ჩვენი პირველი რობოტი - საოჯახო მასტერკლასი

აღწერა
ააწყვეთ თქვენი პირველი რობოტი ერთად!
მასტერკლასი განკუთვნილია 6–13 წლის ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის ან ოჯახის სხვა ზრდასრული წევრებისთვის, რომლებსაც სურთ ერთად აღმოაჩინონ რობოტიკის სამყარო, გაეცნონ ტექნოლოგიების მუშაობის პრინციპებს და საკუთარი ხელით შექმნან პირველი მოძრავი რობოტი. მონაწილეობისთვის წინასწარი ტექნიკური ცოდნა არ არის საჭირო.
მასტერკლასის ფარგლებში ბავშვები და მშობლები ერთ გუნდად იქცევიან და ერთად გაივლიან რობოტი მანქანის აწყობის პროცესს - პირველი დეტალიდან მის ამუშავებამდე.
მონაწილეები გაეცნობიან რობოტიკისა და ელექტრონიკის საფუძვლებს, აღმოაჩენენ, როგორ მუშაობს ძრავები, ბორბლები და ელექტრული კომპონენტები, საკუთარი ხელით ააწყობენ მოძრავ რობოტულ მანქანას და გამოცდიან მის შესაძლებლობებს. შეხვედრის ბოლოს ოჯახური გუნდები მონაწილეობას მიიღებენ სახალისო შეჯიბრებაში. აწყობილი რობოტი მონაწილეებს საჩუქრად რჩებათ და სახლში მიაქვთ!
ლექტორი

AI-ისა და რობოტიკის მკვლევარი, ტექნოლოგიური მეწარმე
AI-ისა და რობოტიკის მკვლევარი, ტექნოლოგიური მეწარმე და მასწავლებელი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის AI-ისა და რობოტიკის კვლევითი ლაბორატორიის დამფუძნებელი და დირექტორი, ამავე უნივერსიტეტში კი ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრს ხელმძღვანელობს. AI ბოტებსა და ავტომატიზაციას თავად აწყობს და იყენებს საკუთარ სამუშაოში, სწავლებასა და კონტენტის შექმნაში. დააარსა საქართველოს რობოტიკის ასოციაცია (GRA), ტექმედია TechCrush და Tbilisi Digital School. 2017 წლიდან ათასობით ადამიანს ასწავლა პროგრამირება, რობოტიკა და AI. მოხვდა Forbes Georgia-ს სიაში „30 Under 30“.
სხვა ღონისძიებები
ყველა ღონისძიება
მასტერკლასი29ნოე · კვლაბი · KAლაზერული ჭრა და გრავირება - მასტერკლასი12:00–15:00 · ავთანდილ მღებრიშვილი89₾მასალა შედის
მასტერკლასი06დეკ · კვლაბი · KA3D ბეჭდვის მასტერკლასი12:00–15:00 · ავთანდილ მღებრიშვილი99₾
ვორქშოფი12დეკ · შაბონლაინ · KAპრაქტიკული AI ინსტრუმენტები მასწავლებლებისთვის12:00–14:00 · ავთანდილ მღებრიშვილი30₾მასწავლებლებისთვის
