CraftTech — ტრადიციული რეწვა და ციფრული ტექნოლოგიები

აღწერა
CraftTech არის 2-დღიანი პრაქტიკული მასტერკლასი, რომელიც აერთიანებს ტრადიციულ რეწვას, დიზაინსა და თანამედროვე ციფრული წარმოების ტექნოლოგიებს. პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გაიგოს, როგორ შეიძლება საკუთარი ხელობის, შემოქმედებითი საქმიანობის ან პროდუქტის განვითარებაში გამოიყენოს 3D მოდელირება და ბეჭდვა, ლაზერული ჭრა, CNC ტექნოლოგიები, 3D სკანირება და სხვა ციფრული ინსტრუმენტები.
მასტერკლასის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან ციფრული წარმოების შესაძლებლობებს, იმუშავებენ საკუთარ იდეებზე და შეარჩევენ მათთვის შესაბამის ტექნოლოგიურ გადაწყვეტას. პრაქტიკული მუშაობის პროცესში ისინი გაივლიან გზას იდეიდან ციფრულ დიზაინამდე.
ვისთვისაა მასტერკლასი?
მასტერკლასი განკუთვნილია ტრადიციული რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების წარმომადგენლებისთვის, ხელნაკეთი პროდუქციის შემქმნელებისთვის, დიზაინერებისთვის, მცირე შემოქმედებითი ბიზნესებისთვის, სტუდენტებისა და დამწყებთათვის, ვისაც სურს თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირება საკუთარ საქმიანობაში. ღონისძიების მიზანია წაახალისოს ციფრულ დიზაინერებსა და რეწვის და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობა.
მასტერკლასი ორ დღეზე — 14 და 21 ნოემბერს გაიმართება და ჯამში 6 საათს მოიცავს.
I დღე - 14 ნოემბერი მონაწილეები გაეცნობიან ციფრული წარმოების ძირითად ტექნოლოგიებს, ნახავენ მათი გამოყენების პრაქტიკულ მაგალითებს და დაიწყებენ საკუთარი პროდუქტის ან იდეის განვითარებას.
II დღე - 21 ნოემბერი მონაწილეები იმუშავებენ საკუთარ პროექტზე, შეარჩევენ თავიანთი საქმიანობისთვის შესაბამის ტექნოლოგიას და შექმნიან მარტივ პროტოტიპს.
ლექტორი

AI-ისა და რობოტიკის მკვლევარი, ტექნოლოგიური მეწარმე
AI-ისა და რობოტიკის მკვლევარი, ტექნოლოგიური მეწარმე და მასწავლებელი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის AI-ისა და რობოტიკის კვლევითი ლაბორატორიის დამფუძნებელი და დირექტორი, ამავე უნივერსიტეტში კი ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრს ხელმძღვანელობს. AI ბოტებსა და ავტომატიზაციას თავად აწყობს და იყენებს საკუთარ სამუშაოში, სწავლებასა და კონტენტის შექმნაში. დააარსა საქართველოს რობოტიკის ასოციაცია (GRA), ტექმედია TechCrush და Tbilisi Digital School. 2017 წლიდან ათასობით ადამიანს ასწავლა პროგრამირება, რობოტიკა და AI. მოხვდა Forbes Georgia-ს სიაში „30 Under 30“.




