რობოტიკის ექსპრესკურსი - შექმენი შენი პირველი რობოტი (10–12 წელი)

ფიზიკურიკურსის ენა: ქართული
ასაკი10–12 წელი
ხანგრძლივობა2 კვირა · 4 შეხვედრა
დატვირთვა8 სთ
დაწყება11 დეკ
მოსწავლეები რობოტს ტრასაზე ცდიან

გაინტერესებს, როგორ მუშაობენ რობოტები და როგორ შეიძლება საკუთარი ხელით შექმნა მოწყობილობა, რომელიც მოძრაობს და გარემოზე რეაგირებს? რობოტიკის ექსპრესკურსი განკუთვნილია 10–12 წლის მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სურთ პირველი ნაბიჯების გადადგმა რობოტიკის, ელექტრონიკისა და პროგრამირების სამყაროში. კურსის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ საბაზისო თეორიულ ცოდნას რობოტიკისა და ელექტრონიკის შესახებ, გაეცნობიან Arduino-ს პლატფორმას, რობოტის ძირითად კომპონენტებს, სენსორებისა და ელექტრონული მოწყობილობების მუშაობის პრინციპებს. მიღებულ ცოდნას კი პრაქტიკულად გამოიყენებენ ელექტრონული კომპონენტების დაკავშირების, პროგრამირებისა და მართვის პროცესში. ოთხი შეხვედრის განმავლობაში მოსწავლეები ეტაპობრივად ააწყობენ და დააპროგრამებენ საკუთარ OTTO რობოტს — პატარა მოძრავ რობოტს, რომელსაც შეუძლია სიარული, სხვადასხვა მოძრაობის შესრულება და სენსორის დახმარებით დაბრკოლებების აღმოჩენა. სწავლება აერთიანებს თეორიულ ნაწილს, პრაქტიკულ აქტივობებსა და ექსპერიმენტებს, რაც მოსწავლეებს დაეხმარება ტექნიკური და ლოგიკური აზროვნების, შემოქმედებითობისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებაში.

ფასში შედის

კურსის საფასურში შედის პრაქტიკული სწავლებისთვის საჭირო მასალები, ელექტრონული კომპონენტები და ლაბორატორიული აღჭურვილობით სარგებლობა. მოსწავლეები იმუშავებენ Arduino-ს სასწავლო ნაკრებებთან, სენსორებთან, ძრავებსა და რობოტულ კონსტრუქციებთან. კურსის ფარგლებში შექმნილი ინდივიდუალური რობოტი მოსწავლეს რჩება.

  • Arduino-ს ნაკრებებით, სენსორებითა და ძრავებით სარგებლობა
  • ბავშვის მიერ Tinkercad-ში დაპროექტებული დეტალების ბეჭდვა
  • ელექტრონული კომპონენტები და პრაქტიკული დავალებების მასალები
  • ყველა სახარჯი მასალა
  • ყველა დამატებით საჭიროებას, რაც სწავლის ხარისხისთვის დაგვჭირდება, სკოლა უზრუნველყოფს
  • დამატებით არაფრის ყიდვა არ მოგიწევთ
01

ვისთვისაა კურსი

01ცნობისმოყვარე 10–12 წლის ბავშვებივისაც უყვარს აწყობა-დაშლა და უნდა გაიგოს, როგორ მუშაობს ღილაკი, სენსორი ან ძრავა. საკმარისია თავისუფლად კითხვა.
02ბლოკებიდან ნამდვილ კოდზე გადასვლისთვის მზადებიScratch-ის ან mBlock-ის გამოცდილება სასარგებლოა, მაგრამ აუცილებელი არ არის: ბლოკებით ვიწყებთ და ნაბიჯ-ნაბიჯ Arduino C++-ზე გადავდივართ.
03ვისაც შეჯიბრებები და გუნდური თამაში უყვარსხაზის რბოლა, რობო-სუმო, სამაშველო მისია და გუნდური რობოტ-ქარხანა: ბავშვი სწავლობს გამარჯვებასაც, წაგებასაც და გუნდთან ერთად პრობლემის გადაჭრას.
02

რას ისწავლი

  • რობოტიკისა და ელექტრონიკის საფუძვლებს;
  • Arduino-ს პროგრამირება
  • რობოტის მექანიკური და ელექტრონული კომპონენტების აწყობას;
  • პროგრამირების საბაზისო ლოგიკასა და რობოტის მართვას;
  • რობოტისთვის მოძრაობებისა და ქცევების დაპროგრამებას;
  • ტექნიკური პრობლემების აღმოჩენასა და გადაჭრას.
  • ააწყობ საკუთარ ოტობოტ რობოტს და დააპროგრამებ მას
03

ინსტრუმენტები და აღჭურვილობა

Arduino UnoArduino NanomBlock 5Arduino IDETinkercadTinkercad CircuitsHC-SR04TCRT50003D პრინტერი
რა რჩება ბავშვს
  • კურსის განმავლობაში შექმნილი ინდივიდუალური ელექტრონული მოწყობილობები და ნამუშევრები.
  • სენსორების, ძრავების, ელექტრონული წრედებისა და მიკროკონტროლერების გამოყენების გამოცდილება.
  • კურსის დასრულების შემდეგ საკუთარი აწყობილი otto bot რობოტი
04

ჯგუფები და დრო

არ მოგერგო დრო? შეგვატყობინე და შემდეგი ჯგუფის გახსნისას ელფოსტით შეგატყობინებთ.

05

სწავლის ეტაპები

  1. დღე 0განაცხადი

    უფასო კონსულტაცია

  2. დღე 1–3ჯგუფის შერჩევა

    ასაკისა და დონის მიხედვით

  3. დაწყებამდეჯგუფი და გადახდა

    ყოველთვიურად

  4. 2 კვირასწავლა ლაბში

    4 შეხვედრა

  5. ყოველი თვეღია გაკვეთილი

    მშობლების თანდასწრებით

  6. ბოლოსსერტიფიკატი

    და გამოფენა

06

სილაბუსი

4 მოდული · 11 თემა · 4 შეხვედრა · 8 საათი
0101 — რობოტიკისა და ელექტრონიკის საფუძვლებიშეხვედრა 1 · 2 სთ · 5 თემა
  1. 1.1რა არის რობოტი და როგორ მუშაობს?პრაქტიკა
  2. 1.2რობოტების ტიპები და მათი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.თეორია
  3. 1.3ელექტრონიკის საფუძვლები: ელექტრული წრედი, ძაბვა, დენი და ელექტრონული კომპონენტები.პრაქტიკა
  4. 1.4Arduino-ს პლატფორმის გაცნობა და მისი გამოყენება რობოტიკაში.პრაქტიკა
  5. 1.5OTTO რობოტის აგებულება და ძირითადი კომპონენტების გაცნობა.პრაქტიკა
02რობოტის აწყობა და ელექტრონული კომპონენტებიშეხვედრა 2 · 2 სთ · 3 თემა
  1. 2.1OTTO რობოტის მექანიკური კონსტრუქციის აწყობა.პრაქტიკა
  2. 2.2სერვოძრავების მუშაობის პრინციპები და დანიშნულება.პრაქტიკა
  3. 2.3Arduino-ს, სერვოძრავებისა და სხვა კომპონენტების დაკავშირება.პრაქტიკა
03პროგრამირების საფუძვლები და რობოტის მართვაშეხვედრა 3 · 2 სთ · 3 თემა
  1. 3.1პროგრამირების ძირითადი პრინციპები: ბრძანებები, თანმიმდევრობა და გამეორება.პრაქტიკა
  2. 3.2ვიზუალური პროგრამირების გარემოს გაცნობა.პრაქტიკა
  3. 3.3რობოტის სრულად აწყობა და რობოტის მოძრაობების და პროგრამება: სიარული, მოხვევა და ცეკვა.პრაქტიკა

შედეგიღამის სანათი და სერვოიანი სინათლის მეტრი საკუთარი ისრით

04 ჭკვიანი რობოტი და ფინალური გამოწვევაშეხვედრა 4 · 2 სთ

შედეგირეაქციის თამაში დისპლეით, საიდუმლო ყუთი და ტაიმერი

07

ხშირად დასმული კითხვები

შეიძლება შუა წელს შემოსვლა?

დიახ, ნებისმიერი ფაზის დასაწყისში: ნოემბერში, თებერვალში ან აპრილში. ყოველი ფაზა ახალი თემით იწყება, პირველი შეხვედრა კი ახალ ბავშვებს Arduino-ს საფუძვლებს უმეორებს. ახალ ბავშვს პირველ კვირებში „მენტორი“ ეხმარება ძველი მოსწავლეებიდან.

რა ხდება, თუ ბავშვმა შეხვედრა გააცდინა?

ყოველი შეხვედრა თავის მოწყობილობას ასრულებს, ამიტომ მომდევნოზე ბავშვი ახალ თემას ჩვეულებრივად იწყებს. გაცდენილს ასისტენტთან ერთად ეწევა მოკლე ვიდეოთი და მზა ნაწილებით, ფაზის ბოლოს კი მოქნილ შეხვედრებზე (ღია ლაბი) სრულად ასრულებს.

რა რჩება ბავშვს სახლში?

ყველა ლაზერით ამოჭრილი და 3D-ში დაბეჭდილი დეტალი: გაჯეტების კორპუსები, Tinkercad-ში თავად დაპროექტებული ნაწილები, მანქანის ძარა და სუმოს ფარი, მკლავის ჩარჩო, ასევე განათებადი ფირფიტა, ნახატები, მედლები, ინჟინრის პასპორტი და სერტიფიკატი. ფაზის განმავლობაში ნამუშევრები ბავშვის ყუთში ინახება და დემო დღის შემდეგ მიდის სახლში. ელექტრონიკაზე (Arduino, ძრავები, სენსორები) წესს ჩარიცხვისას ზუსტად გეტყვით.

საჭიროა საკუთარი ლეპტოპი ან რამის ყიდვა?

არა. ლაბში ყველაფერი გვაქვს: ლეპტოპები, Arduino-ს ნაკრებები, სენსორები, 3D პრინტერები და ლაზერი, Bluetooth-ისთვის კი ლაბის ტელეფონები. სახლში კომპიუტერი მხოლოდ მაშინ გამოგადგებათ, თუ ბავშვს Tinkercad-ში ვარჯიში ან თავისი დიზაინების ჩვენება უნდა.

რამდენად უსაფრთხოა?

ბავშვი მუშაობს მხოლოდ დაბალ ძაბვაზე: USB, AA ელემენტები ან დაცული ბატარეები, რომლებსაც მასწავლებელი დებს და ტენის. ლაზერს და 3D პრინტერებს მასწავლებელი მართავს, ბავშვი უყურებს და დიზაინს ამზადებს. ჯგუფში მასწავლებელს ასისტენტი ეხმარება, ხელსაწყოები და წებოს პისტოლეტი მხოლოდ ზედამხედველობით გამოიყენება.

საჭიროა წინასწარი ცოდნა?

არა. საკმარისია, რომ ბავშვი თავისუფლად კითხულობს და ცნობისმოყვარეა. Scratch-ის ან mBlock-ის გამოცდილება დაეხმარება, მაგრამ ბლოკებით ვიწყებთ და ნამდვილ კოდზე ნაბიჯ-ნაბიჯ გადავდივართ, თითოეული თავისი ტემპით. 9 წლის ძლიერი ბავშვის მიღება შესაძლებელია მოკლე გასაუბრების შემდეგ.

შეიძლება და-ძმის ერთად ჩარიცხვა?

დიახ, მეორე ბავშვზე −15% ფასდაკლება გათვალისწინებულია. ამისათვის უნდა დაუკავშირდეთ მენეჯერს.

გაცდენილ გაკვეთილს რა ხდება?

გაკვეთილის გაცდენის შემთხვევაში გადახდილი თანხა არ ანაზღაურდება. თუმცა, ტრენერი მოსწავლეს დაეხმარება გამოტოვებული მასალის გაცნობასა და ათვისებაში, რათა შეძლოს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად გაგრძელება.

08

ასევე მოგეწონებათ

კითხვები გაქვთ?

200₾ერთიანი გადახდა
შეძენა