AI თანამშრომლები: Grok Bot და ChatGPT Dots
18+შენი პირველი AI თანამშრომელი



შექმენი შენი პირველი AI თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ კითხვებს კი არ პასუხობს, საქმესაც აკეთებს: წერილებს ახარისხებს, გაყიდვებს და კონტენტს ამზადებს, ყოველ დილით კი დღის ბრიფინგს გიგზავნის. ოთხ პრაქტიკულ შეხვედრაში, კოდის გარეშე, შენ კი შედეგს აკონტროლებ.
ვისთვისაა კურსი
რას ისწავლი
- რა არის AI ასისტენტი და ბოტი და სად გვეხმარება ყოველდღიურ საქმეში
- როგორ დავწეროთ კარგი ინსტრუქცია (prompt) და როგორ შევამოწმოთ AI-ის პასუხი
- Custom GPT-ის შექმნა ChatGPT-ში: ცოდნის ფაილები, როლი და ტონი
- Grok Bot: ბოტი, რომელიც მეილს, კალენდარს და დოკუმენტებს თავად მართავს
- ბოტების გუნდი: თითო ბოტს თავისი სფერო აქვს, მაგალითად კარიერა, სოციალური მედია ან სწავლა
- ავტომატური რუტინები: ყოველდღიური შეხსენებები, ანგარიშები და მეილების დალაგება
- უსაფრთხოება და ეთიკა: პირადი მონაცემები, შეცდომები და AI-ის გადამოწმება
- საფინალო პროექტი: საკუთარ ბოტს ააწყობ და წარადგენ
ინსტრუმენტები და აღჭურვილობა
ჯგუფები და დრო
არ მოგერგო დრო? შეგვატყობინე და შემდეგი ჯგუფის გახსნისას ელფოსტით შეგატყობინებთ.
სწავლის ეტაპები
- დღე 0განაცხადი
ფორმა ან ზარი
- დღე 0–3ჯგუფი და გადახდა
კურსის შეძენა
- კვირა 1ორიენტაცია
დაწყება
- 2 კვირასწავლა
4 შეხვედრა
- ბოლო კვირაფინალური პროექტი
- შემდეგსერტიფიკატი
QR-ვერიფიკაციით
სილაბუსი
01შექმენი შენი პირველი AI თანამშრომელიშეხვედრა 1 · 2.5 სთ · 4 თემა
- 1.1ჩატბოტი, ავტომატიზაცია თუ აგენტი: რა განსხვავებაათეორია
- 1.2Grok Bot და ChatGPT Dots: კონტექსტი, მეხსიერება და წვდომებითეორია
- 1.3ინსტრუქციის ოთხი ნაწილი: მიზანი, კონტექსტი, შეზღუდვა, ანგარიშიპრაქტიკა
- 1.4AI Inbox Manager საცდელ წერილებზეპრაქტიკა
შედეგიAI Inbox Manager: წერილების დახარისხება და საპასუხო მონახაზები
02AI გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდიშეხვედრა 2 · 2.5 სთ · 4 თემა
- 2.1Custom GPT: ცოდნის ფაილები, როლი და ბრენდის ტონიპრაქტიკა
- 2.2ბაზრის კვლევა, სეგმენტები და ლიდების პრიორიტეტიპრაქტიკა
- 2.3პერსონალური შეთავაზებები და კონტენტგეგმაპრაქტიკა
- 2.4ფაქტების გადამოწმებაპრაქტიკა
შედეგიკვლევის ბრიფი, 5 პერსონალური შეთავაზება ან 7-დღიანი კონტენტგეგმა
03აგენტები, რომლებიც განმეორებით მუშაობენშეხვედრა 3 · 2.5 სთ · 3 თემა
- 3.1დაგეგმილი დავალებები და პროაქტიული შეტყობინებებიპრაქტიკა
- 3.2მეილი, კალენდარი და დოკუმენტები: აპებთან კავშირიპრაქტიკა
- 3.3ადამიანის დადასტურება და მინიმალური წვდომებითეორია
შედეგიDaily Business Briefing: დღის პრიორიტეტები და საქმეები ყოველ დილით
04შენი AI გუნდი: პროექტის ლაბორატორიაფინალიშეხვედრა 4 · 2.5 სთ · 3 თემა
- 4.1ბოტების გუნდი: ვინ რას აკეთებსპრაქტიკა
- 4.25 სატესტო სცენარი, ხარჯი და ხარისხიპროექტი
- 4.3საფინალო დემოპრეზენტაცია
შედეგისაკუთარი ბოტის დემო და 14-დღიანი გამოყენების გეგმა
ლექტორი

AI-ისა და რობოტიკის მკვლევარი, ტექნოლოგიური მეწარმე
AI-ისა და რობოტიკის მკვლევარი, ტექნოლოგიური მეწარმე და მასწავლებელი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის AI-ისა და რობოტიკის კვლევითი ლაბორატორიის დამფუძნებელი და დირექტორი, ამავე უნივერსიტეტში კი ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრს ხელმძღვანელობს. AI ბოტებსა და ავტომატიზაციას თავად აწყობს და იყენებს საკუთარ სამუშაოში, სწავლებასა და კონტენტის შექმნაში. დააარსა საქართველოს რობოტიკის ასოციაცია (GRA), ტექმედია TechCrush და Tbilisi Digital School. 2017 წლიდან ათასობით ადამიანს ასწავლა პროგრამირება, რობოტიკა და AI. მოხვდა Forbes Georgia-ს სიაში „30 Under 30“.
ხშირად დასმული კითხვები
პროგრამირების ცოდნა მჭირდება?
არა. საკმარისია, კომპიუტერით და ელფოსტით ჩვეულებრივ სარგებლობდე. წამოიღე ლეპტოპი: ბოტს შენს ანგარიშზე ააწყობ, რომ კურსის შემდეგაც გამოიყენო.
Grok Bot და ChatGPT Dots აუცილებლად უნდა მქონდეს?
ორივე ახალი პროდუქტია, ფასიან გეგმებზე მუშაობს და ყველა ქვეყანაში ჯერ არ არის ხელმისაწვდომი. კურსამდე ერთად შევამოწმებთ, რა წვდომა გაქვს. თუ არ გაქვს, ლექტორის ცოცხალ დემოზე მუშაობ და იგივე ამოცანას ChatGPT-ით, Custom GPT-ით ან Make/n8n-ით აწყობ.
ბოტი ჩემ ნაცვლად წერილებს გაგზავნის?
მხოლოდ შენი დადასტურებით. ბოტს მინიმალურ წვდომას ვაძლევთ: წერილის გაგზავნა, გადახდა და მონაცემის შეცვლა შენს დასტურს ელოდება. კურსზე ისწავლი, როგორ დაუწერო ბოტს ეს წესები.
რომელი მონაცემებით ვიმუშავებთ?
სატესტო ელფოსტით, ანონიმიზებული წერილებით, საცდელი Google Sheets ცხრილით და შენი პროდუქტის ან სერვისის მოკლე აღწერით. რეალური მომხმარებლების პირად მონაცემებს არ ვიყენებთ.
როგორ მიმდინარეობს შეხვედრა?
შეხვედრა 2.5 საათია: ცოცხალი დემო, მერე დაახლოებით საათი შენს ბიზნესზე პრაქტიკა, ბოლოს ტესტი და უკუკავშირი. ყოველი შეხვედრიდან მომუშავე შედეგით გადიხარ.
რა იქნება საფინალო პროექტი?
ერთ-ერთს ირჩევ: AI Inbox Manager (წერილების დახარისხება და მონახაზები), AI Sales & Marketing Agent (კვლევა, შეთავაზებები, კონტენტკალენდარი) ან AI Daily Business Briefing (დღის შეჯამება და პრიორიტეტები). წარადგენ დემოს 5 სატესტო სცენარით და 14-დღიანი გამოყენების გეგმით.
შეიძლება თანხის დაბრუნება?
პირველი შეხვედრის შემდეგ 100%-ს გიბრუნებთ. შემდეგ დარჩენილი შეხვედრების პროპორციულად.




