რობოტიკისა და ელექტრონიკის ექსპრესკურსი - 13-17 წელი

ფიზიკურიკურსის ენა: ქართული
ასაკი13–17 წელი
ხანგრძლივობა2 კვირა · 4 შეხვედრა
დატვირთვა8 სთ
დაწყება12 დეკ
რობოტიკა ექსპრეს

როგორ მუშაობენ ავტონომიური რობოტები და ჭკვიანი ქალაქის სისტემები? რობოტიკისა და ელექტრონიკის ექსპრესკურსი განკუთვნილია 13–17 წლის მოსწავლეებისთვის და აერთიანებს რობოტიკის, ელექტრონიკისა და Arduino-ს პროგრამირების საფუძვლებს. ოთხი პრაქტიკული შეხვედრის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან ელექტრონულ კომპონენტებს, სენსორებსა და ძრავებს, შექმნიან ჭკვიანი ქალაქის მარტივ ავტომატიზებულ სისტემებს და საკუთარი ხელით ააწყობენ და დააპროგრამებენ რობოტ მანქანას. კურსის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს დარჩება საკუთარი აწყობილი და დაპროგრამებული რობოტი.

01

ვისთვისაა კურსი

01ტექნოლოგიებით დაინტერესებული 13–17 წლის მოსწავლეებივისაც აინტერესებს რობოტიკა, ელექტრონიკა, პროგრამირება და სურს გაიგოს, როგორ მუშაობენ თანამედროვე ჭკვიანი მოწყობილობები.
02მომავალი ინჟინრები და გამომგონებლებივისაც უყვარს კონსტრუქციების აწყობა, ტექნიკური ექსპერიმენტები და სურს საკუთარი ხელით შექმნას და დააპროგრამოს მოქმედი რობოტი.
03დამწყებები, რომლებსაც პრაქტიკული სწავლა სურთვისაც სურს რობოტიკისა და Arduino-ს შესწავლა საწყისი დონიდან. კურსზე მონაწილეობისთვის წინასწარი ცოდნა საჭირო არ არის.
02

რას ისწავლი

  • რობოტიკისა და ელექტრონიკის საფუძვლები
  • Arduino-ს პროგრამირება
  • ელექტრული წრედებისა და კომპონენტების დაკავშირება
  • სენსორებისა და ძრავების გამოყენება
  • ობოტ მანქანის აწყობა და დაპროგრამება
  • იმუშავებ ჭკვიანი ქალაქის აწყობაზე
რა რჩება ბავშვს
  • საკუთარი აწყობილი და დაპროგრამებული რობოტი მანქანა
  • პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება
03

ჯგუფები და დრო

არ მოგერგო დრო? შეგვატყობინე და შემდეგი ჯგუფის გახსნისას ელფოსტით შეგატყობინებთ.

04

სწავლის ეტაპები

  1. დღე 0განაცხადი

    უფასო კონსულტაცია

  2. დღე 1–3ჯგუფის შერჩევა

    ასაკისა და დონის მიხედვით

  3. დაწყებამდეჯგუფი და გადახდა

    ყოველთვიურად

  4. 2 კვირასწავლა ლაბში

    4 შეხვედრა

  5. ყოველი თვეღია გაკვეთილი

    მშობლების თანდასწრებით

  6. ბოლოსსერტიფიკატი

    და გამოფენა

05

სილაბუსი

4 მოდული · 8 თემა · 4 შეხვედრა · 8 საათი
01რობოტიკისა და Arduino-ს საფუძვლებიშეხვედრა 1 · 2 სთ · 3 თემა
  1. 1.1რობოტიკის, ელექტრონიკისა და ავტომატიზაციის შესავალი პრაქტიკა
  2. 1.2Arduino-ს პლატფორმისა და პროგრამირების გარემოს გაცნობა პრაქტიკა
  3. 1.3ელექტრული წრედები, LED ნათურები და რეზისტორებიპრაქტიკა
02Smart City: ჭკვიანი სისტემები და სენსორები3 თემა
  1. 2.1ჭკვიანი ქალაქის კონცეფცია და ავტომატიზებული სისტემებიპრაქტიკა
  2. 2.2სენსორების მუშაობის პრინციპებიპრაქტიკა
  3. 2.3პირობითი ბრძანებები და სენსორის მონაცემების გამოყენებაპრაქტიკა
03რობოტ მანქანის აწყობა და ელექტრონიკა2 თემა
  1. 3.1მოძრავი რობოტების აგებულება და მუშაობის პრინციპებიპრაქტიკა
  2. 3.2Arduino-სა და ძრავების დრაივერის დაკავშირებაპრაქტიკა
04რობოტის პროგრამირება და ფინალური გამოწვევა
06

ხშირად დასმული კითხვები

შეიძლება და-ძმის ერთად ჩარიცხვა?

დიახ, მეორე ბავშვზე −15% ფასდაკლება გათვალისწინებულია. ამისათვის უნდა დაუკავშირდეთ მენეჯერს.

გაცდენილ გაკვეთილს რა ხდება?

გაკვეთილის გაცდენის შემთხვევაში გადახდილი თანხა არ ანაზღაურდება. თუმცა, ტრენერი მოსწავლეს დაეხმარება გამოტოვებული მასალის გაცნობასა და ათვისებაში, რათა შეძლოს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად გაგრძელება.

07

ასევე მოგეწონებათ

კითხვები გაქვთ?

250₾ერთიანი გადახდა
შეძენა