მასტერკლასი · ზრდასრულებისთვის

ლაზერული ჭრა და გრავირება - მასტერკლასი

29 ნოე, კვ12:00–15:00ლაბიKAავთანდილ მღებრიშვილი
laser

აღწერა

მასტერკლასზე მონაწილეები გაეცნობიან ლაზერული ჭრისა და გრავირების ტექნოლოგიას, მის მუშაობის პრინციპებს, შესაძლებლობებსა და გამოყენებას თანამედროვე დიზაინსა და წარმოებაში.

მონაწილეები გაეცნობიან ლაზერულ დანადგართან უსაფრთხო მუშაობის პრინციპებს, შეისწავლიან, როგორ მოამზადონ ციფრული დიზაინი და სამუშაო ფაილი ლაზერული ჭრისა და გრავირებისთვის, ასევე როგორ შეარჩიონ შესაბამისი სამუშაო პარამეტრები. მასტერკლასი აერთიანებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ დემონსტრაციას, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები დააკვირდებიან პროდუქტის შექმნის სრულ პროცესს — ციფრული დიზაინიდან მზა ნამუშევრამდე.

ლაზერულ დანადგარებთან ან დიზაინის პროგრამებთან მუშაობის წინასწარი გამოცდილება საჭირო არ არის.

ლექტორი

ავთანდილ მღებრიშვილი
ავთანდილ მღებრიშვილი

AI-ისა და რობოტიკის მკვლევარი, ტექნოლოგიური მეწარმე

AI-ისა და რობოტიკის მკვლევარი, ტექნოლოგიური მეწარმე და მასწავლებელი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის AI-ისა და რობოტიკის კვლევითი ლაბორატორიის დამფუძნებელი და დირექტორი, ამავე უნივერსიტეტში კი ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრს ხელმძღვანელობს. AI ბოტებსა და ავტომატიზაციას თავად აწყობს და იყენებს საკუთარ სამუშაოში, სწავლებასა და კონტენტის შექმნაში. დააარსა საქართველოს რობოტიკის ასოციაცია (GRA), ტექმედია TechCrush და Tbilisi Digital School. 2017 წლიდან ათასობით ადამიანს ასწავლა პროგრამირება, რობოტიკა და AI. მოხვდა Forbes Georgia-ს სიაში „30 Under 30“.

სხვა ღონისძიებები

ყველა ღონისძიება