ხელოვნური ინტელექტი მასწავლებლებისთვის
მასწავლებლებივიზუალები, პრეზენტაცია, აუდიო, ვიდეო



ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი განკუთვნილია პედაგოგებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც სურთ AI-ის შესაძლებლობების პრაქტიკული შესწავლა და მისი ეფექტიანი ინტეგრირება სასწავლო პროცესში. მონაწილეები გაეცნობიან თანამედროვე AI ინსტრუმენტებს, ისწავლიან ქართულ ენაზე ეფექტიანი დავალებებისა და ინსტრუქციების შედგენას, გაკვეთილების დაგეგმვას, სასწავლო რესურსების მომზადებასა და შეფასების პროცესის გამარტივებას. კურსის განმავლობაში მასწავლებლები ისწავლიან AI-ის გამოყენებით სავარჯიშოების, ტესტების, შეფასების რუბრიკების, პრეზენტაციების, ილუსტრაციების, აუდიო-ვიდეო მასალებისა და ინტერაქტიული აქტივობების შექმნას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სასწავლო მასალების მოსწავლეთა ასაკზე, ცოდნის დონესა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებას, AI-ის უსაფრთხო და პასუხისმგებლიან გამოყენებასა და მიღებული შედეგების კრიტიკულ შეფასებას. სწავლება ეფუძნება პრაქტიკულ დავალებებს, რომელთა ფარგლებშიც თითოეული მონაწილე საკუთარი საგნისთვის შექმნის სასწავლო რესურსების ნაკრებს, რომლის გამოყენებასაც შეძლებს საგაკვეთილო პროცესში. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი და საჭირო რესურსები.
AI ინსტრუმენტების პრაქტიკული სწავლება, სასწავლო რესურსები. საკუთარი საგნისთვის სასწავლო რესურსების შექმნა და ფინალური პროექტი.
ვისთვისაა კურსი
რას ისწავლი
- AI-ის ეფექტიანი გამოყენება და პრომპტინგი - ქართულ ენაზე სწორი ინსტრუქციების შედგენა და AI ინსტრუმენტებთან მუშაობა.
- გაკვეთილების დაგეგმვა და სასწავლო რესურსები — გეგმების, სავარჯიშოების, სამუშაო ფურცლებისა და დავალებების მომზადება.
- შეფასება და უკუკავშირი - ტესტების, შეფასების რუბრიკებისა და განმავითარებელი უკუკავშირის ნიმუშების შექმნა.
- ვიზუალური და მულტიმედიური რესურსები — პრეზენტაციების, ილუსტრაციების, აუდიოსა და ვიდეოს შექმნა.
- დიფერენცირებული სწავლება — სასწავლო მასალების მორგება მოსწავლეთა ასაკის, შესაძლებლობებისა და ცოდნის დონის მიხედვით.
- ინტერაქტიული ქვიზი, რუბრიკა და კლასის AI წესები
ინსტრუმენტები და აღჭურვილობა
ჯგუფები და დრო
არ მოგერგო დრო? შეგვატყობინე და შემდეგი ჯგუფის გახსნისას ელფოსტით შეგატყობინებთ.
სწავლის ეტაპები
- დღე 0განაცხადი
ფორმა ან ზარი
- დღე 0–3ჯგუფი და გადახდა
კურსის შეძენა
- კვირა 1ორიენტაცია
დაწყება
- 3 კვირასწავლა
6 შეხვედრა
- ბოლო კვირაფინალური პროექტი
- შემდეგსერტიფიკატი
QR-ვერიფიკაციით
სილაბუსი
01AI-ის საფუძვლები და ეფექტიანი პრომპტინგი1 თემა
- 1.1სასწავლო გეგმის ენა პრომპტში: სამიზნე ცნებები, შემაჯამებელი დავალება, რუბრიკაპრაქტიკა
02AI გაკვეთილის დაგეგმვასა და ყოველდღიურ საქმიანობაში1 თემა
- 2.1სასწავლო გზამკვლევი, ბარათები და ქვიზიპრაქტიკა
ლექტორი

AI-ისა და რობოტიკის მკვლევარი, ტექნოლოგიური მეწარმე
AI-ისა და რობოტიკის მკვლევარი, ტექნოლოგიური მეწარმე და მასწავლებელი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის AI-ისა და რობოტიკის კვლევითი ლაბორატორიის დამფუძნებელი და დირექტორი, ამავე უნივერსიტეტში კი ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრს ხელმძღვანელობს. AI ბოტებსა და ავტომატიზაციას თავად აწყობს და იყენებს საკუთარ სამუშაოში, სწავლებასა და კონტენტის შექმნაში. დააარსა საქართველოს რობოტიკის ასოციაცია (GRA), ტექმედია TechCrush და Tbilisi Digital School. 2017 წლიდან ათასობით ადამიანს ასწავლა პროგრამირება, რობოტიკა და AI. მოხვდა Forbes Georgia-ს სიაში „30 Under 30“.
ხშირად დასმული კითხვები
რა მჭირდება კურსისთვის?
პირადი ლეპტოპი ან კომპიუტერი, ინტერნეტთან კავშირი
საჭიროა თუ არა AI-ის წინასწარი ცოდნა?
არა. კურსი გათვლილია დამწყებებზეც. სწავლება იწყება AI ინსტრუმენტების ძირითადი შესაძლებლობებისა და ქართულ ენაზე ეფექტიანი გამოყენების შესწავლით.
შეიძლება თანხის დაბრუნება?
თუ პირველი შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტთ, რომ კურსს ვერ გააგრძელებთ, შეგიძლიათ მოითხოვოთ გადახდილი თანხის სრულად დაბრუნება. ამისთვის საჭიროა მოგვმართოთ პირველი შეხვედრის დასრულებიდან 24 საათის განმავლობაში, მომდევნო შეხვედრის დაწყებამდე.
მასწავლებლებისთვისტრენინგები მასწავლებლებისთვის 2026: AI, ციფრული უნარები და როგორ ავირჩიოთრედაქცია8 წთ
მასწავლებლებისთვისხელოვნური ინტელექტი განათლებაში: როგორ გამოვიყენოთ სასწავლო პროცესშირედაქცია12 წთ
ხელოვნური ინტელექტიGemini (ჯემინი): როგორ გამოვიყენოთ Google-ის ხელოვნური ინტელექტი ქართულადრედაქცია10 წთ



