქალაქად, ტელეფონით მართვით და საერთო IoT დაფით; გამოფენა მშობლებისთვის.

ფაზა 2: მოსიარულე რობოტი და რობოტული მკლავი

05სერვოები და ობობის აწყობა3 შეხვედრა · 3 თემა
  1. 5.1სერვოს შიგნით: PWM და კალიბრაციაპრაქტიკა
  2. 5.2ობობის ტვინი: PCA9685 და კორპუსი Fusion 360-შიპრაქტიკა
  3. 5.3ობობის აწყობა და ნულოვანი პოზაპროექტი

შედეგიაწყობილი ობობა-რობოტი საკუთარი დიზაინის კორპუსით, რომელიც დგება და ჯდება.

06ობობა დადის4 შეხვედრა · 4 თემა
  1. 6.1პირველი ნაბიჯები: სვლებიპრაქტიკა
  2. 6.2შებრუნებული კინემატიკა: ფეხი კოორდინატებითპრაქტიკა
  3. 6.3ტელეფონით მართვა: Wi-Fi ჯოისტიკიპრაქტიკა
  4. 6.4ავტონომია და ცეკვა: მანძილის სენსორიპროექტი

შედეგიობობა დადის, ბრუნავს, ტელეფონით იმართება, დაბრკოლებას გვერდს უვლის და ცეკვავს.

07რობოტული მკლავი5 შეხვედრა · 5 თემა
  1. 7.1რობოტული მკლავი: დიზაინი და ლაზერული ჭრაპრაქტიკა
  2. 7.2მკლავის აწყობა და მჭერიპროექტი
  3. 7.3ჯოისტიკი და რბილი მოძრაობაპრაქტიკა
  4. 7.4ასწავლე და გაიმეორეპრაქტიკა
  5. 7.5ფერების დამხარისხებელი ქარხანაპროექტი

შედეგი4 DOF მკლავი, რომელიც ჯოისტიკით იმართება, მოძრაობას იმახსოვრებს და კუბებს ფერებით ახარისხებს.

08გასართობი პროექტი და რობოტების შოუ4 შეხვედრა · 4 თემა
  1. 8.1გასართობი პროექტი: პლოტერი ან სახის მიმდევარი კამერაპროექტი
  2. 8.2გასართობი პროექტის დასრულება და ჩვენებაპროექტი
  3. 8.3შოუსთვის მზადებაპრაქტიკა
  4. 8.4რობოტების შოუპრეზენტაცია

შედეგიმომუშავე პლოტერი ან სახის მიმდევარი კამერა; რობოტების შოუ მშობლებისთვის.

ფაზა 3: ავტონომიური რობოტები და შეჯიბრება

09ავტონომიური მანქანა: შასი, ძრავები, ენკოდერები3 შეხვედრა · 3 თემა
  1. 9.1ავტონომიური მანქანის შასი Fusion 360-შიპრაქტიკა
  2. 9.2ძრავები, დრაივერი და კვებაპრაქტიკა
  3. 9.3ენკოდერები: ზუსტი მანძილი და მობრუნებაპრაქტიკა

შედეგისაკუთარი დიზაინის მანქანა, რომელიც ზუსტ მანძილს გადის და ზუსტ კუთხეზე ბრუნავს.

10ხაზის მიმყოლი და PID3 შეხვედრა · 3 თემა
  1. 10.1ხაზის სენსორები: პირველი ხაზის მიმყოლიპრაქტიკა
  2. 10.2PID რეგულატორიპრაქტიკა
  3. 10.3ხაზის რბოლაჯიბრი

შედეგიPID რეგულატორიანი ხაზის მიმყოლი და პირველი შეჯიბრება: ხაზის რბოლა.

11ლაბირინთი, სუმო და მისიები5 შეხვედრა · 5 თემა
  1. 11.1VL53L0X და კედლის მიყოლაპრაქტიკა
  2. 11.2ლაბირინთის ამოხსნაპრაქტიკა
  3. 11.3სუმო: სტრატეგია და კონსტრუქციაპრაქტიკა
  4. 11.4WRO-ს სტილის მისიებიპრაქტიკა
  5. 11.5TDS-ის რობოტების თასი: სუმო და მისიებიჯიბრი

შედეგიერთი რობოტი სამ დისციპლინაში და TDS-ის რობოტების თასი.

12გრანდ-პროექტი და დემო დღეფინალი5 შეხვედრა · 5 თემა
  1. 12.1გრანდ-პროექტი: იდეა და დიზაინ-დოკუმენტიპროექტი
  2. 12.2გრანდ-პროექტი: დამზადებაპროექტი
  3. 12.3გრანდ-პროექტი: აწყობა და კოდიპროექტი
  4. 12.4ტესტი, პორტფოლიო და რეპეტიციაპროექტი
  5. 12.5დემო დღე: გრანდ-პროექტებიპრეზენტაცია

შედეგისაკუთარი იდეის გრანდ-პროექტი, წლის პორტფოლიო და დემო დღე მშობლებისთვის.

08

ხშირად დასმული კითხვები

შესაძლებელია თუ არა კურსის ცალკეული ფაზების გავლა?

დიახ, კურსი დაყოფილია სამ ფაზად. შესაძლებელია როგორც სრული პროგრამის, ისე ცალკეული ფაზის გავლა. მეორე ან მესამე ფაზიდან დაწყებისთვის საჭიროა შესაბამისი საბაზისო ცოდნა, რომელიც შესაძლოა წინასწარი შეფასებით შემოწმდეს

რა ხდება, თუ ბავშვი შეხვედრას გამოტოვებს?

გაცდენილი შეხვედრის ინდივიდუალურად ანაზღაურება და საფასურის დაბრუნება გათვალისწინებული არ არის. საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეს შეუძლია ტრენერთან გადაამოწმოს გაცდენილი გაკვეთილის თემა და სასწავლო დავალებები.

რა შედის კურსის საფასურში?

კურსის საფასურში შედის პრაქტიკული სწავლება, სასწავლო რობოტებით, ელექტრონული ნაკრებებითა და ლაბორატორიული აღჭურვილობით სარგებლობა, საჭირო სასწავლო მასალები და პროგრამით გათვალისწინებული პროექტების შექმნა. ყველაფერი, რასაც თავად აპროექტებს და ამზადებს, მოსწავლეს რჩება.

ლეპტოპი ან სხვა რამე სჭირდება?

არა: ლეპტოპები, ელექტრონიკა, ლაზერი, 3D პრინტერები და სარჩილავი სადგურები ლაბშია. ტელეფონი სასარგებლოა შეხვედრებზე, სადაც სახლს ან რობოტს ტელეფონიდან ვმართავთ. საკუთარი ლეპტოპის, ელექტრონული ნაკრების ან დამატებითი ინსტრუმენტების შეძენა სავალდებულო არ არის.

რამდენად უსაფრთხოა?

პრაქტიკული სწავლება მიმდინარეობს ტრენერის ზედამხედველობით და შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვით. მოსწავლეები მუშაობენ სასწავლო ელექტრონულ კომპონენტებთან, ხოლო 3D პრინტერისა და ლაზერული დანადგარის გამოყენება ხორციელდება ინსტრუქტორის კონტროლით.

წინასწარი ცოდნა სჭირდება?

პირველი ფაზიდან დასაწყებად პროგრამირების წინასწარი გამოცდილება აუცილებელი არ არის. მოსწავლეები ეტაპობრივად შეისწავლიან Arduino C++-ს, ESP32-ს, ელექტრონიკასა და რობოტული სისტემების პროგრამირებას.

შეიძლება და-ძმის ერთად ჩარიცხვა?

დიახ, და-ძმის ერთდროულად ჩარიცხვა შესაძლებელია, შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფისა და თავისუფალი ადგილების გათვალისწინებით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.

შეიძლება და-ძმის ერთად ჩარიცხვა?

დიახ, მეორე ბავშვზე −15% ფასდაკლება გათვალისწინებულია. ამისათვის უნდა დაუკავშირდეთ მენეჯერს.

გაცდენილ გაკვეთილს რა ხდება?

გაკვეთილის გაცდენის შემთხვევაში გადახდილი თანხა არ ანაზღაურდება. თუმცა, ტრენერი მოსწავლეს დაეხმარება გამოტოვებული მასალის გაცნობასა და ათვისებაში, რათა შეძლოს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად გაგრძელება.

09

ასევე მოგეწონებათ

10

სტატიები ამ თემაზე

კითხვები გაქვთ?

378₾ / თვესულ 2,646₾
მოთხოვნა