მალე

ზამთრის ბანაკები ბავშვებისთვის

ზამთრის ტექნოლოგიური, დრონებისა და რობოტიკის ბანაკები 7–14 წლის ბავშვებისთვის. თარიღები, პროგრამა და ფასები ნოემბრის ბოლოს გამოქვეყნდება.

ტექნოლოგიური ბანაკიდრონებირობოტიკა

შემატყობინეთ, როცა გამოქვეყნდება

თარიღები და ფასები მალე

ბანაკები

ზამთარი · მალე7–10 წელი
სამოსწავლო რობოტი საჯიბრო მოედანზე

პატარა ინჟინრები

ზამთარი · მალე10–14 წელი
მენტორს ხელში უჭირავს დრონი

დრონები და რობოტები

ზამთარი · მალე10–14 წელი
3D პრინტერზე დაბეჭდილი ფიგურები

3D ბეჭდვა და დიზაინი

ბანაკის შესახებ

რას აკეთებენ ბავშვები ბანაკში

პატარა ინჟინრები · 7–10 წელი

პირველი ნაბიჯი ტექნოლოგიებში 7–10 წლის ბავშვებისთვის: ააწყობენ, დააკავშირებენ და აამოძრავებენ საკუთარ პროექტებს, თამაშით და გუნდურად. წინასწარი ცოდნა არ სჭირდებათ.

დრონები და რობოტები · 10–14 წელი

დრონებისა და რობოტების სამყარო მოზარდებისთვის: როგორ არის აწყობილი, როგორ მოძრაობს და როგორ იმართება დრონი და რობოტი. ყველაფერი ინსტრუქტორის თვალყურის ქვეშ, უსაფრთხოების წესების დაცვით.

3D ბეჭდვა და დიზაინი · 10–14 წელი

იდეიდან ნივთამდე: ბავშვები კომპიუტერში აპროექტებენ საკუთარ ნივთს, ეცნობიან, როგორ მუშაობს 3D პრინტერი, და ხედავენ, როგორ იქცევა მათი მოდელი ნამდვილ საგნად.

როგორ ჩავეწეროთ

აირჩიეთ ბანაკი ფორმაში ან ბარათზე დააჭირეთ „ჩაწერას“ და დატოვეთ სახელი და ტელეფონი. როგორც კი თარიღები, პროგრამა და ფასები გამოქვეყნდება, პირველებს დაგიკავშირდებით. მანამდე ონლაინ გადახდა არ არის.

ბანაკის შემდეგ

ბანაკის შემდეგ ბევრი ბავშვი სწავლას წლიურ კურსზე აგრძელებს: ვისაც რობოტები შეუყვარდება, რობოტიკის კურსს შეუერთდება, ვისაც 3D დიზაინი, 3D დიზაინისა და ბეჭდვის კურსს.

სახელოსნოში ელექტრონიკის კომპონენტების აწყობა

ხშირად დასმული კითხვები

როდის ჩატარდება ზამთრის ბანაკი?

ზამთრის არდადეგებზე. ზუსტ თარიღებს, პროგრამას და ფასებს ნოემბრის ბოლოს გამოვაქვეყნებთ. დატოვეთ სახელი და ტელეფონი ამ გვერდის ფორმაში და პირველებს შეგატყობინებთ.

რა ასაკის ბავშვებისთვისაა ბანაკები?

7–14 წლის ბავშვებისთვის: „პატარა ინჟინრები“ 7–10 წლისთვისაა, „დრონები და რობოტები“ და „3D ბეჭდვა და დიზაინი“ 10–14 წლისთვის.

რამდენი ღირს ბანაკი?

ფასს თარიღებთან და პროგრამასთან ერთად, ნოემბრის ბოლოს გამოვაქვეყნებთ. ფორმაში ჩაწერილებს პირველებს ვაცნობებთ.

არის ფასდაკლება და-ძმისთვის?

დიახ, მეორე ბავშვს ბანაკზე −15% აქვს. ამისთვის გადახდამდე დაგვიკავშირდით.