3D ბეჭდვის მასტერკლასი

აღწერა
ვორკშოპის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან 3D ბეჭდვის ტექნოლოგიებს, მათ ტიპებს, გამოყენების სფეროებსა და ბეჭდვისთვის საჭირო მასალებს. შეისწავლიან 3D პრინტერის მუშაობის ძირითად პრინციპებს, ციფრული მოდელის დასაბეჭდად მომზადებასა და ბეჭდვის სრულ პროცესს — ფაილის გამართვიდან საბოლოო შედეგის მიღებამდე.
ვორკშოპი აერთიანებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას — მონაწილეები რეალურ დროში გამოცდიან როგორ იბეჭდება 3D ნივთი.
პრინტერთან ან დიზაინის პროგრამებთან მუშაობის წინასწარი გამოცდილება საჭირო არ არის.
ლექტორი

AI-ისა და რობოტიკის მკვლევარი, ტექნოლოგიური მეწარმე
AI-ისა და რობოტიკის მკვლევარი, ტექნოლოგიური მეწარმე და მასწავლებელი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის AI-ისა და რობოტიკის კვლევითი ლაბორატორიის დამფუძნებელი და დირექტორი, ამავე უნივერსიტეტში კი ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრს ხელმძღვანელობს. AI ბოტებსა და ავტომატიზაციას თავად აწყობს და იყენებს საკუთარ სამუშაოში, სწავლებასა და კონტენტის შექმნაში. დააარსა საქართველოს რობოტიკის ასოციაცია (GRA), ტექმედია TechCrush და Tbilisi Digital School. 2017 წლიდან ათასობით ადამიანს ასწავლა პროგრამირება, რობოტიკა და AI. მოხვდა Forbes Georgia-ს სიაში „30 Under 30“.
სხვა ღონისძიებები
ყველა ღონისძიება
მასტერკლასი29ნოე · კვლაბი · KAლაზერული ჭრა და გრავირება - მასტერკლასი12:00–15:00 · ავთანდილ მღებრიშვილი89₾მასალა შედის
ვორქშოფი12დეკ · შაბონლაინ · KAპრაქტიკული AI ინსტრუმენტები მასწავლებლებისთვის12:00–14:00 · ავთანდილ მღებრიშვილი30₾მასწავლებლებისთვის
ვორქშოფი13დეკ · კვლაბი · KAჩვენი პირველი რობოტი - საოჯახო მასტერკლასი14:00–17:00 · ავთანდილ მღებრიშვილი100₾2 ზრდასრული და 1 ბავშვი. დამატებითი ბავშვის მონაწილეობა — 40 ლარი. ღირებულებაში შედის მასტერკლასისთვის საჭირო ყველა მასალა, აწყობილი რობოტი მონაწილეებს რჩებათ.
