ვორქშოფი · მასწავლებლებისთვის

პრაქტიკული AI ინსტრუმენტები მასწავლებლებისთვის

14 ნოე, შაბ12:00–14:00ონლაინKAავთანდილ მღებრიშვილი
მასწავლებელი და მოსწავლეები საკლასო ოთახში

აღწერა

ვორკშოპი განკუთვნილია მასწავლებლებისთვის, რომლებსაც სურთ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გაცნობა და მათი გამოყენება ყოველდღიურ სასწავლო პროცესში. მონაწილეები გაეცნობიან ChatGPT-ს, Claude-სა და სხვა AI ინსტრუმენტებს, მათ ძირითად ფუნქციებსა და საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობებს.

ვორკშოპის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ეფექტური პრომპტების შედგენის პრინციპებს და პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე გაიგებენ, როგორ გამოიყენონ AI გაკვეთილის გეგმების, სასწავლო მასალების, ტესტებისა და შეფასების რუბრიკების მოსამზადებლად. ვორკშოპი აერთიანებს ინსტრუმენტების მიმოხილვას, ცოცხალ დემონსტრაციებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს.

შეხვედრის დასრულების შემდგომ, მასწავლებლებს გადაეცემათ წინასწარ მომზადებული ელექტრონული რესურსები და გაიდები.

ლექტორი

ავთანდილ მღებრიშვილი
ავთანდილ მღებრიშვილი

AI-ისა და რობოტიკის მკვლევარი, ტექნოლოგიური მეწარმე

AI-ისა და რობოტიკის მკვლევარი, ტექნოლოგიური მეწარმე და მასწავლებელი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის AI-ისა და რობოტიკის კვლევითი ლაბორატორიის დამფუძნებელი და დირექტორი, ამავე უნივერსიტეტში კი ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრს ხელმძღვანელობს. AI ბოტებსა და ავტომატიზაციას თავად აწყობს და იყენებს საკუთარ სამუშაოში, სწავლებასა და კონტენტის შექმნაში. დააარსა საქართველოს რობოტიკის ასოციაცია (GRA), ტექმედია TechCrush და Tbilisi Digital School. 2017 წლიდან ათასობით ადამიანს ასწავლა პროგრამირება, რობოტიკა და AI. მოხვდა Forbes Georgia-ს სიაში „30 Under 30“.

სხვა ღონისძიებები

ყველა ღონისძიება
ღია ლექცია08ნოე · კვლაბი · KAაღმოაჩინე რობოტიკა და ტექნოლოგიები: ღია შეხვედრა მშობლებისთვის და ბავშვებისთვის15:00–16:30უფასორეგისტრაციითვორქშოფი14ნოე · შაბლაბი · KACraftTech — ტრადიციული რეწვა და ციფრული ტექნოლოგიები11:00–14:00 · ავთანდილ მღებრიშვილი150₾საფასური მოიცავს ორივე შეხვედრაში მონაწილეობას (14 და 21 ნოემბერი), ჯამში 6 საათიან პრაქტიკულ მასტერკლასს და სამუშაო მასალებს.ვორქშოფი15ნოე · კვლაბი · KAჩვენი პირველი რობოტი - საოჯახო მასტერკლასი12:00–15:00 · ავთანდილ მღებრიშვილი100₾2 ზრდასრული და 1 ბავშვი. დამატებითი ბავშვის მონაწილეობა — 40 ლარი. ღირებულებაში შედის მასტერკლასისთვის საჭირო ყველა მასალა, აწყობილი რობოტი მონაწილეებს რჩებათ.